Lea ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული ბრენდია, რომელიც დაარსდა 1823 წელს, ესპანეთში. თითქმის 200 წლის განმავლობაში, ბრენდი მუდმივად აგრძელებს ინოვაციების შემოთავაზებას და ქმნის მამაკაცის პირადი მოვლის საშუალებებს, რომლებიც განთქმულია ხარისხითა და სანდოობით.
ლეას ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება ტრადიციისა და ინოვაციების ბალანსს. ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და ნატურალური ინგრედიენტების გამოყენების აუცილებლობას. Lea უპირატესობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასა და მდგრად განვითარებას, რაც მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მისი ფილოსოფიისთვის.
ბრენდი განსაკუთრებით ცნობილია საპარსი საშუალებებით, როგორებიცაა კრემები, გელები და საპნები, რომლებიც უზრუნველყოფს სისუფთავეს, კანის სირბილესა და კომფორტულ პროცესს. Lea-ს პროდუქტები გამდიდრებულია ალოე ვერათი და ბუნებრივი ექსტრაქტებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, დამშვიდებას და გაპარსვის შემდეგ გაღიზიანების შემცირებას.
ლეას გამორჩეული ნიშა არის მისი ტრადიციული წარმოების მეთოდები, რომლებიც შერწყმულია თანამედროვე ინოვაციებთან. ბრენდი ინარჩუნებს საუკუნოვან რეპუტაციას ხარისხის და სანდოობის თვალსაზრისით. Lea მუდმივად აგრძელებს ზრდას, ინოვაციების დანერგვასა და მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც მას ერთ-ერთ გამორჩეულ ბრენდად აქცევს მამაკაცის პირადი ჰიგიენისა და კანის მოვლის სფეროში.
Lea-ს პოპულარული პროდუქცია
- LEA-ს ნაკრები DETOX AND CLEAN — ნაკრებში გელ-ექსფოლიანტი CARBON, აქტიური ნახშირისა და ცელულოზის შემცველობის წყალობით საშუალება ღრმად ასუფთავებს კანს, აძლევს მას ჯანსაღ იერს. ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას. აშორებს ტოქსინებს, აქვს გამწმენდი და დეტოქსიკაციის უნარი. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ. ხოლო ლეას 3-1-ში დეტოქს გელი და შამპუნი შექმნილია კანის, სახისა და თმის ეფექტურად გასაწმენდად, ასევე მათ მოვლასა და დაცვაზე. აქტიური ნახშირის შემცველობის წყალობით კარგად ასუფთავებს კანსა და თმას. აქვს ნეიტრალური pH ბალანსი. დერმატოლოგიურად ტესტირებულია. რაც შეეხება LEA-ს სახის კრემ HIDRATANTE-ს, მამაკაცის სახის მოვლის დამატენიანებელი საშუალება გლიცერინით, ვიტამინ E-თი და ზღვის წყალმცენარეებით ზედმეტი წებოვნების გარეშე სწრაფად შეიწოვება, ტოვებს სასიამოვნო დამცავ ფენას კანზე, მატებს მას ჯანსაღ იერს. ყველა ტიპის კანისთვის და ყოველდღიური გამოყენებისთვის.
- ნაკრები SPORT AND CARE — 3-1-ში გელი და შამპუნი INTENSE შექმნილია კანის, სახისა და თმის ეფექტურად გასაწმენდად, ასევე მათ მოვლასა და დაცვაზე. იდეალურია გამაგრილებელი შხაპის მისაღებად მენთოლის შემცველობა, რომელიც დაუყოვნებლივ აძლევს სიახლის შეგრძნებას. მისი 3-in-1 ფორმულა აადვილებს ორივეს გამოყენებას. დერმატოლოგიურად და ოფთალმოლოგიურად შემოწმებული. ხოლო ლეას კრემი სახის, სხეულისა და ხელების კანის მოვლისთვის, უზრუნველყოფს დატენიანებასა და დაცვას. მისი 0% ალკოჰოლური ფორმულის წყალობით, ვიტამინი E და წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტის ანტიოქსიდანტური თვისებებით, იცავს, ატენიანებს, კვებავს და სასიამოვნო კომფორტის შეგრძნებას ტოვებს კანზე. უცხიმო ტექსტურა, სწრაფად შეიწოვება, დერმატოლოგიურად შემოწმებული. LEA Extra Dry მამაკაცის დეოდორანტი ინტენსიური დაცვა კი ხელს უშლის არასასიამოვნო სუნის განვითარებას. არეგულირებს საოფლე ჯირკვლების სეკრეციას. ატენიანებს კანს, უნარჩუნებს სისუფთავისა და სიმშრალის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით. დერმატოლოგიურად ტესტირებულია. ასევე, ამ ნაკრებში შედის ზემოხსნებული სახის კრემი HIDRATANTE.
- ლეას გაპარსვის შემდგომი ბალზამი — პარსვის შემდგომი ბალზამი სამი ერთში E ვიტამინით, ალოე ვერათი, ბისაბოლოლითა და ალანტოინით ეფექტურად იცავს და ატენიანებს კანს ყოველდღიურად. ხელს უწყობს მიკრო განაკაწრების მკურნალობას, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას პარსვის დროს. დერმატოლოგიურად შემოწმებულია. მახასიათებლები: ექსკლუზიური ფორმულა E ვიტამინი, ალოე ვერა; ატენიანებს, ამშვიდებს და აღადგენს კანს პარსვის შემდეგ, ანიჭებს ხანგრძლივ სიჯანსაღეს.