CeraVe ამერიკული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა კანის მოვლის საშუალებებით. თავიდანვე ბრენდის მთავარი მიზანი ხარისხიანი, ეფექტური და ხელმისაწვდომი პროდუქციის წარმოება იყო. უსაფრთხოება კი ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია, ვინაიდან ცერავეს წარმომადგენლები მუდმივად თანამშრომლობენ დერმატოლოგებთან, რათა კანის მოვლა სრულიად უსაფრთხო რუტინასთან იყოს დაკავშირებული.
საგულისხმოა, რომ ცერავეს ფორმულები მხოლოდ საჭირო მჟავებს, ცხიმებსა და ვიტამინებს შეიცავს. თითოეული მათგანი კი კანის დაბალანსებისა თუ რეაბილიტაციისკენაა მიმართული. ამავდროულად, ბრენდი ხაზს უსვამს თავისი პროდუქციის ხელმისაწვდომობას, რათა ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, ხარისხიანი პროდუქტით იზრუნოს კანის სიჯანსაღეზე.
CeraVe-ს პოპულარული პროდუქცია
მიუხედავად იმისა, რომ ცერავეს ყველა პროდუქტს თავისი მადლიერი მომხმარებელი ჰყავს, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
- CeraVe Hydrating Cleanser — ეს გამწმენდი იდეალურია მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის, ვინაიდან არ აშრობს კანს და ეფექტურად აშორებს მტვერს, მაკიაჟს. შეიცავს ცერამიდებს, რაც ხელს უწყობს კანის ბარიერის გაუმჯობესებას და ინარჩუნებს ტენიანობის ბალანსს. ამავდროულად, დამატენიანებელი თვისებების წყალობით, ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს კანის სიჯანსაღეს.
იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, როგორც დილით, ისე ღამით.
- CeraVe Moisturizing Cream — ეს კრემი შექმნილია მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის; შეიცავს სამ აუცილებელ ცერამიდს, რაც ამცირებს კანის გამოშრობას და ხელს უწყობს ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას. ხოლო ჰიალურონის მჟავა დამატენიანებელ ეფექტს კიდევ უფრო მეტად ზრდის.
იდეალურია როგორც სახისთვის, ისე სხეულისთვის.
- CeraVe Facial Moisturizing Lotion — ეს ლოსიონი შესანიშნავია ყოველდღიური გამოყენებისთვის, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან კვალს ან სიმძიმის შეგრძნებას. აღნიშნული პროდუქტიც შეიცავს სამ აუცილებელ ცერამიდს, რომლებიც კანის ბარიერის გაუმჯობესებასა და დაცვას უწყობს ხელს. ასევე, ინარჩუნებს ბუნებრივ pH-ს. ხოლო ანტიოქსიდანტების შემცველობით, კანს გარემო ფაქტორებისგანაც იცავს.
- CeraVe Eye Repair Cream — ეს კრემი იდეალურია თვალის ირგვლივ შავი წრეებისა და შეშუპების შესამცირებლად, რაც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა გამოუძინებლობის თუ სტრესის შედეგად. შემადგენლობაში შედის სამი საჭირო ცერამიდი, რომლებიც კანის ბარიერს აძლიერებს და არა მხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ იცავს ნაოჭებისა თუ წვრილი ხაზების გაჩენისგან. ხოლო ჰიალურონის მჟავა აძლიერებს დატენიანების ეფექტს.
- CeraVe SA Smoothing Cream — კრემი შეიცავს სალიცილის მჟავას, რაც კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას უზრუნველყოფს; შედეგად, კანის ზედაპირი გლუვი და რბილი ხდება. შესაბამისად, აღნიშნული კრემი იდეალურია ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა კერატოზი, კანის სიმშრალე, გაუხეშებული უბნები (კოჭი, მუხლი, ქუსლი) და ა. შ. ამასთან, სამი აუცილებელი ცერამიდი კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენასა და გაძლიერებას უწყობს ხელს, რაც აუცილებელია სიმშრალისგან დასაცავად.
ხოლო ჰიალურონის მჟავა კანს სიღრმისეულად ატენიანებს და დიდი ხნის მანძილზე იცავს ტენიანობის ბალანსს. ამავდროულად, სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით, თითოეული ინგრედიენტი თანაბრად ნაწილდება და თანდათანობით შეიწოვება, რაც ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მართალია, კრემს ამქერცლავი ეფექტი გააჩნია, მაგრამ არ შეიცავს გამაღიზიანებელ ინგრედიენტებს. შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა მგრძნობიარე კანისთვის.