Soskin დაარსდა 1988 წელს, საფრანგეთში. იგი უშვებს კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც შექმნილია კანის მოვლისთვის. ბრენდის მთავარი ფოკუსი ყოველთვის მიმართული იყო ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქციის განვითარებაზე. მისი მიზანია მომხმარებლის კანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და ახალგაზრდული სახის ნაკვთების შენარჩუნება. ამისთვის იყენებს მეცნიერულ კვლევებსა და უახლეს ტექნოლოგიებს.
Soskin-ის ფილოსოფიის მიხედვით კანის მოვლა პირადი და ინდივიდუალური საკითხია, შესაბამისად, თითოეული პროდუქტი შექმნილია კონკრეტული კანის ტიპისა და პრობლემის გათვალისწინებით. ბრენდის პროდუქცია მრავალფეროვანია და მარტივად ერგება სხვადასხვა სახის პრობლემას.
ბრენდის ინვესტიცია კვლევებსა და განვითარებაში უზრუნველყოფს იმას, რომ მისი პროდუქტები იქმნება ყველაზე უახლესი ინგრედიენტებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მუდმივად უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. ბრენდის პროდუქცია მოიცავს თმის მოვლის საშუალებებს, სამკურნალო კრემებს, სკრაბებს და ა.შ. რომლებიც შექმნილია არა მხოლოდ კანის ტექსტურის გაუმჯობესებისთვის, არამედ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზეც.
ბრენდი ასევე აქტიურად მუშაობს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ვიდეორგოლის, სახელმძღვანელოსა და ინფორმაციის მიწოდებას ადამიანებისთვის. ეს მომხმარებელს ეხმარება სწორად შეარჩიოს მისთვის საჭირო პროდუქცია და შეისწავლოს გამოყენების წესები. მსგავსი ინიციატივები ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას და ბრენდის მიმართ ნდობას.
სოსკინი არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ინოვაციას, ხარისხს და ინდივიდუალურ მიდგომას, რაც მას ხელს უწყობს დარჩეს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე კოსმეტიკის ინდუსტრიაში.
Soskin-ის პოპულარული პროდუქცია
- სოსკინის მზისგან დამცავი კრემი SPF50+ — სოსკინის მზისგან დამცავი კრემი ეფექტურად უმკლავდება UVA და UVB სხივებს. ასევე, ამცირებს მზის სხივებისგან გამოწვეულ კანის დაზიანებებს თუ ფოტოდაბერების რისკს. კრემი შეიცავს ანტიოქსიდანტებსაც, რაც კანს თავისუფალი რადიკალებისგან დაცვაში ეხმარება — ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღებაში, ხელს უშლის ნაოჭებისა და პიგმენტაციის წარმოქმნას. ამავდროულად, კრემის ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტს ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს — შესაბამისად, ღრმად ატენიანებს კანს, ის მეტად ელასტიკური და გლუვი ხდება. არ შეიცავს პარაბენებს ან სხვა მავნე ქიმიურ ინგრედიენტებს, ამიტომაც მგრძნობიარე კანის მქონე მომხმარებლებსაც შეუძლიათ მისი გამოყენება. თანაც ე. წ. წყალგამძლე ფორმულა გააჩნია — წყალში ყოფნისა და ოფლიანობის დროსაც ნარჩუნდება კრემის ეფექტი.
- სოსკინის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი — სოსკინის ეს კრემი ძლიერი ანტიასაკობრივი კომპონენტებით გამოირჩევა, რაც კანის სტრუქტურასაც აუმჯობესებს და ნაოჭების შემცირებაზეც მოქმედებს. მის შემცველობაში ჰიალურონის მჟავა შედის, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს და მის რეგენერაციას უწყობს ხელს. ამასთან, კრემი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეულ დაზიანებებს ებრძვის და დაბერების ნიშნებს ამცირებს — იქნება ეს პიგმენტაცია თუ არათანაბარი ტონი.
- სოსკინის პიგმენტური ლაქების საპონი — სოსკინის ამ საპნის ფორმულა ისეა შემუშავებული, რომ კანის ტონს ათანაბრებს და პიგმენტურ ლაქებს ამცირებს. მისი ძირითადი აქტიური ინგრედიენტები მოიცავს ისეთ დამამშვიდებელ და გამაღიავებელ კომპონენტებს, როგორებიცაა არბუტინი და ვიტამინ C; ორივე მათგანი აღიავებს მუქ წრეებს და კანის ბუნებრივ ბზინვარებასაც აღადგენს. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, საპონს ნაზი ექსფოლიაციის უნარი გააჩნია, რაც მკვდარი უჯრედების მოცილებასა და კანის რეგენერაციას უწყობს ხელს. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია პიგმენტური ლაქების, პოსტ-ანთებითი ჰიპერპიგმენტაციისა და მზისგან გამოწვეული დაზიანებების მართვისას.
- სოსკინი დეტოქს შრატი — Soskin-ის დეტოქს შრატი გამოირჩევა მისი უნიკალური, ღრმა გამწმენდი და კანის რეგენერაციის პროცესის ასამუშავებელი ფორმულით, რომლის ფუნქციაც ტოქსინების მოცილება და კანის ბზინვარების აღდგენაა. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ანტიოქსიდანტები, როგორებიცაა ვიტამინი C და E. ამ ორი ვიტამინის კომბინაცია კანს თავისუფალი რადიკალების გავლენისგან იცავს და დაბერების პროცესსაც ანელებს. დეტოქს შრატი ასევე შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც უჯრედების განახლებას ასტიმულირებს და ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას. მისი მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება, რაც კანს ანიჭებს ელასტიკურობასა და გლუვ იერს, გამჭვირვალე, თუმცა ეფექტური დამცავი ბარიერის შექმნით.
- სოსკინის დამატენიანებელი ნიღაბი — სოსკინის დამატენიანებელი ნიღაბი ჰიალურონის მჟავას შეიცავს და ღრმად კვებავს კანის შრეებს. მყისიერად აღადგენს ტენიანობის ბალანსს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კანი მშრალი ან დეჰიდრატირებულია. ასევე, ნიღბის ფორმულა მდიდარია გლიცერინითა და მცენარეული ექსტრაქტებით — მათი მეშვეობით, კანი მშვიდდება, სიწითლე და გაღიზიანება კი ქრება.