
დოპელჰერცი აქტივი იროტეკი
სპეციალური ხაზი ორსულთათვის!
დოპელჰერც აქტივი იროტეკის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს რკინის და ფოლიუმის მჟავას ოპტიმალურ რაოდენობას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ორსულებმა ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყონ რკინის და ფოლიუმის მჟავის მიღება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ერთი დოპელჰერც/აქტივი იროტეკის ტაბლეტის ყოველდღიური მიღება უზრუნველყოფს დედასა და ნაყოფში ნორმალური ჰემოგლობინის დონის შენარჩუნებას, ხელს უშლის ანტენატალური ანემიის განვითარებას და ამცირებს ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს.
რკინა -ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი. რკინა საჭიროა ჰემოგლობინის პროდუქციისთვის, რომელზეც იზრდება მოთხოვნილება ორსულობის დროს, რათა საკმარისი ჟანგბადით მომარაგდეს დედა და ნაყოფი.
ფოლიუმის მჟავა -წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. მისი მიღება აუცილებელია სისხლის წარმოქმნის და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. მონაწილეობს ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებში, როგორიცაა დნმ-ის, რნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი), ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზი, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლა. ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფების და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის.
ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში აუცილებელია ნაყოფის თავის და ზურგის ტვინის ნორმალური განვითარებისთვის. უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან, უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკას დედებში. ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტებს, ასევე ამცირებს აუტისტური სპექტრის დარღვევების, ალერგიის და ატოპიური რეაქციების განვითარების რისკს.
დღიური დოზა ერთი ტაბლეტი შეიცავს:რკინის სულფატი - 138 მგ, ფოლიუმის მჟავა - 600 მკგ.
არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.
მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
№30 ტაბლეტი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma - გერმანია.
ასევე, იხილეთ : Solgar - სოლგარი პრენატალი 120 ტაბლეტი