Mustela დაარსდა 1950 წელს, საფრანგეთში. ბრენდის მიზანია ბავშვისა და დედის კანის სრულყოფილი მოვლა, მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
Mustela ძირითადად ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამყარებულ პროდუქციას ქმნის. ბრენდის კონცეფცია მოიცავს მცენარეული კომპონენტების გამოყენებას, რაც უსაფრთხო და ეფექტურ შედეგს გვაძლევს. ბრენდის მიზანია, რომ გაუმჯობესდეს კანის მდგომარეობა და შეუწყოს ხელი ბავშვის განვითარების პროცესს.
მუსტელა კონკურენტებისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ინოვაციური ფორმულებით. მათი პროდუქცია გამოცდილი და დერმატოლოგიურად ტესტირებულია, რაც ზრდის მომხმარებელთა ნდობას. მუსტელას უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არა მხოლოდ მჭიდროდ თანამშრომლობენ სპეციალისტებთან, არამედ აქტიურად აწვდიან ცოდნას მშობლებს თუ როგორ უნდა მოუარონ და გაუფრთხილდნენ ბავშვის კანს.
Mustela-ს პროდუქცია ძალიან მრავალფეროვანია. ბრენდის მთავარი ღირებულებები აერთიანებს ოჯახების მხარდაჭერას, უსაფრთხოებას, ბუნებრიობას და ხარისხს. მათი პროდუქტები ქმნიან სანდოობას და კომფორტულ ატმოსფეროს, რაც მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მუსტელა მუდმივად მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე, რათა თანამედროვე საჭიროებებს მაქსიმალურად და ადეკვატურად უპასუხოს.
Mustela-ს პოპულარული პროდუქცია
- მუსტელას დასაბანი ზეთი — მუსტელას დასაბანი ზეთი გამოირჩევა ნაზი და ეფექტური ფორმულით, რომელიც სპეციალურად ახალშობილების, ბავშვებისა და მოზარდების მგრძნობიარე კანისთვისაა შექმნილი. ის არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს, არამედ პირიქით, ხელს უწყობს მის დატენიანებასა თუ სიჯანსაღის შენარჩუნებას. ამავდროულად, Mustela Baby Cleansing Oil-ის 98% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება, რაც მას აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის. მათ შორისაა ავოკადოს ზეთი და მცენარეული ლიპიდები — ეს კომბინაცია კანის ბუნებრივ ბარიერს აძლიერებს, რასაც ტენიანობის შენარჩუნებაც მოსდევს. თანაც ზეთი ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, როგორებიცაა პარაბენები, ფთალატები თუ სილიკონები.
- მუსტელას შამპუნი 0+ — ეს შამპუნი სპეციალურად შექმნილია ბავშვის ნაზი და მგრძნობიარე თმის/სკალპის მოსავლელად. მის უნიკალურ მახასიათებელს ე. წ. „ცრემლისგან დაცული“ ფორმულა წარმოადგენს — სხვა სიტყვებით, შამპუნი არ აღიზიანებს ბავშვის თვალებს დაბანის დროს და ბანაობის პროცესი გაცილებით სასიამოვნო ხდება როგორც პატარებისთვის, ისე მშობლებისთვის. რა თქმა უნდა, Mustela Gentle Shampoo-ც ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს — მათ შორისაა ავოკადოს ექსტრაქტი, რაც სკალპიც ტენიანობის შენარჩუნებაში, დამშვიდებასა და კვებაში მონაწილეობს. ზოგადად, ბავშვის სკალპი ძალიან მგრძნობიარე და სიმშრალისკენ/გაღიზიანებისკენაა მიდრეკილი — შესაბამისად, ამ ფაქტორის გათვალისწინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შამპუნი ჰიპოალერგიულია და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა პარაბენები, ფთალატები თუ სილიკონები.
- მუსტელას დამატენიანებელი კრემი Stelatopia 0+ — მუსტელას ეს კრემი მშრალი და ატოპიური კანისთვის შეიქმნა. პირველ რიგში, ის აღადგენს ტენიანობის ბალანსს, რაც აუცილებელია ატოპიური კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. შეიცავს 99%-ით ბუნებრივ ინგრედიენტებს — მათ შორის მზესუმზირას დისტილატს, რომელიც კანის ლიპიდური ბარიერის აღდგენას უწყობს ხელს. ასევე, ამშვიდებს გაღიზიანებას და ამცირებს სიმშრალეს, რაც ატოპიური დერმატიტის თანმდევ პრობლემას წარმოადგენს. კრემი ჰიპოალერგიულია და მინიმუმამდე დაჰყავს ალერგიული რეაქციების რისკი. არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს — პარაბენებს, ფთალატებსა და სილიკონებს. Stelatopia 0+ დამატენიანებელი კრემი ასევე გამოირჩევა სწრაფი შეწოვის უნარით, რაც ნიშნავს, რომ მისი წასმა მარტივია და არ ტოვებს ცხიმოვან ფენას. მისი რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს კანის ტენიანობის ბალანსის აღდგენას, ამცირებს სიმშრალეს, გაღიზიანებას და ხელს უწყობს ატოპიური კანის სიმპტომების კონტროლს.
- მუსტელას მზისგან დამცავი ლოსიონი SPF50+ — მუსტელას მზისგან დამცავი მაღალი ეფექტურობითა თუ უსაფრთხოებით გამოირჩევა. ის ახალშობილებსა და ბავშვებს ეფექტურად იცავს UVA და UVB სხივებისგან. შეიცავს 100%-ით ბუნებრივ მინერალურ ფილტრებს — ანუ ფიზიკურად ბლოკავს მავნე სხივებს და არ შეიცავს ქიმიურ ფილტრებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ნაზი კანისთვის. ცხადია, ეს ლოსიონიც არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონებსა და სხვა მავნე ინგრედიენტებს; შესაბამისად, ალერგიული რეაქციებისა და კანის გაღიზიანების რისკიც მცირდება. სანაცვლოდ, მზისგან დამცავი ლოსიონი მდიდარია ავოკადოს ექსტრაქტით და ინტენსიურად ატენიანებს კანს. ამასთან, აღნიშნული პროდუქტი წყალგამძლეა და ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს წყალში ყოფნის თუ ოფლიანობის დროსაც კი.
- მუსტელას სტრიების საწინააღმდეგო ზეთი — ეს პროდუქტი ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომ პერიოდში გამოიყენება სტრიების პრევენციისთვის. ზეთი 99%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება — მათ შორისაა ავოკადოს ექსტრაქტი, რომელიც მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით და ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას. ავოკადოს ზეთი იდეალურად კვებავს, არბილებს კანს და მცირდება გაჭიმვის შედეგად წარმოქმნილი სტრიების რისკიც. ამასთან, შეიცავს ზეთისხილის ზეთს, რაც ხელს უწყობს კანის დატენიანებასა და ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას. გარდა ამისა, ლუპეს ზეთის შემცველობით, დამატებით ძლიერდება კანის სიმტკიცე.