
სახის ნაზი ამქერცლავი სეტაფილი - Cetaphil
სეტაფილის ნაზად ამქერცლავი გამწმენდი ხელს უწყობს კანის განახლებას - იწვევს მკვდარი უჯრედების აქერცვლას კანის ზედაპირისგან. სახის გამწმენდი საშუალება კანს ხდის უფრო გლუვსა და ბზინვარეს. დერმატოლოგთა მიერ შემუშავებული ფორმულა შეიცავს ბამბუკის ექსტრაქტს, ვიტამინ E-ს და პრო-ვიტამინ B5. რეკომენდებულია გამოყენება მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც. საკმარისად ნაზია ყოველდღიური გამოყენებისთვის. არ იწვევს ფორების დახშობას. არ იწვევს კანის გაღიზიანებას. ინარჩუნებს კანის ბუნებრივ pH-ს.
მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული კანი
გამოიყენეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ ( საჭიროების შემთხვევაში ).
კანის სიმშრალის ან გაღიზიანების შემთხვევაში შეამცირეთ გამოყენების სიხშირე. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თვალში მოხვედრისას კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
178 მლ.