Martiderm დაარსდა 1950 წელს ესპანეთში, ბარსელონაში. ბრენდის ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც დერმატოლოგი, მარიო დოს სანტოსი, ცდილობდა, შეექმნა ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომლებიც ხელს შეუწყობდა კანის ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებას.
მარტიდერმის ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება მეცნიერებასა და კვლევებს. ბრენდი მიზნად ისახავს, წარმოადგინოს მხოლოდ ისეთი პროდუქტები, რომლებიც არის ეფექტური, უსაფრთხო და ადვილად გამოსაყენებელი. მარტიდერმი გამოირჩევა თავისი უნიკალური ფორმულებით, რომლებიც შექმნილია დერმატოლოგიური და ესთეტიკურ მეცნიერებების სინთეზით.
მათი პროდუქტები შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც დაფუძნებულია უახლეს კვლევებსა და კლინიკურ ტესტებზე. მაგალითად, მათი ჰიალურონის მჟავა, ვიტამინი C და სხვა სპეციალიზებული კომპონენტები განსაკუთრებით მოთხოვნადი და ეფექტურია.
ბრენდი ასევე განსაკუთრებულია პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, რომელიც ებრძვის როგორც ასაკობრივ გამონაყარს, ასევე აკნეს, უფრთხილდება მგრძნობიარე კანს და ერგება სხვადასხვა საჭიროებას. Martiderm-მა შექმნა სპეციალური ვიტამინიზებული ამპულები, რომლებიც მომხმარებლების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.
მარტიდერმის პროდუქტები ხელმისაწვდომია როგორც პროფესიონალურ კლინიკებში, ასევე აფთიაქებსა და ონლაინ მაღაზიებში, რაც უზრუნველყოფს მის ფართო გავრცელებას. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადამიანების ცნობიერების გაზრდა კანის მოვლის მხრივ და მათთვის სანდო პროდუქტების შეთავაზება.
Martiderm-ის პოპულარული პროდუქცია
მარტიდერმის პროდუქციის მრავალფეროვნება და მათი ფოკუსირება კანის სხვადასხვა საჭიროებაზე, მათ შორის დაბერების, აკნეს, ჰიპერპიგმენტაციისა და მშრალი კანის პრობლემების გადაწყვეტაზე, ბრენდს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას აკავებინებს. აქ კი რამდენიმე ყველაზე პოპულარულ პროდუქტს განვიხილავთ.
- მარტიდერმის რეტინოლი — მარტიდერმის რეტინოლი უნიკალური და დახვეწილი ფორმულით გამოირჩევა, რომელიც დამამშვიდებელ თუ დამატენიანებელ ინგრედიენტებსაც აერთიანებს. ამგვარი კომბინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს რეტინოლის ჩვეულ გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა გაღიზიანება და სიმშრალე. შესაბამისად, ამ პროდუქტის გამოყენება მგრძნობიარე კანის მქონე მომხმარებლებსაც შეუძლიათ. Martiderm-ის რეტინოლი კანს აღადგენს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებს ტექსტურას და ამცირებს წვრილ ნაოჭებს. მისი ანტი-ასაკობრივი მოქმედება ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს სიმკვრივის შენარჩუნებასა და პიგმენტური ლაქების გაღიავებაში ეხმარება. ხოლო დამატენიანებელი კომპონენტები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
- ფოტო დაბერების საწინააღმდეგო ამპულები — მარტიდერმის Platinum Photo-Age ამპულები გამოირჩევა მათი უნიკალური ანტიოქსიდანტური და რეგენერაციული თვისებებით, რომლებიც მიმართულია ფოტოდაბერების ნიშნების შემცირებისა და კანის გაჯანსაღებისკენ. ამპულები შექმნილია იმისთვის, რომ კანი მზის მავნე ზემოქმედებისა თუ სხვა გარემო ფაქტორებისგან დაიცვას. ამპულების მთავარ აქტიურ ინგრედიენტს ვიტამინი C წარმოადგენს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია; ხელს უწყობს კანის ბზინვარებას, ამცირებს პიგმენტაციასა და ნაოჭებს; ასევე, ასტიმულირებს კოლაგენის წარმოებას, რაც კანს მეტად ელასტიკურს ხდის. გარდა ამისა, ვიტამინი C კანის ტონუსის გათანაბრებასაც უწყობს ხელს. ამავდროულად, Platinum Photo-Age ამპულები შეიცავს პროტეოგლიკანებს, რომლებიც ღრმად ატენიანებს კანს, აღადგენს მის სტრუქტურას და ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ამ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე კანისთვისაც.
- მარტიდერმის აკნეს კრემ-გელი — ეს არის კრემ-გელი, რომელიც ცხიმის გამომუშავებას აკონტროლებს, ამცირებს ანთებას და ხელს უშლის აკნეს გავრცელებას. ამავდროულად, ინარჩუნებს კანის ტენიანობის ბალანსს. Acniover Active Cremigel შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ნიაცინამიდი და სალიცილის მჟავა. ნიაცინამიდი ხელს უწყობს ანთების შემცირებას, კანის ტონის გათანაბრებასა და პიგმენტური ლაქების აღმოფხვრას. ხოლო სალიცილის მჟავა ექსფოლიანტის როლს ითავსებს — ანუ აქრობს ფორებს და აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს. შესაბამისად, ამ ორი ნივთიერების სინთეზი აკნეს განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
- მარტიდერმი Vitamin C ანტიოქსიდანტი — მარტიდერმის ც ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს კანის ბზინვარებისთვის, პიგმენტაციისა და დაბერების ნიშნების შემცირებისთვის. მისი უნიკალური ფორმულა იმისთვისაა შემუშავებული, რომ ეფექტურად გააძლიეროს კანის ბუნებრივი ბარიერი, დაიცვას იგი გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აღადგინოს მისი ჯანმრთელი, გლუვი იერი. მოგეხსენებათ, ვიტამინი C უზრუნველყოფს კანის გაჯანსაღებას, ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, აუმჯობესებს კანის ტონს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებასა და კანის სიმკვრივის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, Vitamin C Antiox შეიცავს დამატებით ინგრედიენტებსაც, რომლებიც კანის დატენიანებაში მონაწილეობს.
- მარტიდერმის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი — ეს პროდუქტი აქტიურად მოქმედებს თმის ზრდის სტიმულაციაზე. მთავარი „საიდუმლო“ იმაში მდგომარეობს, რომ ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს აერთიანებს, რომლებიც თმის ფოლიკულებს ამაგრებს და სკალპის სიჯანსაღესაც უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს თმის ცვენის შემცირებაში. კერძოდ, შამპუნი შეიცავს ბიოტინს, პროტეოგლიკანებსა და ვიტამინ B კომპლექსს. მთლიანობაში, მარტიდერმის თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის რეგულარული გამოყენება არა მხოლოდ ამცირებს თმის ცვენას, არამედ აძლიერებს თმას ძირიდან, ზრდის მის სიგლუვესა და ბზინვარებას.