
ჩვენება: აუმჯობესებს სისხლის მიწოდებას თვალში, ხსნის თვალის დაძაბულობას და დაღლილობას.
დოპელჰერცი აქტივი აის ექსტრა
ჯანმრთელი თვალებისთვის
ლუთეინი A, C, E ვიტამინებთან, თუთიასთან და სპილენძთან ერთად მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის
ლუთეინი და ზეაქსანტინი -იცავს თვალს თავისუფალი რადიკალების და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. არ სინთეზირდება ორგანიზმში, საჭიროა მისი მიღება საკვებით და საკვები დანამატებით. მხედველობის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ბადურის ცენტრალურ ნაწილთან, კერძოდ მაკულის (ყვითელი ლაქა) - დრუზებთან, რომელიც პასუხისმგებელია ენდოგენური, ანტიოქსიდანტური სისტემის (VGF) აქტივობაზე. მცენარეული კაროტინოიდები (ლუთეინი, ზეაქსანტინი) გროვდება მაკულაში, თრგუნავს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას თვალზე, მონაწილეობს მხედველობის ნერვის მიელინის გარსის ფორმირებაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ლუთეინს და მის შემცველ პროდუქტებს შეუძლიათ გააუმჯობესონ ვიზუალური აღქმის უნარი. ამას გარდა, ლუთეინი აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას, მეხსიერებას და კონცენტრაციას.
A ვიტამინი -თვალისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მისი აქტიური ფორმა უკავშირდება ცილა ოფსინს და წარმოქმნის მხედველობის პიგმენტს როდოფსინს, რომლის გარეშეც შეუძლებელია სინათლის და სიბნელის აღქმა, ფერების გარჩევა. იცავს თვალის რქოვანას და კონიუნქტივას მაკულის დეგენერაციული პროცესებისგან.
C და E ვიტამინები იცავს თვალს მზის სხივების ზემოქმედებისგან.
თუთია, როგორც ფერმენტების განუყოფელი ნაწილი ჩართულია მხედველობის პროცესში - A ვიტამინის ათვისებაში.
მოცვი შეიცავს ანთოციანებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და ხელს უწყობენ ლუთეინის და ისეთი ანტიოქსიდანტების ეფექტს როგორიცაა A, C, E ვიტამინები.
დოპელჰერცი აქტივი აის ექსტრა:
ერთი კაფსულა შეიცავს: ვიტამინი A - 400 მკგ, ლუთეინი - 15 მგ, ზეაქსანტინი - 1 მგ, ვიტამინი B6 - 2 მგ, ვიტამინი B12 - 2.5 მკგ, ვიტამინი C - 80 მგ, ვიტამინი E - 12 მგ, მოცვის ექსტრაქტი - 50 მგ, ფოლის მჟავა - 400 მკგ, სპილენძი - 300 მკგ, თუთია - 5 მგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად მოზრდილებში, არ დაღეჭოთ.
გამოშვების ფორმა:
№30 კაფსულა.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Promacula - პრომაკულა ლუთეინი 60 კაფსულა