Nuxe ფრანგული კოსმეტიკის ბრენდია, რომელიც 1990 წელს ალიზა ჟაბესმა დააფუძნა. ყველაფერი კი ჟაბესის სილამაზისა და ბუნებრივი კოსმეტიკისადმი გატაცების შედეგად დაიწყო — მას სურდა, შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ბუნების სიძლიერესა და სამეცნიერო ინოვაციას იდეალურად დააკავშირებდა ერთმანეთს.
თავად ბრენდის დასახელებას ორი სიტყვის კომბინაციას წარმოადგენს — „nature“ (ბუნება) და „luxury“ (ფუფუნება), რაც ბრენდის ძირითად ფილოსოფიას ასახავს; კერძოდ, მომხმარებლებს შესთავაზოს მდიდრული და ეფექტური პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული. ამიტომაც, ნუქსი აქტიურად იყენებს მცენარეულ ექსტრაქტებს.
ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვას — მხოლოდ მდგრად წყაროებსა და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდებს მიმართავს, რათა ეკომეგობრული გეზი შეინარჩუნოს.
Nuxe-ის პოპულარული პროდუქცია
ნუქსის პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია და თავის მოვლის ინდუსტრიაში ბევრ მიმართულებას ფარავს. ნუქსის დამატენიანებელი, ნუქსის შრატი და სხვა ნაწარმი მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი. შეიძლება ითქვას, დაწყებული სახისა და სხეულის კრემებით, დასრულებული თმის მოვლის საშუალებებითა და ნიღბებით, თითოეული პროდუქტი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ხოლო ქვემოთ ნუქსის პროდუქციის ზოგად ხაზებს განვიხილავთ.
- Huile Prodigieuse — ეს მშრალი ზეთი განკუთვნილია სახისთვის, სხეულისა და თმისთვის, რაც მას ძალიან უნიკალურ და პრაქტიკულ პროდუქტად აქცევს. მისი შემადგენლობის 98.1% ბუნებრივია — მათ შორისაა მდიდარი მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მაკადამია, კურკუმა და ვარდი. გარდა დატენიანებისა, ნუქსის პროდიჟიოზის მშრალი ზეთი ასევე ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას, ზრდის ბზინვარების ეფექტს.
- Nuxellence — ამ ხაზის პროდუქცია შეიცავს ძლიერი ანტიოქსიდანტური ინგრედიენტების კომბინაციას, რაც ხელს უწყობს კანის დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან და ანელებს დაბერების პროცესსაც. ნუქსელანსის ღამის კრემის გამოყენების შედეგად, უმჯობესდება კანის ელასტიკურობა და ფერი. ეს ყველაფერი კი ინოვაციური ფორმულების წყალობით — თითოეული ინგრედიენტი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას.
- Crème Fraîche de Beauté — 48-საათიანი დატენიანებისთვის განკუთვნილი პროდუქცია მდიდარია ბუნებრივი ინგრედიენტებით — მათ შორის ვარდისა და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტებით, რაც კანს სირბილეს სძენს. ასევე, ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას — ზოგადად, ამ ხაზში შემავალი პროდუქტები აღადგენს და ამშვიდებს კანს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. არ შეიცავს პარაბენებსა და ხელოვნურ პარფიუმს, შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა მგრძნობიარე კანის მქონე მომხმარებლებისთვის.
- Rêve de Miel — მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის ეს ხაზი განსაკუთრებით ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ნიგვზის ზეთი, წაბლისა და ბლის ექსტრაქტები, ფუტკრის ცვილი იდეალურად კვებავს კანს. ასევე, აქრობს სიწითლეს. ამასთანავე, არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმსა და ხელოვნურ საღებავებს.
მაგალითად, ამ ხაზის ქვეშ წარმოებული ნუქსის ტუჩის ბალზამი ერთ-ერთი საუკეთესოა სიმშრალესთან გასამკლავებლად.
- გამწმენდი პროდუქტების ხაზი — აქ ბრენდი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მგრძნობიარე კანის მოვლის აუცილებლობას, შედეგად, თითოეული პროდუქტი ნაზი ფორმულებით გამოირჩევა. თითოეული მათგანი ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს და წმენდასთან ერთად, შესანიშნავად ატენიანებს კანს. ნუქსის Gentle Cleansers ხაზის პროდუქტები არ შეიცავს პარაბენებსა და ხელოვნურ პარფიუმს.
- Anti-Aging — ნუქსი ნაოჭების საწინააღმდეგო ხაზსაც აწარმოებს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტების კომბინაციას შეიცავს. ამ ხაზის პროდუქტები ინტენსიურად ატენიანებს კანს, რაც ელასტიკურობისა და სიმკვრივის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ნუქსის ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები და შრატები ეფექტურად ამცირებს დაბერების ნიშნებს — მათ შორის ნაოჭებს, სიწითლესა და კანის ტექსტურის უთანასწორობას.