
Essence გერმანული ბრენდია, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული მალევე გახდა. 2007 წელს ის უკვე გერმანიაში #1 ბრენდი იყო, მისი პროდუქცია კი 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა.
„ჩვენ პატარა გუნდი ვართ, რომელიც ცდილობს, კოსმეტიკის სერიოზულ სამყაროში სახალისო და მაღალი ხარისხის პროდუქტები შეიტანოს. რატომ უნდა აირჩიო მხოლოდ ერთი ტუჩსაცხი, ლაინერი, ფრჩხილის ლაქი, თვალის ჩრდილი ან ტუჩის გლოსი, როცა ყველა მათგანის მოსინჯვა შეგიძლია?!” — ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.
Essence მაღალი ხარისხის კოსმეტიკური პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობს, პრაქტიკულობა და ხელმისაწვდომობა კი მისი სახასიათო ნიშნებია. ბრენდი ხშირად გვიმეორებს, რომ სილამაზე ძვირი არ უნდა ღირდეს და ამაყობს, რომ პროდუქტბს ცხოველებზე არასდროს ტესტავს.
Essence არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს და მიჰყვება კოსმეტიკური ბაზრის ტენდენციებს, ახასიათებს სწრაფი ადაპტაციის უნარი. თუმცა, სიახლეების დანერგვის პარალელურად, არასდროს ღალატობს მის მთავარ მახასიათებელს — ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ კარგი ხარისხი და ინოვაციურობა ფასის საკითხი არ არის. Essence-ის ხედვით, ძვირადღირებულობის მიზეზით ხარისხიან პროდუქციაზე უარის თქმა არავის არ უნდა უწევდეს.
საგულისხმოა, რომ ესენსის მიზნობრივ აუდიტორიას ძირითადად ახალგაზრდები წარმოადგენენ — განსაკუთრებით, თინეიჯერები და სტუდენტები, რომლებიც ხშირად ეკონომიურ კოსმეტიკას ეძებენ. ბრენდის დაბალი ფასები კი მნიშვნელოვნად ზრდის მომხმარებელთა ბაზას.
ესეც რომ არა, ეკონომიკური ხელმისაწვდომობა მყარ კავშირს აყალიბებს ბრენდსა და მომხმარებლებს შორის — მით უმეტეს, მაშინ, როცა ხარისხი საგრძნობლად აღემატება ღირებულებას. სწორედ ამაზე დგას Essence-ის მუდმივობის ძალა… სხვა კოსმეტიკურ ბრენდებს არა მხოლოდ ხარისხით უწევს კონკურენციას, არამედ დაბალი ფასებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, Essence არის ბრენდი ახალი თაობისთვის და ხშირად საუბრობს საკუთარი სამიზნე აუდიტორიის ენაზე. Gen-z-ისთვის გარემოს დაცვა თუ ცხოველთა უფლებები სენსიტიური საკითხებია. კომპანია ამ კუთხითაც საკუთარი მომხმარებლის გვერდითაა.
ის სერტიფიცირებულია PETA-ს მიერ, რომელიც ცხოველების უფლებათა დაცვის უდიდესი ორგანიზაციაა მსოფლიოში. ეს ნიშნავს, რომ ბრენდის პროდუქციის შექმნისას მათი ცხოველებზე გამოცდა ნამდვილად არ ხდება. სხვა მხრივ კი Essence ცდილობს, სულ უფრო მეტი ვეგანური პროდუქტი აწარმოოს და მკაცრი კრიტერიუმები აქვს ინგრედიენტების შერჩევისას.
ბრენდის პროდუქციის 95% ევროპაში იწარმოება. Essence-ის ტონალურები, თვალის ჩრდილები, ქონსილერები, ბლაშები, ტუჩსაცხები, ფანქრები, ჰაილაითერები, ფრჩხილის ლაქები თუ სხვა სახის პროდუქტები თანხვედრაშია როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მარეგულირებლის (FDA) მოთხოვნებთან.
როგორც ამბობენ, Essence-ს ყოველთვის რელევანტური ნაწარმი აქვს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მისი არაერთი პროდუქტია განსაკუთრებით პოპულარული. მათ შორის გამორჩეულია:
Essence აწარმოებს 3D ეფექტის მქონე ხელოვნურ წამწამებს, რომელსაც ბუნებრივი იერი აქვს. პროდუქტის გამოყენებით ხერხდება წამწამების დაგრძელება და მოცულობის ზრდა. ეს კი ზუსტად ისაა, რასაც თანამედროვე მომხმარებელი მოითხოვს.
