A'pieu სამხრეთ კორეული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. დაარსების დღიდანვე მისი მიზანი ახალგაზრდული და მარტივი კანის მოვლის პროდუქციის წარმოება იყო. მთავარ პრინციპს კი ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება წარმოადგენდა. ამიტომაც, აპიუს პროდუქცია ძირითადად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ბრენდი საკმაოდ კონკურენტულ ფასებს გვთავაზობს, თუმცა ამის ხარჯზე ხარისხის მაღალი დონე არ იკლებს.
აპიუს მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს მარტივი და ეფექტიანი გამოსავალი კანის მოვლის რუტინაში. ამიტომაც, აქტიურად ადევნებს თვალს მომხმარებელთა უკუკავშირს, რათა მზარდი და ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქცია.
A'pieu-ს პოპულარული პროდუქცია
ბრენდის ასორტიმენტს შორის ვხვდებით კრემებს, ნიღბებსა და დასაბან საშუალებებს. ასე ვთქვათ, აპიუ კანის მოვლის სრულ რუტინას ფარავს. თანაც აპიუ რამდენიმე ხაზს აწარმოებს — ასე აკმაყოფილებს განსხვავებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს.
- Madecassoside — ამ ხაზის პროდუქტების ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტია მადეკასოსიდი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნია. აპიუს მადეკასოსიდის ღამის ნიღაბი, ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და სიწითლის შემცირებას. ეფექტურად წმენდს კანს, ამშვიდებს და ატენიანებს მას, ვინაიდან წყლის ბაზასა და მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავს. ამავდროულად, Madecassoside ხაზის პროდუქცია თანამედროვე ფორმულებსა და კვლევებზეა დაფუძნებული.
- Mild Gel Cleanser — ეს ხაზი აერთიანებს დასაბან გელს, დასაბან ქაფს, აპიუს მიცერალურ წყალს, მაკიაჟის მოსაშორებელ ხელსახოცებსა და დასაბან ზეთს. მცენარეული ექსტრაქტების შემცველობით, თითოეული პროდუქტი იდეალურად აშორებს კანს მაკიაჟის ნარჩენებსა თუ ჭუჭყს. ამავდროულად, ატენიანებს და ამკვრივებს კანის ზედაპირს. თანაც არცერთი მათგანი არ შეიცავს პარაბენებს, პარფიუმსა თუ სხვა მავნე ქიმიკატებს.
- Honey — ამ ხაზის პროდუქციის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი თაფლია, რომელიც ცნობილია თავისი დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტით. შესაბამისად, აპიუს ტუჩის ზეთის გამოყენების შემდეგ კანი სიღრმისეულადაა დატენიანებული, რბილი და ელასტიკური ხდება. თანაც თაფლი ბუნებრივი ანტიბაქტერიული კომპონენტია, რაც ხელს უშლის ბაქტერიების ზრდასა და კანის დაზიანებას. ასევე, ეს პროდუქტები ცნობილია სასიამოვნო და ბუნებრივი სურნელით, რაც დამატებით სიამოვნებას სძენს გამოყენების პროცესს.
- Collagen — სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ამ ხაზის პროდუქტები შეიცავს კოლაგენს, რომელიც კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს; ამ ხაზის აპიუს ნაჭრის ნიღბები, დაბერების ნიშნებსაც ამცირებს. ამავდროულად, კოლაგენი ბუნებრივად აღადგენს ჰიდრატაციის დონეს, ტექსტურა კი რბილი, ერთგვაროვანი ხდება.
- Pore — ამ ხაზის პროდუქცია ფორების შემცირებასა და აღმოფხვრას უწყობს ხელს. შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ცნობილია გამწმენდი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. თანაც თითოეულ პროდუქტს სწრაფად მოქმედების უნარი აქვს, რაც ძალიან მოსახერხებელია დისკომფორტის მოსახსნელად. მაგალითად, პრაიმერი START UP ამცირებს ცხიმის გამოყოფას და ამშვიდებს მგრძნობიარე კანს. აბრეშუმისებრი ფორმულა კანს უფრო ბზინვარეს ხდის. ბუნებრივი ინგრედიენტები, როგორიცაა ჩაის ხის ზეთი და ლიმონის ბალახი ამშვიდებს და აღადგენს კანს.
- Creamy Mask — აპიუს ეს ნიღბები ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს, მეტ ელასტიკურობას სძენს მას. გამოირჩევა მდიდარი ტექსტურით, რომელიც კომფორტულად ნაწილდება კანზე და ქმნის ერთგვარ დამცავ შრეს. შეიცავს თაფლს, ავოკადოს ან ალოეს, რაც დამატებითი მკვებავია კანისთვის. მაგალითად, მადეკასოსიდი ღამის ნიღაბი აუმჯობესებს დაზიანებულ კანს. სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვან ნარჩენებს კანზე. სახის კრემი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს — Madecassoside და 40% წყალს Centella Asiatica-სგან.