Bioderma ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1970 წელს, დოქტორ ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიერ. დაარსების დღიდან დღემდე ბიოდერმას მიზანია, იპოვოს ბალანსი კანის ბუნებრივ პროცესებს შორის და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესებს სათანადოდ დაუჭერს მხარს.
ჟან-ნიკოლა ტრუვეს მიაჩნდა, რომ კანის მოვლა ჰარმონიულ პროცესთან უნდა იყოს დაკავშირებული — ამიტომაც, აუცილებელ პირობად დაისახა ბუნებრივი მექანიზმების სრულყოფილად გაანალიზება. ამრიგად, ბიოდერმას პროდუქცია აგვარებს კანის ამა თუ იმ პრობლემას, რომ ბუნებრივი ბარიერი არ დაარღვიოს.
ამ პრინციპის გათვალისწინებით, ბრენდი ბიოლოგიურ მეცნიერებას ეყრდნობა. შედეგად, ქმნიან უნიკალურ და ეფექტიან პროდუქტებს კანის სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ზოგადად, ბიოდერმას პროდუქცია მკურნალობის, მოვლისა და პროფილაქტიკის მიზნითაა გათვალისწინებული. ეს ყველაფერი კი მუდმივ კვლევებზე დაყრდნობით მიიღწევა.
Bioderma-ს პოპულარული პროდუქცია
ბიოდერმა პროდუქციის რამდენიმე ხაზს აწარმოებს, რათა მომხმარებელთა ფართო არეალი დაფაროს და ნებისმიერი საჭიროება შესაბამისად დააკმაყოფილოს. აქ განვიხილავთ ამ ძირითად ხაზებსა და მათ მახასიათებლებს.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ ყველა ხაზის პროდუქტები თავისუფალია პარაბენების, პარფიუმისა და სხვა მავნე კომპონენტებისგან.
- სახის კრემი Sensibio Defensive — დამარბილებელი კრემი მგრძნობიარე კანისთვის, მსუბუქი არაწებოვანი ტექსტურით, სწრაფად შეიწოვება, აღადგენს გაღიზიანებულ ეპიდერმისს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ამცირებს დისკომფორტს. ხელს უწყობს კანის რეაქტიულობის შემცირებას ყოველდღიური აგრესიისგან ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვის საშუალებით, აძლიერებს და აღადგენს კანის ბარიერს. კანს ამშვიდებს და აჯანსაღებს. იდეალურია მგრძნობიარე ან ნორმალური ტიპის კანისთვის. არ შეიცავს არომატიზატორებს.
- Hydrabio შრატი — ჰიდრაბიოს შრატი უზრუნველყოფს კანის სწრაფ და ხანგრძლივ დატენიანებას. კანს ხდის გლუვსა და უბრუნებს მას ბზინვარებას. რეკომენდებულია გაუწყლოებული, მგრძნობიარე კანისთვის, თინეიჯერებისა და ზრდასრულებისთვის. შრატში შემავალი Aquagenium™ ბიოლოგური პატენტი და ძლიერი დამატენიანებელი ნივთიერებები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, ქსილიტოლი და გლიცერინი უზრუნველყოფს კანის ძლიერ, სწრაფ და ხანგრძლივ დატენიანებას ბუნებრივი გზით.
- გამწმენდი Sebium Hydra — ნაზი და მკვებავი სახის დასაბანი საშუალება მშრალი და მგრძნობიარე, აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის ამარაგებს კანს 24-საათიანი დატენიანებით. არაკომედოგენური, კანის დამამშვიდებელი გამწმენდი უბრუნებს კომფორტს აკნესადმი მიდრეკილ კანს, რომელიც დაზიანებულია და დასუსტებულია ულტრა-საშრობი აკნეს სამკურნალო საშუალებებით. ფორმულირებული 93% ბიომიმეტური ინგრედიენტებით, ეს ნაზი გამწმენდი ეხმარება კანს, აღადგინოს ბუნებრივი pH ბალანსი, ნაზი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ეფექტურად აშორებს მაკიაჟს, მინარევებსა და ზედმეტ ცხიმს თქვენი კანის ზედაპირიდან.
