
Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.
ამვილაბის ფილოსოფია ორ ძირითად პრინციპზეა დამყარებული: მეცნიერებასა და ბუნების ძალაზე. ბრენდს მიაჩნია, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად აუცილებელია როგორც ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება, ისე თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ინტეგრაცია. ზოგადად, აქ სჯერათ, რომ ტექნოლოგიური პროგრესისა და ბუნებრივი ელემენტების შერწყმა ადამიანის ცხოვრების ხარისხს აძლიერებს.
სწორედ ასეთმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ ამვილაბის პროდუქციას ხშირად მიმართავენ როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და დასაცავად, ისე კანისა და სხეულის მოსავლელად.
როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები განმარტავენ, მათი მისიაა, მომხმარებლებს მიაწოდონ უსაფრთხო და ეფექტური პროდუქცია, რომელიც მხოლოდ მაღალი ხარისხის ინგრედიენტებითაა შექმნილი. ამასთან, Amvilab მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს თავისი პროდუქტები კვლევებისა და ინოვაციების გზით.
ამვილაბის ხედვა ასევე ეფუძნება ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად პროდუქტებზე მუშაობას. გარემოს დაცვა, მდგრადი რესურსების გამოყენება და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება ამ ბრენდის განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ერთნაირად აისახება როგორც პროდუქციის წარმოების პროცესზე, ისე მათ შეფუთვაზეც. ამით Amvilab ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე უარყოფითი გავლენა და ხელი შეუწყოს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას.
ამავდროულად, ამვილაბი მუდმივად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე. მათი სამეცნიერო კვლევები და პროდუქტის განვითარების პროცესი ფოკუსირებულია იმის მიღწევაზე, რომ მომხმარებელმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
ბუნებრივია, ამვილაბის პროდუქციის მრავალფეროვნება და ინოვაციური ხასიათი განაპირობებს მის გლობალურ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი პროდუქცია მრავალ მიმართულებას მოიცავს, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:
ამავდროულად, გინკგო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერების და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას. კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას. გინკგო ბილობა ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე, იცავს უჯრედული მემბრანის ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან, მას გააჩნია ნეიროპროტექტორული ეფექტი, რაც გულისხმობს მის ძლიერ დამცავ ეფექტს ნერვულ უჯრედებზე.
ამვილაბის მელატონინის საღეჭი ტაბლეტების ფორმა უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების მაღალ ბიოშეღწევადობას და სრულ ათვისებას, რაც განაპირობებს სწრაფ ეფექტს, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.
ვეივევიტი აღადგენს კანის სტრუქტურას, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს, ელასტიკურობას, ტენიანობას, ანელებს კანის დაბერების პროცესს, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს. სწრაფად აჩერებს თმის ცვენას და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივესა თუ ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის, სებორეის გაქრობას. ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს მტვრევადობისაგან და ფრჩხილის ზედაპირს აშრევებისაგან.