Sebamed 1957 წელს გერმანიაში, დოქტორ ჰაინზ მორის მიერ შეიქმნა — მაშინ, როცა დერმატოლოგმა ბრენდის პირველი პროდუქტი, საპონი შეიმუშავა. არსებობის დღიდან მოყოლებული, სებამედის მთავარი ამოსავალი წერტილი ისეთი პროდუქტების შექმნაა, რომლებიც კანის დამცავ მექანიზმებს არ დააზიანებს.
ერთი საპნით დაწყებული თავგადასავალი
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბრენდის პირველი პროდუქტი საპონი იყო. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ის ისეთი pH ბალანსით იყო შექმნილი, რომელიც კანის სისუფთავესაც უზრუნველყოფდა და მის ბარიერულ ფუნქციასაც ინარჩუნებდა. რეალურად, ჰაინზ მორის მიზანი ისეთი პროდუქტების წარმოება იყო, რომლებიც კანის დამცავ მექანიზმს არ დააზიანებდა — ეს განსაკუთრებით პრობლემური და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ეხებოდა.
დღეისათვის კი სებამედის პროდუქცია მთელ მსოფლიოში იყიდება და მუდმივად ინარჩუნებს სახასიათო ნიშას: მისი ყველა პროდუქტი შექმნილია კანისთვის შესაფერისი pH 5.5 ბალანსით, რაც კანის დამცავი ბარიერის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთანავე, თითოეული ნაწარმი სამედიცინო კვლევების საფუძველზე მუშავდება და დერმატოლოგიურად ტესტირებულია, რაც მის უსაფრთხოებასა თუ ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
ზოგადად, სებამედი ძირითად აქცენტს აკეთებს პროდუქციის სამედიცინო და დერმატოლოგიურ უპირატესობაზე. შესაბამისად, მისი მარკეტინგული ხედვაც ამ პრინციპებზეა აგებული — Sebamed მუდმივ პასუხისმგებლობას გრძნობს მომხმარებლების წინაშე, თავის მოსავლელად მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები მიაწოდოს. ამიტომაც, მისი პროდუქცია არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა პარაბენები და ხელოვნური საღებავები.
სებამედის პოპულარული პროდუქცია
ბრენდი საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს — დაწყებული სხეულიდა და სახის მოვლის საშუალებებით, დასრულებული თმის მოვლის საშუალებებით, მზისგან დამცავი ნაწარმითა და სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციით. თითოეული მათგანი pH 5.5-ის პრინციპს ეფუძნება, რაც კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
სებამედის ძირითადი ხაზები მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
- სებამედის სახის მოვლის საშუალებები — ამ მხრივ ბრენდმა სხვადასხვა ტიპის კანი გაითვალისწინა, მათ შორის მგრძნობიარე, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული. შესაბამისად, სებამედის სახის გასაწმენდი გელები და ქაფები ნაზი, ეფექტური ფორმულებით გამოირჩევა. ასევე, ტონიკები, მიცერალური წყალი და დამატენიანებელი კრემები განკუთვნილია კანის გლუვი ტექსტურისა და ტენიანობის შესანარჩუნებლად.
- სხეულის მოვლის საშუალებები — სებამედის სხეულის მოვლის ხაზი მოიცავს როგორც ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ისე კანის კონკრეტული პრობლემებისთვის განკუთვნილ პროდუქციას. ცხადია, სებამედის შხაპის გელი, ისევე როგორც საპონი, pH 5.5 ბალანსს ეფუძნება. ტანის ლოსიონები კი იდეალურად ატენიანებს კანს და იცავს მას გარემო ზემოქმედებისგან.
- თმის მოვლის საშუალებები — სებამედის თმის მოვლის პროდუქტები შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის სკალპისა და საჭიროებების გათვალისწინებით. მაგალითად, შამპუნები წარმოდგენილია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ისე სპეციალურად მგრძნობიარე სკალპისა და თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. ხოლო კონდენციონერები დამატენიანებელი და დამცავი ფუნქციებით გამოირჩევა.
- სებამედი აკნეს წინააღმდეგ — ბრენდი სპეციალურად აწარმოებს აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტებს, რომლებიც pH 5.5-ის დაცვით გამოირჩევა — ეს ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას და აკნეს გამომწვევი ბაქტერიების მოშორებას.
Sebamed-ის აკნეს საწინააღმდეგო ხაზის მთავარი პროდუქტები და მათი გამორჩეული თვისებებია:
- სებამედის სახის დასაბანი საშუალება — ეს არის დასაბანი საშუალება, რომელიც არ შეიცავს საპონს, ნაზად ასუფთავებს აკნესკენ მიდრეკილ კანს და არ არღვევს მის ბუნებრივ ტენიანობას. აღნიშნული პროდუქტი ეფექტურად აშორებს ჭარბ ცხიმს და ამცირებს გამონაყარს. ასევე, პროდუქტი შეიცავს პანთენოლს, რაც ხელს უწყობს კანის ტექსტურის აღდგენას.
- სებამედის დასაბანი ქაფი — ნაზი ქაფი აქტიურად ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, როგორიცაა Propionibacterium acnes. ეს დასაბანი საშუალება კანს იდეალურად აშორებს ცხიმსა და ჭუჭყს, შესაბამისად, ფორები დაცულია დახშობისგან. ამავდროულად, შეიცავს მენთოლსა და აბრეშუმის პროტეინებს, რაც საგრძნობლად ამშვიდებს და არბილებს კანს, ხელს უწყობს ანთების შემცირებას თუ ტენიანობის შენარჩუნებას.
- ტონერი — სებამედის ტონერი აშორებს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყსა და მაკიაჟის ნარჩენებს, რაც ხელს უწყობს ფორების გახსნას, აკნეს შემცირებას. შეიცავს ალანტოინს და აბრეშუმის ექსტრაქტს — თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებას, ხოლო მცენარეული ექსტრაქტები კანს ამშვიდებს.
- სებამედის დამატენიანებელი გელი — არაკომედოგენური, მსუბუქი გელი ეფექტიანად ატენიანებს კანს, არ ახშობს ფორებს და ამცირებს აკნეს. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ გელი შეიცავს ალოე ვერასა და ჰიალურონის მჟავას — შედეგად, ნარჩუნდება კანის ტენიანობა. ასევე, პანთენოლისა და ალანტოინის შემცველობით, ჩქარდება კანის რეგენერაციის პროცესი.
- სებამედის გელი ფერიმჭამელების სამკურნალოდ — ლოკალური მოქმედების გელი რეკომენდებულია ცხიმიანი, კომბინირებული აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. სიწითლის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული მოქმედებით. მის შემადგენლობაში შემავალი გამამელისის ექსტრაქტი და ბისაბოლილი ამცირებს სიწითლეს, აბრეშუმი და ალანტოინი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. პანთენოლო აღადგენს კანის სტრუქტურას.
- სებამედის საბავშვო პროდუქცია — Sebamed-ის საბავშვო პროდუქციაში გამოყენებული ფორმულები არ შეიცავს საპონს, ალკოჰოლს, პარაბენებს ან ხელოვნურ საღებავებს. თითოეული პროდუქტი შექმნილია ბავშვების კანის სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად — ბევრ მათგანს დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტი გააჩნია.
ამავდროულად, პროდუქტებში გათვალისწინებულია ალერგიული რეაქციების მინიმიზაცია. მათში შემავალი ინგრედიენტები მაქსიმალურად უსაფრთხოა, რათა არ გაღიზიანდეს პატარების კანი ან არ გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
- სებამედის მზისგან დამცავი საშუალებები — სებამედის მზისგან დამცავი პროდუქცია კანს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან ეფექტურად იცავს. ამასთან, პროდუქტების შემადგენლობაში ხშირად შედის დამატენიანებელი ინგრედიენტები, როგორებიცაა ჰიალურონის მჟავა და ვიტამინები, რაც ხელს უწყობენ კანის ტენიანობის შენარჩუნებას.