
აქტიური ნახშირისა და ცელულოზის შემცველობის წყალობით საშუალება ღრმად ასუფთავებს კანს, აძლევს მას ჯანსაღ იერს. ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის შავი წერტილების წარმოქმნას. აშორებს ტოქსინებს, აქვს გამწმენდი და დეტოქსიკაციის უნარი. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ.
გამოიყენება ყოველდღიურად, დაიტანეთ საშუალება ნოტიო კანზე მსუბუქი მასირებით, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
150 მლ.
3-1-ში დეტოქს გელი და შამპუნი შექმნილია კანის, სახისა და თმის ეფექტურად გასაწმენდად, ასევე მათ მოვლასა და დაცვაზე. აქტიური ნახშირის შემცველობის წყალობით კარგად ასუფთავებს კანსა და თმას. აქვს ნეიტრალური pH ბალანსი. დერმატოლოგიურად ტესტირებულია.
დაიტანეთ საშუალება სველ კანზე და თმაზე, მსუბუქად აიქაფეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.
300 მლ.
მამაკაცის სახის მოვლის დამატენიანებელი საშუალება გლიცერინით, ვიტამინ E-თი და ზღვის წყალმცენარეებით ზედმეტი წებოვნების გარეშე სწრაფად შეიწოვება, ტოვებს სასიამოვნო დამცავ ფენას კანზე, მატებს მას ჯანსაღ იერს. ყველა ტიპის კანისთვის და ყოველდღიური გამოყენებისთვის.
დაიტანეთ საშუალება ყოველდღიურად გასუფთავებულ სახის კანზე.
75 მლ.
დამზადებულია ესპანეთში