Isis Pharma საერთაშორისო დერმატოლოგიური ბრენდია, რომელიც 1987 წელს საფრანგეთში იმ მიზნით შეიქმნა, რომ მომხმარებლებს ინოვაციური, ეფექტიანი კანის მოვლის საშუალებები მიაწოდოს. მისი მთავარი მისიაა, შეიმუშაოს სამეცნიერო ბაზაზე დაფუძნებული პროდუქტები და კანის სხვადასხვა პრობლემა გადაჭრას.
ისის ფარმას ძირითადი პრინციპებია პროფესიონალიზმი, ინოვაცია და მომხმარებლის კეთილდღეობა. ამიტომაც, ბრენდის პროდუქტები შემუშავებულია დერმატოლოგებისა და კოსმეტოლოგების მიერ. წარმოების პროცესში კი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებენ, რათა თავის მოვლის რუტინა უსაფრთხოებასთან იყოს დაკავშირებული.
ბრენდის პროდუქტები ფოკუსირებულია ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა პიგმენტაცია, ატოპიური დერმატიტი, აკნე, გარე ფაქტორებისგან დაზიანებული კანი და სხვა. მისი მიზანია, შესთავაზოს მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს კანის ბუნებრივი სიჯანსაღისა და სილამაზის შენარჩუნებას.
Isis Pharma-ს პოპულარული პროდუქცია
- Secalia ხაზი — Isis Pharma-ს Secalia ხაზი გამოირჩევა თავისი უნიკალური ფორმულებით, რომლებიც განკუთვნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის. მისი მთავარი მიზანია კანის ღრმა დატენიანება და გაძლიერება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგრძნობიარე და დაზიანებული კანისთვის. Secalia-ს სახის ემულსია უზრუნველყოფს კანის ბარიერის აღდგენას, ამცირებს სიმშრალესა და გაუწყლოების ნიშნებს, რაც ხშირად თან სდევს ეგზემას, დერმატიტს თუ კანის სხვა პრობლემებს. სეკალიას ხაზის პროდუქტები მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც კანს ტენიანობის შენარჩუნებასა და ბუნებრივი ბარიერის აღდგენაში ეხმარება. ძირითადი ინგრედიენტები, როგორებიცაა შიის კარაქი და ქოქოსის ზეთი, ატენიანებს, არბილებს და იცავს კანს. ასევე, აღნიშნული ხაზი გამოირჩევა ჰიპოალერგიული და ნაზი ფორმულებით, რომლებიც არ შეიცავს პარფიუმსა და პარაბენებს, რაც ამცირებს ალერგიის ან გაღიზიანების რისკს. ის უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის — განსაკუთრებით რეკომენდებულია ძალიან მშრალი და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.
- თინ დერმ გელი — ისის ფარმას თინ დერმ გელი განკუთვნილია ცხიმიანი, მსუბუქი და ზომიერი აკნეს მქონე კანისთვის. შესაძლებელია მისი გამოყენება სახეზე და სხეულის ლოკალიზებული ადგილების (გულმკერდი, ზურგი ) ყოველდღიური მოვლისთვის. ღრმად ასუფთავებს და ქერცლავს კანს მინარევებისაგან, მისი α-PURE კომპლექსის წყალობით, არეგულირებს ცხიმიანობას, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოშორებას, აფერხებს ბაქტერიების პროლიფერაციას და ახშობს ანთებას. კარგად წმენდს და აგლუვებს კანს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, აქრობს კანის სიპრიალეს.
- მზისგან დამცავი ფლუიდი — ისის ფარმას მზისგან დამცავი ფლუიდი SPF50+ მაღალი დაცვის უნარით გამოირჩევა და ფართო სპექტრის დაცვას უზრუნველყოფს UVA და UVB სხივებისგან. ეს კი აუცილებელია მზისგან გამოწვეული დამწვრობის, ფოტოდაბერებისა თუ კანის დაზიანების პრევენციისთვის. ამასთან, ფლუიდი მსუბუქი და არაცხიმიანი ტექსტურით გამოირჩევა, სწრაფად შეიწოვება კანში. ასევე, ასევე მდიდარია დამატენიანებელი და ანტიოქსიდანტური ინგრედიენტებით, რომლებიც კანს ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება და იცავს თავისუფალი რადიკალებისგან. მათი მეშვეობით, ნაოჭებისა და პიგმენტაციის განვითარების რისკიც მცირდება. მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს წყალგამძლე ფორმულა, რაც ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს როგორც წყალში ყოფნისას, ისე ოფლიანობის შემთხვევაში.
- სიწითლის საწინააღმდეგო კონცენტრატი Ruboril Expert — ისის ფარმას სიწითლის საწინააღმდეგო საშუალება უნიკალურ ფორმულას ეფუძნება, რომელიც სპეციალურად როზაცეისა და კუპეროზის მქონე კანისთვის გამოიყენება. ეს კონცენტრატი ეფექტურად უმკლავდება სიწითლის, ანთებისა და კაპილარების ხილვადობის შემცირებას. Ruboril Expert შეიცავს დამამშვიდებელ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ენოქსოლონი და დიქალიუმ გლიცირიზატი — ორივე მათგანი ამცირებს ანთებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. ამასთან, მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და ამცირებს კაპილარების ხილვადობას; შედეგად, კანი უფრო ერთგვაროვან, ჯანსაღ იერს იღებს. გარდა ამისა, Ruboril Expert ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას, რაც იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ხელს უშლის სიწითლის გამწვავებას. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა მოვლის საშუალებებთან ერთად; და შესაფერისია როგორც დილით, ისე საღამოს კანის მოვლის რუტინისთვის.
- ურელია ტანისა და თმის დასაბანი ექსფოლიანტ გელი — იურეას მაღალი შემცველობით (10%), ეს გელი კანს იდეალურად აშორებს მკვდარ უჯრედებს და, ამავდროულად, ღრმად ატენიანებს. იურეა მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ექსფოლიანტი, რომელიც არბილებს და ასუფთავებს კანს. ეს გელი ასევე ეხმარება კანის რეგენერაციას და აუმჯობესებს მის ტექსტურას, რაც მნიშვნელოვანია დაზიანებული და გაუხეშებული კანის აღსადგენად.