
Solgar ჯანმრთელობისა და საკვები დანამატების გლობალურად ცნობილი ბრენდია, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა ნიუ-იორკში, აშშ-ში. შეიძლება ითქვას, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო ბრენდი, რომელიც ფოკუსირებულია მაღალი ხარისხის ვიტამინების, მინერალებისა და საკვები დანამატების წარმოებაზე.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, საოლგარი GMP (Good Manufacturing Practices) სტანდარტების დაცვით — შესაბამისად, მისი პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს მაღალი ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბრენდი უდიდეს აქცენტს აკეთებს პროდუქციის ბუნებრივ შემადგენლობაზე — ხშირად იყენებს მცენარეულ ინგრედიენტებსა და ნატურალურ დანამატებს.
მეოცე საუკუნის შუახანებში ვიტამინები და საკვები დანამატები ფართოდ არ იყო გავრცელებული, თუმცა სოლგარის დამფუძნებლებმა მზარდი საჭიროება დაინახეს ინდუსტრიაში. ამიტომაც, დაარსებისთანავე Solgar-მა დაიწყო ახალი, მაღალი ხარისხის ფორმულების შემუშავება ვიტამინებისა და მინერალებისთვის, რათა ადამიანის ორგანიზმს უკეთ აეთვისებინა თითოეული მათგანი. ამ თავდაპირველმა პროდუქტებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, რადგან კომპანია აქცენტს აკეთებდა ხარისხსა და ბუნებრივ ინგრედიენტებზე. ამგვარი მიდგომა კი სულ უფრო მეტ ნდობას აჩენდა მომხმარებელთა შორის.
დროთა განმავლობაში კი, Solgar-ის გუნდი განვითარებაზე ფოკუსირდა — ცდილობდნენ, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული დანამატები ეწარმოებინათ. თავის მხრივ, ეს ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს მოიცავდა, რათა ამ ნაწარმს მაღალი ბიოშეღწევადობა თუ ეფექტიანობა ჰქონოდა.
კომპანია წლების განმავლობაში თანმიმდევრულად აფართოებდა თავის ასორტიმენტს და საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა. სწორედ ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვა და ინოვაციური მიდგომები დაეხმარა Solgar-ს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ცნობადი ბრენდის სტატუსი მოეპოვებინა საკვები დანამატების სფეროში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოლგარი ვიტამინების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა ტიპის კომბინაციებსაც მოიცავს. რამდენიმე ყველაზე პოპულარულ ვიტამინს შორისაა: