PAYOT ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც 1920 წელს შეიქმნა, დოქტორ ნადია პაიოს მიერ. ის ერთ-ერთი პირველი ქალი ექიმი იყო, რომელმაც საკუთარი პროფესიული გამოცდილება კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების შესამუშავებლად გამოიყენა. პაიოს მთავარი მიზანი იყო კანის მოვლის ინოვაციური და სამეცნიერო მიდგომების შექმნა, რაც ქალების სილამაზისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოემსახურებოდა.
ბრენდის მთავარი პრინციპებია ინოვაცია, ბუნებრიობა და პროფესიონალური ხარისხი. PAYOT ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიზნად ისახავს, კანის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას, დატენიანებასა და რეგენერაციას.
PAYOT-ის პროდუქცია გამოირჩევა ბუნებრივი და სამეცნიერო ინგრედიენტების კომბინაციით, რაც მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო და ეფექტურ კოსმეტიკას. პაიო რეგულარულად ახორციელებს კვლევებს ახალი ინგრედიენტებისა და ტექნოლოგიების აღმოსაჩენად, ამის დახმარებით კი ქმნის მრავალ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად ასრულებს თავის ფუნქციას.
პაიოს ძირითადი პროდუქცია მოიცავს სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც დაფუძნებულია როგორც მცენარეულ ინგრედიენტებზე, ისე თანამედროვე დერმატოლოგიურ კვლევებზე. ბრენდი ფოკუსირებულია კანის დატენიანებაზე, აღდგენასა და დაცვაზე, რაც მის პროდუქტებს უნივერსალურად აქცევს როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ისე კანის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად.
პაიო კონკურენტებისგან გამოირჩევა მისი პროგრესული მიდგომით, სადაც სამედიცინო კვლევები და ბუნებრივი ინგრედიენტები ერთიანდება. ბრენდის პროდუქცია არის ეფექტური, აქვს სასიამოვნო ტექსტურა და სურნელი, რაც კანის მოვლის პროცესს განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის.
PAYOT-ის პოპულარული პროდუქცია
- სახის გამწმენდი სტიკი Pate Grise — პაიოს სახის გამწმენდი სტიკი დამზადებულია 96% ბუნებრივი ინგრედიენტებით, მისი ფორმულა გამდიდრებული კანაფის თესლით, თუთიით და ჩილეური პიტნით, რომელიც უზრუნველყოფს ორმაგ აქერცვლას, ასუფთავებს ფორებსა და შავ წერტილებს, სუფთა და მბზინავი სახის კანისთვის. მისი გლუვი კრემისებრი ტექსტურა, გამოიყენება ულტრა სენსორული მასაჟისთვის, არბილებს კანს ჩამობანის შემდეგ. 100% ეკოლოგიურად სუფთა: შეიცავს 2-ჯერ ნაკლებ წყალს, ვიდრე კლასიკური სკრაბი და მისი შეფუთვა 100%-ით გადამუშავებადია.
- შრატი Hydra 24+ — პაიოს შრატი Hydra 24+ გამოირჩევა უნიკალური ღრმა დატენიანების უნარით, რომელიც კანს ხანგრძლივი დროით უნარჩუნებს ტენიანობის ბალანსს. ასევე, ხელს უწყობს სიჯანსაღის შენარჩუნებას, იცავს კანს გარემოს მავნე ფაქტორებისგან და ამცირებს ნაადრევი დაბერების ნიშნებს. ჰიალურონის მჟავის შემცველობით, კანი მეტად გლუვი და მკვრივი ხდება. Payot Hydra 24+ შრატი განსაკუთრებულად გამოსადეგია დეჰიდრატირებული კანისთვის, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ დატენიანებას.
- MY PAYOT პილინგი — პაიოს პილინგი არის მიკრო-ამქერცლავი ესენცია ყოველდღიური ახალი კანის ეფექტით. აღადგენს სახის ბზინვარებას და აუმჯობესებს კანის ხარისხს, გლიკოლის მჟავისა თუ ვიტამინებით მდიდარი ფორთოხლის ექსტრაქტის წყალობით. პილინგის შემადგენლობაში შედის C ვიტამინი, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებებითაა ცნობილი. ის კანის ტონის გათანაბრებასაც უწყობს ხელს და დაღლილობის ნიშნებსაც ამცირებს. ასევე, პილინგში გამოყენებულია ბუნებრივი მარცვლები — ისინი ნაზად აშორებს კანის ზედაპირზე არსებულ ჭუჭყს, არ იწვევს გაღიზიანებას. ხშირად My Payot-ის პილინგს გამაახალგაზრდავებელი ეფექტითაც გამოარჩევენ.
- რეტინოლის შრატი Lisse — პაიოს რეტინოლის შრატი ანტიასაკობრივი ეფექტით გამოირჩევა, ამცირებს ნაოჭებსა და წვრილ ხაზებს. ასევე, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ათანაბრებს ტონს. მოგეხსენებათ, რეტინოლს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, ვინაიდან უჯრედების რეგენერაციასა და კოლაგენის სინთეზს უწყობს ხელს. ზოგადად, რეტინოლის გამოყენებას ზოგჯერ თან ახლავს კანის გაღიზიანება, მაგრამ პაიოს Lisse-ს შემთხვევაში ამისგან სრულიად დაცული ხართ — მასში შემავალი დამატენიანებელი ინგრედიენტები კანს ჰიდრატაციის დონეს უნარჩუნებს, იცავს გამოშრობისგან და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. Payot Lisse რეტინოლის შრატი ასევე ხელს უწყობს კანის ტონის გათანაბრებას, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და აღადგენს კანის ბზინვარებას.
- Creme N2 — პაიოს Creme N2 გამოირჩევა დამამშვიდებელი და დამცავი თვისებებით, განკუთვნილია მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის მოსავლელად. მისი მთავარი გამორჩეულობა არის უნარი, სწრაფად დაამშვიდოს კანის გაღიზიანება, სიწითლე და დისკომფორტი, რაც გამოწვეულია გარემოს მავნე ზემოქმედებით ან ალერგიებით. ეს კრემი შეიცავს პრობიოტიკებსა და წითელწყალას ექსტრაქტს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას და დამშვიდებას. ასევე, ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას და ტენიანობის შენარჩუნებას, ხოლო ვიტამინი E მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.