ესენსის ქონსილერი ცნობილია თავისი მსუბუქი ტექსტურით, რაც ბუნებრივი ეფექტის მიღებაში გვეხმარება და იდეალურია ყოველდღიური მაკიაჟისთვის. ამავდროულად, გამოირჩევა მაღალი გამძლეობითა და ხანგრძლივი დაფარვის უნარით. ტონების მრავალფეროვანი არჩევანი კი აადვილებს არჩევანის გაკეთებას, რათა ჩვენი კანის ტონთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ვერსია შევარჩიოთ.
თანაც Essence-ის ქონსილერების ხაზში შეიძლება შეხვდეთ სხვადასხვა ტიპის პრობლემებისთვის განკუთვნილ ფორმულებს — მათ შორის, თვალის ირგვლივ არსებული მუქი წრეების დასაფარად ან კანის სიმშრალის საწინააღმდეგოდ.
რა თქმა უნდა, ესენსის ტონალურსაც გამოარჩევს მსუბუქი ტექსტურა, რაც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისა და ბუნებრივი ეფექტის მისაღებად. თუმცა საგულისხმოა, რომ ბრენდი ტონალურ კრემებს გვთავაზობს როგორც მსუბუქი, ისე საშუალო ან ძლიერი დაფარვით — შესაბამისად, მომხმარებლები თავიანთი საჭიროებების მიხედვით შეარჩევენ სასურველ ვერსიას.
აქვე აღსანიშნავია, რომ Essence-ის ტონალურები ხშირად შეიცავს დამატენიანებელ კომპონენტებს, რაც ხელს უწყობს კანის მოვლას. მათ შორისაა სხვადასხვა სახის ვიტამინები და ჰიალურონის მჟავა. რაც შეეხება ტონალობებს, ამ მხრივ ბრენდს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს — მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთ კანის ტონთან ყველაზე მიახლოებული ფერი შეარჩიონ და ასე ბუნებრივი, ერთგვაროვანი მაკიაჟი მიიღონ.
ბრენდის მიერ წარმოებულ წარბის ტუშს მცირე ბოჭკოები აქვს, რომლის წყალობითაც პროდუქტი ახერხებს წარბის არასასურველი ხარვეზების შევსებას. სპეციალური ფუნჯის გამოყენებით მარტივად გამოკვეთთ წარბებს, ამავდროულად კი არ დაკარგავთ ბუნებრივ ეფექტს.
თანაც, როგორც წესი, ესენსის ტუშები სწრაფად შრება და ეფექტი მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება. ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების მქონე მომხმარებლებისთვის.
Essence ტუჩსაცხების ფართო არჩევანს გვთავაზობს — ნეიტრალური ტონებიდან კაშკაშა და თამამ ფერებამდე. ეს მრავალფეროვნება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი შემთხვევისა თუ ინდივიდუალური სტილისთვის შესაბამისი ვერსია შეარჩიონ. ამავდროულად, ბრენდი აწარმოებს როგორც მბზინავ, ისე Matte ეფექტის მქონე ტუჩსაცხებს.
ჩვეულებრივ, ესენსის ტუჩსაცხები გამოირჩევა მსუბუქი და კომფორტული ტექსტურით. თანაც ბრენდის ბევრის ტუჩსაცხი შეიცავს დამატენიანებელ კომპონენტებს, როგორებიცაა ვიტამინები, ზეთები და ჰიალურონის მჟავა. ამიტომაც, ხანგრძლივ მდგრადობასთან ერთად, ტუჩები მეტად დატენიანებულია.
Essence-ის გლოსებს ბუნებრივი, მბზინავი ეფექტი გამოარჩევს, რაც ტუჩებს მეტ მოცულობას ანიჭებს. თანაც მათი ტექსტურა ძალიან მსუბუქი და არაწებოვანია, შესაბამისად, ყოველდღიურად გამოსაყენებლად საკმაოდ კომფორტულია. ხოლო დამატენიანებელი ინგრედიენტების შემცველობით, როგორებიცაა ჰიალურონის მჟავა და ზეთები, ესენსის გლოსები ტუჩებს გამოშრობისგან იცავს.
აქვე, საგულისხმოა, რომ ბრენდი გვთავაზობს როგორც გამჭვირვალე, ისე ფერად გლოსებს. ზოგიერთი გლოსი კი სპეციალურად შეიცავს უნიკალურ ელემენტებს, მაგალითად, ერთ-ერთია მოცულობის გასაზრდელი ფორმულა (lip plumper).
Essence-ის ტუჩის ზეთები შეიცავს დამატენიანებელ და მკვებავ კომპონენტებს, როგორებიცაა მცენარეული ზეთები, ვიტამინები ან ჰიალურონის მჟავა, რაც ხელს უწყობს ტუჩების დატენიანებას და კვებას. ეს უპირატესობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც მშრალი ან მგრძნობიარე ტუჩები აქვს.
