Avene-ის პროდუქცია მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ფართოდ გამოიყენება მგრძნობიარე თუ პრობლემური კანის მოსავლელად. მაღალი ხარისხის, ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული პროდუქტები თავის თავში აერთიანებს როგორც ბუნების ძალას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებს. სწორედ ამის შედეგად იქცევა უამრავი მომხმარებლის შეუცვლელ ბრენდად.
ყველაფერი 1736 წელს დაიწყო, როდესაც საფრანგეთის პატარა ქალაქ ავენში თერმული წყლების სამკურნალო ძალა აღმოაჩინეს. კერძოდ, ეს წყლები ანთების საწინააღმდეგო და დამცავი თვისებებით გამოირჩეოდა — ამიტომაც, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მიმართავდა კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. დროთა განმავლობაში თერმული წყლების სამკურნალო უნარი ფართოდ გახდა ცნობილი, რამაც საფუძველი ჩაუყარა Avene-ის ბრენდის შექმნას.
ბრენდის მიზანი თავიდანვე კანის მოვლის ინოვაციური და უსაფრთხო პროდუქტების შექმნა იყო. ძირითად ორიენტირს კი მგრძნობიარე და პრობლემურ კანზე აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ იყენებდნენ თერმული წყლების სამკურნალო და დამცავ ძალას დერმატოლოგიურ პროდუქტებში. ზოგადად, ავენში მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი ნაწარმი დერმატოლოგიურად დადასტურებული უნდა იყოს და კანის ისეთ ტიპებს ერგებოდეს, რომელთა მოვლაც განსაკუთრებულ რუტინას საჭიროებს — იგულისხმება მგრძნობიარე, ალერგიული და ანთებითი კანი.
მუდმივი კვლევები, უსაფრთხოება და ეფექტიანობა Avene-ის ძირითად პრინციპებს შორისაა. ამიტომაც, მის პროდუქციაში ვერ შევხვდებით ისეთი ნივთიერებების შემცველობას, როგორებიცაა პარაბენები და ალკოჰოლი. ხოლო ფორმულები ისეა შემუშავებული, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გაღიზიანების რისკები; ამავდროულად, გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა.
Avene-ის პოპულარული პროდუქცია
მიუხედავად იმისა, რომ ავენის თითოეული პროდუქცია შესანიშნავია, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:
- ავენის ანტიბაქტერიული აღმდგენი კრემი — ე. წ. „ავენი სიკალფატი კრემი“ უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც კანის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას უწყობს ხელს. მისი მთავარი მახასიათებელია კანის ბარიერის რეგენერაციის მხარდაჭერა. ფორმულა გამდიდრებულია აქტიური ინგრედიენტებით, რათა ადვილად აღდგეს დაზიანებული კანი — იქნება ეს ჭრილობები, ნაიარევები თუ დერმატოლოგიური პროცედურების შემდეგი გაღიზიანება. კრემი შეიცავს Avene-ის თერმულ წყალს, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით — ის ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას. Cicalfate+ კრემის შემადგენლობაში ვხვდებით სპილენძისა და თუთიის სულფატებსაც, რაც ანტიბაქტერიულ დაცვას უზრუნველყოფს. პროდუქტი ასევე გამოირჩევა ინტენსიური დატენიანებით. მისი კრემისებრი ტექსტურა კანს სირბილესა და ელასტიკურობას სძენს; თანაც, ქმნის დამცავ ფენას და ინარჩუნებს ტენიანობას. ეს კრემი ეფექტურია არა მხოლოდ მოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისა და ჩვილებისთვისაც.
- ავენის ქსერაქალმი ლოსიონი — ავენის ქსერაქალმი ლოსიონი გამოირჩევა თავისი უნიკალური ფორმულით, რომელიც შექმნილია მშრალი და ატოპიური დერმატიტისადმი მიდრეკილი კანის დასატენიანებლად და დასაცავად. მის მთავარ აქტიურ ინგრედიენტს თერმული წყლისგან მიღებული I-modulia კომპლექსი წარმოადგენს — ის ამცირებს კანის გაღიზიანებას, სიწითლესა და ქავილის შეგრძნებას. ასევე, იცავს გარე გამაღზიანებლებისგან, ვინაიდან კანის ბარიერის აღდგენასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, ეს ლოსიონი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის გაუმჯობესებასა და სიგლუვის აღდგენას. მისი ტექსტურა მსუბუქია, არ არის ცხიმიანი და სწრაფად შეიწოვება. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ შეიცავს კონსერვანტებს, პარაბენებსა და პარფიუმს — შესაბამისად, იდეალურია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის.
- ავენის დამატენიანებელი შრატი — ავენის დამატენიანებელი შრატი ნებისმიერი ტიპის კანს ღრმად ატენიანებს; განსაკუთრებით კი მგრძნობიარე და გამომშრალი კანისთვისაა იდეალური. აღნიშნული პროდუქტი დაფუძნებულია ჰიალურონის მჟავასა და ვიტამინ B3-ზე — შესაბამისად, ხანგრძლივად ატენიანებს კანს (48 საათამდე). მიუხედავად ასეთი ეფექტისა, მსუბუქი წყლიანი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება ყოველგვარი წებოვნების გარეშე.
- ავენი სიკალფატი+ აღმდგენი კრემი SPF50+ — ეს არის პროდუქტი, რომელიც კანის აღდგენასთან ერთად, მას მზისგანაც იცავს. იდეალურია დაზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის, რომელიც რეგენერაციასა და მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას ერთნაირად საჭიროებს. კრემი შეიცავს Avene-ის ექსკლუზიურ C+-Restore კომპლექსს, რომელიც ავენის თერმული წყლისგან დამზადებულ უნიკალურ ინგრედიენტს წარმოადგენს. ის ხელს უწყობს დაზიანებული კანის ბარიერის აღდგენას, ამცირებს სიწითლესა და გაღიზიანებას; ამავდროულად, აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს. ასევე, თერმული წყალი უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელ ეფექტს.
- ავენი სიკალფატი (+ აღმდგენი სპრეი) — ავენის სპრეი განკუთვნილია მაცერაციისკენ მიდრეკილი მგრძნობიარე გაღიზიანებული კანისთვის. მისი გამოყენება შეიძლება ახალშობილების, ბავშვებისა და მოზრდილების სახისა და სხეულის კანზე. ხელს უწყობს ზედაპირულად დაზიანებული, გაღიზიანებული კანის გამოშრობისა და აღდგენის პროცესს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება კანის ნაკეცებში, საფენის ქვეშ.