Bella საერთაშორისო ჰიგიენური პროდუქტების ბრენდია, რომელიც 1990-იან წლებში პოლონეთში დაარსდა. მისი შექმნის მიზანი ქალებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჰიგიენური პროდუქტების წარმოება იყო — მაქსიმალური კომფორტი და დაცვა მენსტრუალური ციკლის დროს.
ბელას ძირითადი პრინციპები სისუფთავეს, უსაფრთხოებასა და კომფორტს უკავშირდება. ამიტომაც, ბრენდი ყოველთვის ჰიპოალერგიულ მასალებს იყენებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს კანის გაღიზიანების რისკები. ამ მხრივ, ბელა დიდ ყურადღებას უთმობს მასალის სუნთქვადობასაც — ასე ქალებს თავიდან არიდებს როგორც კანის გაღიზიანებას, ისე ინფექციების გავრცელების საშიშროებასაც.
ბრენდი პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობს, რომელიც მოიცავს როგორც ჰიგიენურ საფენებს, ისე ტამპონებსა და ყოველდღიურ საფენებს.
Bella-ს პოპულარული პროდუქცია
- ბელას ჰიგიენური საფენები — Bella-ს ჰიგიენური საფენები ცნობილია ულტრა-თხელი და სუნთქვადი დიზაინით. გამოყენებულია ჰიპოალერგიული მასალები. გამოირჩევა მაღალი შეწოვადობის უნარით და მაქსიმალურად იცავს გაჟონვისგან.
- ბელას ტამპონები — Bella-ს ტამპონები დამზადებულია 100%-ით ჰიპოალერგიული მასალებისგან, რაც ნიშნავს, რომ ისინი უსაფრთხოა ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ მგრძნობიარე კანი. გამოირჩევა მაღალი შეწოვადობითა და კომფორტით. იწარმოება სხვადასხვა ზომისა და ტიპის მიხედვით, რომლებიც კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული. არ შეიცავს შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს.
- ბელას ყოველდღიური საფენი — სუპერ თხელი, ყოველდღიური ჰიგიენის საფენი არომატის გარეშე. იდეალურად თავსდება თეთრეულზე და თითქმის შეუმჩნეველია. მოხერხებულად ემაგრება თეთრეულს, ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. აქვს მოსახერხებელი შეფუთვა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თან ატაროთ პირადი ჰიგიენის საშუალება. საფენის სისქე არის მხოლოდ 1 მმ. მოქნილი კიდეებისა და უნივერსალური ფორმის წყალობით, შესაფერისია ნებისმიერი ტიპის თეთრეულისთვის. შესაფერისია აქტიური ცხოვრების წესის მქონე გოგონებისთვის.