საგულისხმოა, რომ ბრენდის ტუჩის ზეთები მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურით გამოირჩევა. ტუჩებს მსუბუქ ბზინვარებას სძენს და შესაბამისი ელფერით ალამაზებს.
Essence ლაინერების მრავალფეროვან ვარიანტებს გვთავაზობს, მათ შორის ე.წ. ფლომასტერული, გელისა და თხევადი სახით. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ის ფორმულა შეარჩიონ, რომელიც მათთვის უფრო კომფორტული და მოსახერხებელია.
ზოგადად, Essence-ის ლაინერები გამოირჩევა ძლიერი პიგმენტაციით და იდეალურია ინტენსიური, მკაფიო ფერის მისაღებად. მდგრადობა კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია — თანაც ბრენდის მიერ წარმოებული ბევრი ლაინერი წყალგამძლეა.
ალბათ, ლაინერის წასმა ბევრისთვის დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული… იდეალური ხაზის გავლებას რომ ცდილობ ორივე მხარეს… თუმცა ესენსის ლაინერები განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მომხმარებლებისთვის.
და, რაც მთავარია, Essence გთავაზობთ არა მხოლოდ ტრადიციულ შავ ლაინერებს, არამედ ფერად, მბზინავ და გლუვ ვერსიებსაც, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მრავალფეროვნება შეიტანონ მაკიაჟში.
ბრენდის მიერ წარმოებული ესენსის თვალის ჩრდილების პალიტრები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გლუვი და მოციმციმე ტონები იდეალურად ერწყმის კანს და ქმნის სასურველ იერს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაფინებს, ზეთებსა და მიკროპლასტმასებს.
ცხადია, ესენსის პუდრები მსუბუქი ტექსტურით გამოირჩევა, რაც ბუნებრიობის შეგრძნებას უზრუნველყოფს და შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის. თანაც ბრენდი გვთავაზობს როგორც მბზინავ, ისე Matte ეფექტის მქონე პუდრებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგია ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ხოლო მბზინავი დამატებით სიკაშკაშეს სძენს კანს.
ამასთანავე, Essence-ის პუდრები სხვადასხვა ფერითა და ტონალობით იწარმოება — მომხმარებლები კი აირჩევენ იმ ვერსიას, რომელიც იდეალურად შეესაბამება კანის ტონს და ერგება ბუნებრივ ფერს. რაც მთავარია, ბრენდის პუდრები მთელი დღის განმავლობაში პირვანდელი ეფექტით ნარჩუნდება კანზე.
Essence-ის ჰაილაითერები მსუბუქი ტექსტურითა და ბუნებრივი, მბზინვარე ეფექტით გამოირჩევა. ბრენდი ამ მხრივაც მრავალფეროვნებას გვთავაზობს — ჰაილაითერების ფართო არჩევანს გვიზიარებს სხვადასხვა ფერსა თუ ფორმულაში. შესაბამისად, ნებისმიერი სტილის მაკიაჟში შეიძლება ესენსის ჰაილაითერების გამოყენება.
ამასთან, მსუბუქი ტექსტურების წყალობით, Essence-ის ჰაილაითერები ადვილად შერევადია მაკიაჟის სხვა პროდუქტებთან. შესაბამისად, მისი გამოყენებით, ერთგვაროვანი ეფექტი მიიღწევა. თანაც ბრენდის ზოგიერთი ჰაილეთერი შეიცავს დამატენიანებელ კომპონენტებს, რაც კანს უფრო რბილსა და ხავერდოვანს ხდის.
ბრენდი სხვადასხვა ტიპის წარბის ფიქსატორებს გვთავაზობს — მათ შორის გელისა და სპრეის სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროდუქცია გამოირჩევა ხანგრძლივი მდგრადობით და წარბს მეტ სილამაზეს სძენს. რაც მთავარია, გლუვი, ბუნებრივი ეფექტით გამოირჩევა, არ ქმნის უხეშ ზედაპირს. ამასთან, ზოგიერთი ფიქსატორი დამატენიანებელ ინგრედიენტებს შეიცავს, რაც წარბის სიჯანსაღეზე ზრუნვაშიც გვეხმარება.
Essence-ის ბლაშები ბუნებრივ და მბზინავ ეფექტს ქმნის — ჩვეულებრივ, მათი ტექსტურა მსუბუქია და კანზეც ადვილად, თანაბრად ნაწილდება. ასეთი ტექსტურის წყალობით, ესენსის ბლაშები ადვილად ერწყმის მაკიაჟის სხვა პროდუქტებს და ერთგვაროვან შედეგს იძლევა. ხელმისაწვდომია როგორც პუდრის, ისე კრემისა და გელის სახით. რაც შეეხება ფერებს, ბრენდი საკმაოდ მრავალფეროვან პალიტრას გვთავაზობს.