- Atoderm ულტრა კრემი — მკვებავი დამატენიანებელი კრემი, სახისა და სხეულის სამკურნალო საშუალება, რომელიც შექმნილია მთელი ოჯახის ნორმალური და მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. უზრუნველყოფს დამატენიანებელ და მკვებავ ეფექტს ორ დონეზე: ატენიანებს 24 საათის განმავლობაში და კვებავს კანს ომეგა 3, 6 და 9-ით. Skin Protect კომპლექსი უნარჩუნებს კანს ტენიანობას ჰიალურონის მჟავით და აძლიერებს ბუნებრივ ბარიერს ნიაცინამიდის წყალობით. მისი დნობადი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება კანში. დერმატოლოგიურად შემოწმებული.
- Pigmentbio მათეთრებელი კრემი — დამატენიანებელი დღის კრემი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ, მზის დამცავი ფილტრით SPF50, იცავს კანს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან. იდეალურად გამოიყენება ყოველდღიურ რუტინაში, ასევე მაკიაჟის ბაზად. კრემი მატებს კანს ბზინვარებას და ამცირებს მელანინის გამომუშავებას. აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს. გამოყენების შედეგად 96%-ით მცირდება პიგმენტური ლაქები, კანი კი ერთგვაროვან ფერს იღებს.
კრემის შემადგენლობაში არსებული Lumireveal ათეთრებს კანს; ვიტამინები C, E იცავს კანს დაბინძურებისგან; ხოლო ვიტამინი PP ამაგრებს კანის დამცველობით ფუნქციას.
- Photoderm ულტრა რძე SPF50+ — ბიოდერმას ეს ულტრა რძე მაღალტექნოლოგიურ მზისგან დამცავს წარმოადგენს. ამავდროულად, გააჩნია 8-საათიანი დატენიანების ეფექტი. შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის, თუნდაც ყველაზე დაუცველებისთვის: 12 თვის ჩვილები, ბავშვები, მოზრდილები, ორსული და მეძუძური ქალები; პაციენტი, რომელიც გადის ან მისდევს ფოტოსენსიბილურ მკურნალობას. ულტრარეზისტენტული: წყალგაუმტარი, მდგრადია ოფლისა და ქვიშის მიმართ. შეიძლება წაისვათ მშრალ ან სველ კანზე. სახისა და სხეულისთვის უხილავი დასრულება, სწრაფად აღწევს კანში, არაწებოვანი. უცხიმო. არაკომედოგენური.
- NODE შამპუნი A დამამშვიდებელი — დამამშვიდებელი ყოველდღიური გამოყენების შამპუნი Nodé A რეკომენდებულია მგრძნობიარე სკალპისთვის. ნაზად წმენდს და ამშვიდებს თავის კანს, არბილებს თმას და ანიჭებს მას ბზინვარებას. Nodé - A შამპუნის გამწმენდ ბაზას წარმოადგენს სურფაქტანტის და არასინთეზური კომპონენტების კომბინაცია, რომლებიც ეფექტურად წმენდს სკალპსა და თმას ისე, რომ არ ზიანდება კანის ჰიდროლიპიდური შრე და ნარჩუნდება ბიოლოგიური ბალანსი. D-პანტენოლის დამამშვიდებელი და დამატენიანებელი მოქმედება ამცირებს კანთან დაკავშირებული დისკომფორტის შეგრძნებას და აძლიერებს სკალპის ბარიერულ ფუნქციას.
- კრემი Cicabio SPF50 — Bioderma Cicabio SPF50+ არის ულტრა აღმდგენი, დამამშვიდებელი, ნაწიბურებისა და ჰიპერპიგმენტაციის საწინააღმდეგო საშუალება. მისი გამოყენება შესაძლებელია სახესა და ტანზე, განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისა და ჩვილებისთვის.
კრემი ხელს უწყობს კანის აღდგენას და უზრუნველყოფს ოპტიმალურ შეხორცებას ბუნებრივი სამკურნალო ციკლის დაცვით; აფერხებს ჰიპერპიგმენტაციას მაღალი დამცავი ლაქების საწინააღმდეგო კომპლექსის წყალობით (SPF50+), ატენიანებს კანს, იცავს კანს გარეგანი აგრესიისგან; ამშვიდებს ქავილისა და დისკომფორტის შეგრძნებას.