Miniland ესპანური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1962 წელს. იგი თავიდანვე სპეციალიზდა განათლების, სათამაშოებისა და ბავშვთა განვითარების პროდუქტების წარმოებაში. Miniland-ის ძირითადი მიზანი არის დაეხმაროს ბავშვებს შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებასა და სწავლის უნარის გაუმჯობესებაში, რაც მათი მზარდი ცნობიერებისა და სოციალური უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბრენდის ფილოსოფია ორიენტირებულია სწავლისა და თამაშის გაერთიანებაზე. Miniland-ის პროდუქტები სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბავშვების კოგნიტიურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ისინი ასრულებენ ინოვაციურ როლს, განსაკუთრებით STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სწავლების პოპულარიზაციაში, რაც მიზნად ისახავს ბავშვების მომზადებას თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის.
მინილენდის პროდუქტების ძირითადი მახასიათებელი არის მათი ხარისხი, უსაფრთხოება და შემოქმედებითობა. ბრენდი ზრუნავს ეკოლოგიაზე და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ეკომეგობრული და მდგრადი მასალებითაა დამზადებული, რაც ხაზს უსვამს ბრენდის სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას.
Miniland-ის პოპულარული პროდუქცია
- მინილენდის სამზარეულოს კომბაინი Super 6 — ეს მოწყობილობა 6 ფუნქციას აერთიანებს: 1. ათბობს ბავშვის საკვების ბოთლებსა და ქილებს; 2. სტერილიზაციას უტარებს ჭურჭელს; 3. ალღობს რძეს/საკვებს. 4. უნარჩუნებს საკვებს/წყალს ტემპერატურას 5. ორთქლზე ამზადებს საკვებს; 6. შესაძლებელია ერთდროულად აპარატში 6 კვერცხის მოხარშვა. აპარატი იდეალურია დედის რძის გასალღობად და შესათბობად. ამ პროცესის დროს არ იკარგება დედის რძის ვიტამინები და ნუტრიენტები. ახდენს ეფექტურ სტერილიზაციას ბუნებრივი ორთქლით-არ საჭიროებს ქიმიური ნივთიერებების დამატებას. ამასთან, აპარატი ყოველთვის გატყობინებთ, თუ რამდენი წუთია დარჩენილი კონკრეტული ფუნქციის მუშაობის დასრულებამდე. ძალიან მარტივია აპარატის დაშლა და გასუფთავება.
- მინილენდის ბოთლის გამათბობელი — მინილენდის ბოთლის გამათბობელი და სტერილიზატორი, ათბობს და ასტერილებს ბავშვის ბოთლებს და აქსესუარებს მარტივად (3 წთ-ში) ბუნებრივი, მაღალი ტემპერატურის ორთქლის გამოყენებით. მისი თანაბარი გათბობის წყალობით, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაათბოთ დედის რძე მისი კვებითი თვისებების დაკარგვის გარეშე.
- ჰაერის დამატენიანებელი Humitouch Pure — ოზონის ჰაერის დამატენიანებელი და გამწმენდი შიდა სივრცისთვის. წმენდს და ატენიანებს ჰაერს 50 საათის განმავლობაში, ასუფთავებს სახლის ატმოსფეროს. აფერხებს ბაქტერიის ჩამოყალიბებას, უსიამოვნო სუნის გავრცელებასა და საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ ტენიანობის წილი ოთახში. ასევე გააჩნია განყოფილება ეთერზეთებისა და არომათერაპიისთვის. აპარატის გაკონტროლება კი დისტანციური მართვის პულტითაა შესაძლებელი. ეკრანის დახმარებით შესაძლებელია სრული ინფორმაციის წაკითხვა ოთახის ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ. აპარატს ასევე აქვს ნაზი ლურჯი ნათება, რომლის ჩართვა და გამორთვა ასევე დისტანციური მართვის ხელსაწყოთია შესაძლებელი. მაქსიმალური არეალი: 40 კვმ. მაქსიმალური ტევადობა: 5 ლიტრი. გამოყენება შესაძლებელია 0 თვიდან.
- რადიო ძიძა Digitalk Luxe — რადიო ძიძა Digitalk Luxe უზრუნველყოფს ხმის მაქსიმალურ სისუფთავესა და დაფარვას 300 მეტრის შეუფერხებელ დისტანციაზე. აპარატს აქვს Voice activation-ხმით აქტივაციის ფუნქცია, მშობლის რაციის ლოკატორი, დაფარვის არედან გასვლის შემთხვევაში და ელემენტების დაცლის შემთხვევაში კი ხმოვანი სიგნალი და ასევე მსუბუქი განათება ბავშვის ოთახისთვის. აპარატი ასევე საშუალებას გაძლევთ ელაპარაკოთ ბავშვს რაციით. ასევე, აპარატში ჩაწერილია 5 სხვადასხვა მელოდია, რომლის ჩართვაც მშობლის რაციიდანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, LCD ეკრანზე შეგიძლიათ გააკონტროლოთ ტემპერატურა ბავშვის ოთახში. ორივე რაცია მუშაობს როგორც ელემენტებზე, ასევე დენის წყაროს ადაპტორის საშუალებით.
- მინილენდის თერმოსი — საკვების შესანახად გამოიყენება. აქვს ორმაგი ლითონის კედლები და ალუმინის ფირფიტის ორმაგი ჩამკეტი სისტემა. ტემპერატურას ინარჩუნებს 8 საათამდე. არ საჭიროებს საკვების ჭურჭელში გადმოტანას. არ შეიცავს ბისფენოლს - 100& BPA FREE
- მინილენდის ჭურჭლის ნაკრები — განყოფილებებიანი ჭურჭლის ნაკრები, 5 ნივთით (თეფში, ჭიქა, ჩანგალი და კოვზი, ზედაპირზე დასაფენი). იდეალურია BLW კვებისათვის. კოვზისა და ჩანგლის უფრო მცირე ზომები დაეხმარება პატარებს დამოუკიდებლად მიირთვან მათი საკვები. პატარა ჭიქა სახელურებით კი მათ დაეხმარება ისწავლონ მისი სწორად დაჭერა. ამ ნაკრების ყველა ელემენტი შესაძლებელია მოთავსდეს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და მიკროტალღურ ღუმელში.