
ჩვენება: ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში.
დოპელჰერცი აქტივი მენოპაუზა
სპეციალური ხაზი
დოპელჰერცი აქტივი მენოპაუზა ბუნებრივად არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს, ამცირებს პრე, მენო, და პოსტმენოპაუზის პერიოდში განვითარებულ ფსიქოემოციურ და ვეგეტოსისხლძარღვოვან სიმპტომებს.
სოიოს იზოფლავონოიდები გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით, რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენებისგან და ჩანაცვლებითი ჰორმონალური პრეპარატებისგან არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ სიმპტომებს, როგორიცაა წამოხურება (ალები), ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ჭარბი ოფლიანობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანება, დეპრესიული განწყობა.
B ჯგუფის ვიტამინები - მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის: აუმჯობესებს სინაფსში ნერვული იმპულსების გატარებას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, აწესრიგებს ძილს, როგორც ანტისტრესული ნაკრები, სასარგებლოა სტრესის, დეპრესიის და კარდიოვასკულარული დაავადებების მიზეზებთან და სიმპტომებთან საბრძოლველად
ვიტამინი D - ხელს უწყობს ჯანსაღი ძვალ-სახსროვანი სისტემის შენარჩუნებას.
კალციუმი მიკროელემენტია, რომელიც სხეულის ყველა სახის ქსოვილშია. მოზრდილ ადამიანში კალციუმის დღიური დანაკარგი შეადგენს 200-350 მგ-ს და იზრდება ფიზიკური დატვირთვისას და სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში.
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.
ერთი ტაბლეტი შეიცავს: სოიოს იზოფლავონიდები - 50 მგ, კალციუმი - 500 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1,6 მგ, ვიტამინი B6 - 2,0 მგ, ვიტამინი B12 - 3,0 მკგ, ბიოტინი - 150 მკგ, ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
გამოშვების ფორმა:
№30 ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი მცენარეული კომპლექსი ქალბატონებისათვის 50 კაფსულა