
Always ჰიგიენური საშუალებების ბრენდია, რომელიც 1983 წელს დაარსდა — მისი მიზანია, უზრუნველყოს ქალების კომფორტი და დაცვა მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. გამძლეობა, დაცვა და სიჯანსაღე კი ის პრინციპებია, რომელთაც ოლვეისის პროდუქცია ეფუძნება.
ბრენდს სურს, ქალების ჯანმრთელობასა და ჰიგიენას სათანადოდ შეუწყოს ხელი. ამისათვის მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებს, მუდმივად მუშაობს პროდუქტების უწყვეტ გაუმჯობესებაზე. ამიტომაცაა, რომ მისი ჰიგიენური საფენები მაღალი შთანთქმის უნარის მქონე ბირთვით გამოირჩევა.
ზოგადად, Always-ის კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის უნარში, მუდმივად განავითაროს და განაახლოს პროდუქტები ქალების საჭიროებების მიხედვით. ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა სიძლიერით, სუნის კონტროლის ტექნოლოგიით და სხვადასხვა ზომისა და ტიპის საფენებით, რომლებიც განკუთვნილია ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ოლვეისის ჰიგიენური საფენები გამოირჩევა მაღალი შთანთქმის უნარით, რომელიც უზრუნველყოფს გაჟონვისგან მაქსიმალურ დაცვას და კომფორტს მენსტრუალური ციკლის დროს. თითოეული საფენი ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიებითაა შექმნილი, რომ სრულად მომხმარებელთა კომფორტზე იყოს მორგებული.
ოლვეისის დღის საფენები თხელი, მაგრამ სუპერ შთამნთქმელი დიზაინისაა — ეს არის მაღალი დაცვისა და კომფორტის სინთეზი. ამგვარი მიდგომით, ქალებს საშუალება აქვს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაცულად იგრძნონ თავი და, ამავდროულად, არ შეწუხდნენ საფენის მოუხერხებელი დიზაინით თუ ზომით.
Always-ის ღრმა შთამნთქმელი ბირთვი სწრაფად შთანთქავს სითხეს და ინარჩუნებს კანს მშრალს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გაჟონვის რისკს. საფენების ფრთები საიმედო დაფიქსირებას უზრუნველყოფს, რაც ხელს უშლის მათ გადაადგილებას აქტიურობისას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში, როცა მეტი მოძრაობაა საჭირო.
ამასთან, საფენების სუნთქვადი მასალა კანს ჰაერის ცირკულაციის საშუალებას აძლევს — მცირდება გაღიზიანებისა და დისკომფორტის რისკი. გარდა ამისა, Always-ის დღის საფენები აღჭურვილია სუნის კონტროლის სისტემით.
Always-ის ღამის საფენებს გრძელი და ფართო დიზაინი აქვს, რათა მაქსიმალური დაცვა და კომფორტი უზრუნველყოს მთელი ღამის განმავლობაში. ღრმა შთამნთქმელი ბირთვი სწრაფად შთანთქავს სითხეს და ინარჩუნებს კანის სიმშრალეს, რაც გაჟონვის რისკსაც ამცირებს.
ფრთების დიზაინი ისეა შემუშავებული, რომ საფენი საიმედოდ ფიქსირდება. ასევე, ღამის საფენებიც აღჭურვილია სუნის კონტროლის სისტემით.