Avent არის ბრიტანული ბრენდი, რომელიც დაარსდა 1984 წელს და სპეციალიზებულია ბავშვის მოვლის პროდუქტების წარმოებაში. ბრენდის პირველი პროდუქტი იყო ინოვაციური ბოთლი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ბავშვის კვების პროცესის გასამარტივებლად. ის ამცირებდა ყბისა და კუნთების დაძაბვას, რაც, თავის დროზე, რევოლუციურ სიახლეს წარმოადგენდა.
Avent-ის ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება მშობლებისა და ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებასა და კომფორტის შექმნას. ბრენდი აქცენტს აკეთებს ისეთი პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც მაქსიმალურად მიესადაგება ბავშვის ბუნებრივ მოთხოვნებს. ბრენდი მუდმივად სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებს, რათა პროდუქცია იყოს უსაფრთხო, ეფექტური და გამოსადეგი.
ბრენდის მთავარი უპირატესობა მდგომარეობს ინოვაციურ მიდგომებში, რაც გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც ამცირებს კოლიკებისა და გაზების წარმოშობის რისკს. ის ემსახურება იმ მშობლებს, რომლებიც ეძებენ ხარისხიან, უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელ საშუალებებს. ბრენდი აწარმოებს საწოვარებს, ძუძუს ტუმბოებსა და სხვა აქსესუარებს.
ავენტი მუდამ მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. მათი პროდუქტები ტესტირებულია და დამტკიცებულია სამედიცინო სფეროში, რაც ზრდის ნდობას როგორც პროფესიონალების, ასევე მშობლების მხრიდან.
Avent-ის პოპულარული პროდუქცია
- Avent-ის რძის საწველი ტუმბო — ავენტის ელექტრო რძის საწველი ტუმბო გამოირჩევა ინოვაციური და კომფორტული დიზაინით — კერძოდ, ისეთი ტექნოლოგიითა შემუშავებული, რომელიც ბავშვის ბუნებრივ წოვას იმიტირებს. შესაბამისად, რძის სწრაფ გამოდენასაც უზრუნველყოფს. Avent-ის ელექტრო ტუმბო ასევე ცნობილია თავისი ზუსტი, რეგულირებადი სიჩქარითა და ზეწოლის დონით, რაც დედას საშუალებას აძლევს, ინდივიდუალურად მოირგოს მოწყობილობა, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად. თანაც მისი რბილი სილიკონის ბალიში ერგება სხვადასხვა ზომის მკერდს. კომპაქტური და პორტატიული დიზაინი საშუალებას იძლევა, სახლსა თუ მის გარეთ გამოიყენონ მოწყობილობა. ასევე, ადვილად ირეცხება და იწყობა. შექმნილია უსაფრთხო და მავნე ნივთიერებებისგან თავისუფალი მასალებით.
- Avent-ის საკვები ბოთლები — ავენტის საკვებს ბოთლებს ორთოდონტიული დიზაინი აქვს. გამოირჩევა ანტიკოლიკის სისტემით, რაც კვების დროს ჰაერის ჩაყლაპვის რისკს ამცირებს. ასევე, აქვს რბილი და მოქნილი საწოვარები, რომლებიც დედის ძუძუს ფორმას იმიტირებს — ეს ხელს უწყობს ბუნებრივი წოვის პროცესს და როგორც ლაქტაციის, ისე ბოთლით კვების კომბინაციას.
- ავენტის ოთახის თერმომეტრი — Avent-ის თერმომეტრი ზუსტად საზღვრავს ოთახის ტემპერატურას და ციფრულ ფორმატში აჩვენებს. ის მშობლებს საშუალებას აძლევს, ადვილად გაარკვიონ, თუ რამდენად კომფორტულია გარემო ბავშვისთვის.