

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.
Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბრენდის დამფუძნებელმა, იოზეფ პიტერ ჰუბერმა, სპეციალური ენერგეტიკული ტონი შექმნა. ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებდა გულის სიჯანსაღეზე და ასევე, აუმჯობესებდა ზოგად ჯანმრთელობას. დროთა განმავლობაში დოპელჰერცს ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი ასორტიმენტი დაემატა — თითოეული მათგანი ყველაზე გავრცელებული გართულებების მოგვარებისკენაა მიმართული; მაგალითად, ბრენდის პროდუქციის მიღება ეფექტიანია იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად, გულთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ენერგიის გასაზრდელად და ა. შ.
აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან დღემდე დოპელჰერცი ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, წარმოებაში იყენებს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა მცენარეული ექსტრაქტები, ვიტამინები და მინერალები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ბრენდის პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა — შექმნილია სერტიფიცირებული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. თანაც დოპელჰერცი მუდმივი განახლების პროცესშია, რათა თანამედროვე მეცნიერული მიღწევები და ინოვაციები საკუთარი იდენტობის ნაწილად აქციოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის მთავარი აქცენტი გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემის გაძლიერებაზეა, მისი წარმოება საკმაოდ ფართო ასორტიმენტს მოიცავს. ზოგიერთი პროდუქტი კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:
ამასთანავე, ომეგა-3 ამცირებს არტერიების ანთებას და ხელს უწყობს სისხლის წნევის დაბალანსებას — შესაბამისად, მცირდება გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.
გარდა ამისა, Doppelherz Aktiv Omega-3 აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებასა და კონცენტრაციას. ხოლო DHA მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, განსაკუთრებით თვალის ბადურის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ომეგა-3-ს ძლიერი ანტიანთებითი თვისებებიც გააჩნია — შედეგად, მისი მიღებისას ორგანიზმი უკეთ ებრძვის სხვადასხვა ანთებით პროცესს; მათ შორის ამცირებს ართრიტის სიმპტომებს.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, კალციუმი აუცილებელია მტკიცე ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის; ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში.
მაგნიუმი აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის, კუნთების სიჯანსაღისა და ნერვული სისტემის რეგულაციისთვის.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას და მის ძვლებში შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. ასევე, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს სისხლის ნორმის დაბალანსებაში.
ვიტამინი C ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს და უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს; ხელს უწყობს კანის, სისხლძარღვებისა და ქსოვილების რეგენერაციას.
გარდა ამისა, ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც აუცილებელია კანის ელასტიკურობის, სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. თუთია კი ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებასა თუ ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Doppelherz Vitamin C + Zinc განსაკუთრებით ეფექტურია სეზონური გაციებების, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების დროს, რადგან ვიტამინი C ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის გაძლიერებასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას. თუთიასაც გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები — შესაბამისად, ორგანიზმს პათოგენებისგან იცავს.
ამავდროულად, თუთია, როგორც ძლიერი მინერალი, ხელს უწყობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებს; ასევე, მხედველობის გაუმჯობესებასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ამ თვალსაზრისით, C ვიტამინიც მონაწილეობს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის შემცირებაში.
ხოლო კალციუმი და D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლების სიმტკიცისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში, რაც მენოპაუზის დროს განსაკუთრებით კრიტიკულია, რადგან ორგანიზმში ესტროგენის შემცირებასთან ერთად, ძვლოვანი მასის დაკარგვის რისკიც იზრდება.