
Missha კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების სამხრეთ კორეული ბრენდია, რომელიც 2000 წელს გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა თავისი ხარისხიანი, მაგრამ ხელმისაწვდომი პროდუქციით.
ვინაიდან კოსმეტიკის ინდუსტრია მეტად კონკურენტულია, მისშა მუდმივად ინარჩუნებს ერთ მნიშვნელოვან პრინციპს: აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. ზოგადად, დაბალი ფასების სტრატეგია ბრენდს ეხმარება, მსოფლიო ბაზარზე გაფართოვდეს და მომხმარებელთა ფართო არეალი დაფაროს.
ამავდროულად, მისშასთვის მნიშვნელოვანია მუდმივი ინოვაციურობა, რაც ხშირ კვლევებსა და განახლებადი, ეფექტური ფორმულების შემუშავებაში გამოიხატება. თანაც ბრენდი უმეტესად ბუნებრივ ინგრედიენტებსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რათა ეფექტიანი პროდუქტები შეიმუშაოს. Missha-სთვის მნიშვნელოვანია, აწარმოოს არა მხოლოდ უსაფრთხო პროდუქცია, არამედ შესაბამისი შედეგების გარანტიაც მოგვცეს.
და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელი საზოგადოებისთვის, მისშას პროდუქცია ცხოველებზე არ იტესტება. პირიქით, ბრენდი ცდილობს, აქტიურად შეუწყოს ხელი ეთიკურ პრაქტიკებს და ხშირად მონაწილეობს ტესტირების ალტერნატიული მეთოდების შემუშავებაში.
მთლიანობაში, Missha-მ თავისი წარმატება მოიპოვა არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის შექმნით, არამედ მომხმარებლების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომი ფასებით.
ბრენდი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით პოზიციონირებს, რაც მისი პროდუქციის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს. თანაც გარდა სტანდარტული, მუდმივი თავის მოვლის თუ კოსმეტიკური საშუალებებისა, მისშა ხშირად უშვებს ახალი ტრენდების ან სეზონური მოვლენების შესაბამის ხაზებსა და კოლექციებს. შესაბამისად, მისი პროდუქცია ყოველთვის ახალი და აქტუალურია.
Missha-ს წარმოებაში რამდენიმე მიმართულება უნდა გამოვყოთ: 1) სახის მოვლის საშუალებები — მისშას შრატები, კრემები, ლოსიონები, ტონერები, პილინგები, ნიღბები, მზისგან დამცავი კრემები და სხვა. 2) მაკიაჟი — მისშას ტუში, ლაინერი, თვალის ჩრდილები, კონტური, პუდრი, სახის ნიღაბი, ბბ კრემი. 3) ასევე, ბრენდი უშვებს სხვადასხვა სურნელის ტანის მისტს.
აღსანიშნავია, რომ მისშას პროდუქცია რამდენიმე სხვადასხვა ხაზითაა წარმოდგენილი — თითოეული მათგანი განსხვავებულ საჭიროებებსა თუ კანის ტიპებზეა მორგებული:
ბრენდი აცხადებს, რომ Time Revolution პროდუქტები უზრუნველყოფს სწრაფ და თვალსაჩინო შედეგებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მალე შეამჩნიონ კანის გაუმჯობესება.
ამასთან, ეს ხაზი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს მოიცავს — მათ შორის შრატებს, კრემებსა და სახის მოვლის სხვა საშუალებებს.
საგულისხმოა, რომ ამ ხაზის პროდუქცია განკუთვნილია სხვადასხვა კანის ტიპისთვის, მათ შორის მშრალი, ნაზი და კომბინირებულისთვის. თანაც სწრაფად შეწოვის უნარით გამოირჩევა, კანზე არ რჩება ცხიმიანი კვალი ან სიმძიმის შეგრძნება.
ამასთან, Super Aqua-ს ზოგიერთი პროდუქტი მზისგან დამცავ ინგრედიენტებს შეიცავს.
M Signature ხაზის პროდუქტები არა მხოლოდ მაკიაჟის ეფექტურობას უზრუნველყოფს, არამედ კანის მოვლის პროდუქტებსაც მოიცავს, რაც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს სილამაზის შენარჩუნებას. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ხაზის ბევრი პროდუქტი ორ სარგებელს აერთიანებს — ერთი მხრივ, კოსმეტიკას; მეორე მხრივ კი, თავის მოვლის საშუალებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი მაკიაჟის ხაზს ეკუთვნის, კანის მოვლის ინგრედიენტებსაც შეიცავს — მათ შორის ჰიალურონის მჟავასა და ატიოქსიდანტებს. თითოეული ეს ინგრედიენტი კანს ატენიანებს, ამშვიდებს და რეგენერაციის პროცესსაც ეხმარება. გარდა ამისა, Perfect Cover BB კრემი გამოირჩევა SPF-ის შემცველობით. მარტივად რომ შევაჯამოთ, ის რამდენიმე სარგებელს აერთიანებს: წარმოადგენს იდეალურ BB კრემს, მზისგან დამცავსა და კანის მოვლის საშუალებას.