Biolane დაარსდა 1972 წელს, საფრანგეთში, ბიოქიმიკოსის, დოქტორ კლოდ არგენტეის მიერ, რომელიც ბავშვების კანის მოვლის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული. მან მიზნად დაისახა, ბუნებრივი და უსაფრთხო ინგრედიენტების გამოყენებით შეექმნა კანის მოვლის პროდუქტები, რომლებიც პატარებს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავდა.
Biolane-ის ფილოსოფია ეფუძნება ბუნებრიობასა და მეცნიერებას შორის ბალანსის პოვნას. ბრენდი აქტიურად იყენებს ნატურალურ მასალებს და ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებს. ამასთანავე, ქმნის თანამედროვე ბიოქიმიურ ფორმულებს, რომლებიც დერმატოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება. Biolane-ის პროდუქცია ტესტირებულია პედიატრებისა და დერმატოლოგების მიერ, რაც მის უსაფრთხოებაზე მეტყველებს.
ბრენდის ყველა პროდუქტი შექმნილია ისე, რომ არ დააზიანოს ბავშვის კანის ბუნებრივი დამცავი ფენა. Biolane-ის პროდუქცია ძალიან პოპულარულია მშობლებს შორის, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ ბავშვების კანის სწორ მოვლას.
ბიოლაინის კრემები უზრუნველყოფს კანის კვებას და დატენიანებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის. ბრენდის განსაკუთრებული თავისებურება მდგომარეობს იმაშიც, რომ ის არ იყენებს პარაბენებს, ალკოჰოლს და სხვა მავნე ქიმიკატებს, რომლებმაც, შესაძლოა, კანის გაღიზიანება გამოიწვიონ. ამის ნაცვლად, ის იყენებს ნატურალურ, ჰიპოალერგიულ ინგრედიენტებს, რაც ზრდის პროდუქციის უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, Biolane ძალიან ხშირად არის რეკომენდებული ექიმებისა და პედიატრების მიერ.
Biolane-ის პოპულარული პროდუქცია
- მზისგან დამცავი კრემი 0+ — ბიოლაინის მზისგან დამცავი კრემი ძლიერად იცავს პატარას მგრძნობიარე კანს, უსაფრთხოა ბავშვებისთვის. იცავს UVB-ისგან, რომელიც იწვევს მზის დამწვრობას და UVA-სგან, რომელიც იწვევს კანის უჯრედების დაზიანებას. Biolane Expert მზისგან დამცავის ფორმულა შეიცავს Inubiom-ს, მცენარეული წარმოშობის პრებიოტიკურ აქტიურ ინგრედიენტს, რომელიც ეხმარება ბავშვის კანის სიჯანსაღეს. ასევე შეიცავს ორგანულ კამელინის ზეთსა და მზესუმზირას ზეთს, რომლებიც უზრუნველყოფენ მკვებავ და დამატენიანებელ თვისებებს. ვიტამინი E-ს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება და უზრუნველყოფს კანის უჯრედების დაცვას. ასევე, გამოარჩევს წყალგამძლე ფორმულა.
- Expert BIO საფენქვეშა კრემი 0+ — ბიოლაინის საფენქვეშა კრემი იცავს, ამშვიდებს და ეფექტურად აღადგენს გაღიზიანებულ და გაწითლებულ კანს საფენის ქვეშ. ბიოლან ექსპერტის ინოვაცია: Inubiom® მცენარეული პრობიოტიკური აქტიური ნივთიერება აძლიერებს და იცავს ბავშვის კანს. ხელს უწყობს კანის მიკრობიოტის დაბალანსებას კანის ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის.
- ტანის კრემი დამატენიანებელი 0 თვიდან — ბიოლაინის საბავშვო დამატენიანებელი კრემი ატენიანებს ბავშვის ძალიან მშრალ, ატოპიისკენ მიდრეკილ კანს. დამზადებულია 99% ბუნებრივ ინგრედიენტებზე. გამდიდრებულია შიას კარაქით, რაც თავიდან აგარიდებთ კანის სიწითლეს.
- დასაბანი გელი თავი და ტანი — Biolane-ის თავისა და ტანის დასაბანი გელი გამოირჩევა თავისი დელიკატური და ნატურალური ფორმულით, რომელიც განკუთვნილია ბავშვის მგრძნობიარე კანისა და თმის ყოველდღიური დასუფთავებისთვის. არ შეიცავს საპონს, არ იწვევს კანის გამოშრობას და არ არღვევს კანის ბუნებრივ ბარიერს. ამასთან, გელი შეიცავს ჰიდროლიპიდურ კომპლექსს, რომელიც ეხმარება კანის ტენიანობის შენარჩუნებას და ამცირებს გაღიზიანების რისკს. მისი ფორმულა ისეა შემუშავებული, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გაღიზიანებისა თუ ალერგიული რეაქციების რისკი.
- შამპუნი 0 თვიდან — ბიოლაინის საბავშვო შამპუნი არბილებს თმას და ხელს უწყობს მის ადვილად დავარცხნას. გამოიყენება 0 თვიდან. ფაქიზად ასუფთავებს თმას და არ წვავს თვალებს. რეკომენდებულია ყველა ტიპის თმისთვის.