კოსმეტიკის ბრენდი Alix Avien 1997 წელს საფრანგეთში დაარსდა, როგორც მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი პროდუქციის მწარმოებელი. ბრენდის შექმნის იდეა კი ის იყო, რომ დაეკმაყოფილებინა ქალების საჭიროებები, რომლებიც ინოვაციურ, ტრენდულ და ხელმისაწვდომ კოსმეტიკას ეძებენ.
ამავდროულად, ალიქს ავიენი მუდმივად თანამედროვეობას უწყობს ფეხს — კერძოდ, თვალს ადევნებს მოდისა და კოსმეტიკის ინდუსტრიის ტენდენციებს. შემდეგ კი სწორედ ამის შესაბამისად ცდილობს ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნებსა თუ თანამედროვეობის ესთეტიკას შეესაბამება.
გარდა ამისა, ალიქს ავიენის პროდუქცია უსაფრთხო ინგრედიენტებს შეიცავს. ასე ვთქვათ, სილამაზესთან ერთად, მომხმარებლების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. ბრენდი მუდმივად მუშაობს ფორმულების გაუმჯობესებაზე, რათა პროდუქცია იყოს უფრო მდგრადი, კომფორტული და უსაფრთხო. მაგალითად, მისი ტუჩსაცხები და თვალის ჩრდილები მკვეთრი პიგმენტაციითა და მდგრადობით გამოირჩევა, ხოლო ფრჩხილის ლაქები — გამძლეობითა და სწრაფად გაშრობით.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ფრანგული წარმოშობისაა, მისი პროდუქტები ხელმისაწვდომია საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის თურქეთში, სადაც Alix Avien-მა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.
ალიქს ავიენის პოპულარული პროდუქცია
ბრენდის რამდენიმე პროდუქტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში:
- Alix Avien ტუჩსაცხი — პირველ რიგში, ალიქს ავიენი ტუჩსაცხების ფართო არჩევანს გვთავაზობს, მრავალფეროვანი პალიტრით — დაწყებული ნეიტრალური ტონებით, დასრულებული მკვეთრი და თამამი ფერებით. თითოეული მათგანი კი ცნობილია მდგრადობით; მათ ხარისხიანი ფორმულა გამოარჩევს, რადგან დიდხანს ნარჩუნდება ტუჩებზე პირვანდელი ეფექტით.
ამავდროულად, ბრენდის ბევრი ტუჩსაცხი შეიცავს დამარბილებელ ინგრედიენტებს, რაც ტუჩებს გამოშრობისგან იცავს. კრემისებრი ტექსტურით და წყალობით კი, იდეალურად ნაწილდება ტუჩებზე.
- თვალის მაკიაჟისთვის განკუთვნილი პროდუქტები — თვალის ჩრდილები, ფანქრები და თხევადი ლაინერები Alix Avien-ის პოპულარულ პროდუქტებს შორისაა. განსაკუთრებით მიმზიდველია ამ პროდუქტების მდგრადობა და ფერთა ფართო არჩევანი. ამ შემთხვევაშიც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ბრენდის პროდუქცია გამოიყენონ როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო მაკიაჟის გასაკეთებლად.
- Alix Avien-ის ფრჩხილის ლაქი — გამძლეობით, სწრაფი გაშრობის უნარითა და ფართო ფერების სპექტრით გამოირჩევა.
- ტონალური კრემები და პუდრები — ბრენდის სახის კანისთვის განკუთვნილი მაკიაჟის პროდუქტები, როგორებიცაა ალიქს ავიენის ტონალური კრემები, პუდრები და კორექტორები, პოპულარულია იმ მომხმარებლებს შორის, რომლებიც ეძებენ ნაზ, მაგრამ ეფექტურ დაფარვას. თითოეული მათგანის ფორმულა ისეა შემუშავებული, რომ კანზე სიმსუბუქის შეგრძნებას ტოვებს. ამავდროულად, ტონების არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.
- ტუში — Alix Avien წარმოებული ტუშები მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მოცულობისა და სიგრძის ეფექტს, ისე ფერთა ფართო არჩევანს. ეს პროდუქცია იდეალურად გამოკვეთს წამწამებსა და თვალის ჭრილს. თითოეული ტუში კი გამოირჩევა მდგრადობით. ასევე, არ აშრობს წამწამებს, რაც დიდ კომფორტს ქმნის ყოველდღიური მოხმარებისთვის.