Cetaphil დაარსდა 1947 წელს, კანადაში. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ნდობით აღჭურვილი ბრენდია, რომელიც სხეულისა და სახის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. თავდაპირველად პატარა კომპანია იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ფართოდ აღიარებულ საერთაშორისო ბრენდად გადაიქცა, რომელიც ადამიანებს ეფექტურ და უსაფრთხო პროდუქციას სთავაზობს.
სეტაფილის ძირითადი ფილოსოფია გახლავთ კანის ბუნებრივი და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაცვა. ბრენდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანის მოვლა უნდა იყოს მარტივი და ეფექტური. ადამიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ ერთდროულად მრავალი პროდუქტის გამოყენება. Cetaphil-ის პროდუქტები შექმნილია ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაც, რაც ნიშნავს, რომ მათი გამოყენება უსაფრთხოა და არ იწვევს გაღიზიანებას.
სეტაფილის ფორმულები დაფუძნებულია მეცნიერებაზე და დერმატოლოგიურ კვლევებზე. პროდუქცია განკუთვნილია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს სპეციალისტებთან, რათა შეიმუშაოს პროდუქტი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური და ჯანსაღია. სეტაფილი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და სანდოობით. მათი პროდუქცია ხშირად რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ.
ბრენდი ასევე აქტიურად ზრუნავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე და საზოგადოებას ხშირად აწვდიან ინფორმაციას კანის მოვლის შესახებ. Cetaphil-მა მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ბაზარზე და დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ნდობით აღჭურვილ ბრენდად კანის მოვლის სფეროში.
Cetaphil-ის პოპულარული პროდუქცია
- დამატენიანებელი ხაზი — სეტაფილის დამატენიანებელი კრემი კანის ბუნებრივი გაძლიერებისთვისაა განკუთვნილი. შექმნილია მგრძნობიარე, მშრალი და გამოფიტული კანისთვის. დამატენიანებელ ხაზში შემავალი პროდუქცია ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფს — კერძოდ, ეფექტი 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. ამავდროულად, კანი ელასტიკურობასა და სიმსუბუქეს ინარჩუნებს. გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავის შემცველობით, ტენიანობა დიდხანს ნარჩუნდება კანის შრეებში. ასევე, ეს ინგრედიენტები კანის დამშვიდებასა და სიწითლის შემცირებასაც უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ბრენდი მხოლოდ ჰიპოალერგიულ კომპონენტებს ეყრდნობა — შესაბამისად, პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა ყველაზე მგრძნობიარე კანის მქონე მომხმარებლებისთვისაც. მათში არ გვხვდება ისეთი მავნე ქიმიკატები, როგორებიცაა პარფიუმი და პარაბენები.
ეს ხაზი აერთიანებს:
- აკნეს საწინააღმდეგო ხაზი — სეტაფილის აკნეს საწინააღმდეგო ხაზის ფორმულები ისეა შემუშავებული, რომ ცხიმის ბალანსი აკონტროლოს და აკნეს სიმპტომები შეამციროს. კერძოდ, შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, რომლებიც კანს გაღიზიანების გარეშე აცილებს ზედმეტ ცხიმს. მათ შორისაა სალიცილის მჟავა, ექსფოლიაციური და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ეს უკანასკნელი ხსნის ფორებს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უშლის ახალი გამონაყარის წარმოქმნას. მიუხედავად ასეთი ძლიერი მოქმედებისა, ამ ხაზის პროდუქცია არ აშრობს კანს, რადგან დამატენიანებელი კომპონენტებითაა გაჯერებული. კერძოდ, შემადგენლობაში შედის გლიცერინი და ალოე ვერა, რაც კანის ჰიდრატაციას და გაღიზიანებული უბნების დამშვიდებას უზრუნველყოფს.
ეს ხაზი მოიცავს შემდეგ პროდუქციას:
- როზაცეის საწინააღმდეგო ხაზი — სიწითლისა და გაღიზიანების შემცირებაზე ორიენტირებული პროდუქცია განსაკუთრებულია, რადგან ქრონიკულ პრობლემებს ეფექტურად ებრძვის და კანის ბუნებრივ ბარიერსაც აუმჯობესებს. თავის მხრივ, თითოეული პროდუქტი დამამშვიდებელ ინგრედიენტებს აერთიანებს — სწორედ მათი მეშვეობით მცირდება როგორც ქავილის, ისე სიწითლის დონე. როზაცეის საწინააღმდეგო პროდუქცია სრულად ჰიპოალერგიულია, არ შეიცავს ალკოჰოლს, პარფიუმსა და სხვა მავნე ქიმიკატებს.