Village11 არის კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც შეიქმნა 2016 წელს, სამხრეთ კორეაში. ბრენდის მიზანია, შექმნას კანის მოვლის ინოვაციური და ეფექტური პროდუქტები, რომლებიც ეფუძნება ბუნებრივ ინგრედიენტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. Village11 მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კოსმეტიკას, რომელიც აერთიანებს აზიურ ტრადიციულ სილამაზის პრაქტიკებსა და თანამედროვე, მეცნიერულ მიდგომებს.
ბრენდის მთავარი პრინციპები მოიცავს ბუნებრიობას, ინოვაციასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. მათი პროდუქტები დაფუძნებულია ნატურალურ ინგრედიენტებზე, როგორებიცაა მცენარეული ექსტრაქტები, ზღვის წყალმცენარეები და სხვა აქტიური კომპონენტები, რომლებიც მკვებავი და დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა. ამავდროულად, Village11 იყენებს ინოვაციურ ფორმულებსა და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტების ეფექტურობას კანის სხვადასხვა პრობლემის მოგვარების კუთხით.
ვილაჯ11 კონკურენტებისგან გამოირჩევა შემოქმედებითი და სახასიათო მიდგომით. ბრენდი იყენებს უნიკალურ, ხშირად ილუსტრაციულ შეფუთვებს, რაც ხელს უწყობს პროდუქტების დამახსოვრებას და მომხმარებელთან ემოციური კავშირის დამყარებას.
ბრენდი ყურადღებას აქცევს, რომ პროდუქტები იყოს ხელმისაწვდომი და უნივერსალური — ყველა ტიპის კანისთვის და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერისი.
Village11-ის პროდუქტების გამოყენებისას, თითქმის გამორიცხულია ალერგიის და გაღიზიანების განვითარება. ასევე, იცავს კანის ბუნებრივ მდგომარეობას. ბრენდი დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქციის წარმოების პროცესში გარემოსდაცვით პრინციპებს.
Village11-ის პოპულარული პროდუქცია
- მზისგან დამცავი სტიკი SPF50+ — მზისგან დამცავი SPF 50+ შეიცავს ვიტამინ E-ს, უნარჩუნებს კანს მთელი დღის განმავლობაში ტენიანობას. შეიცავს მაღალი ხარისხის მზისგან დამცავ ინგრედიენტებს და იცავს კანს UVA და UVB სხივების დაზიანებისგან. ნაზი ტექსტურით და ოდნავ მქრქალი საფარით, რომელიც კომფორტულად ერწყმის კანს, უზრუნველყოფს უნაკლო და უხილავ მზისგან დაცვას.
- ხელისა და ტანის ლოსიონი — Village11-ის მსუბუქი ვეგანური ხელისა და ტანის ლოსიონი, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, ანიჭებს მას სირბილესა და სასიამოვნო სურნელს. ევკალიპტისა და პაჩულის ზეთის ეთერზეთების ნაზავი იძლევა გამაგრილებელ და დამამშვიდებელ სურნელს. ძირითადი უპირატესობები: ხანგრძლივი დატენიანება. ჰიალურონის მჟავის კომპლექსი ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში, ხდის მას გლუვსა და რბილს დიდი ხნის განმავლობაში. იდეალური და უსაფრთხო ყოველდღიური გამოყენებისთვის. სილიკონის გარეშე, ფორმულა 87% ბუნებრივი ინგრედიენტებით უსაფრთხოა ყველაზე ნაზი კანისთვისაც კი.
- Skin ტონერი — კანს აშორებს ჭუჭყსა და მაკიაჟის ნარჩენებს, ასევე ინარჩუნებს ჰიდრატაციის დონეს. Village11-ის Skin ტონერი შეიცავს ბუნებრივ ექსტრაქტებსა და ჰიალურონის მჟავას, რაც კანის დატენიანებასა და დამშვიდებას უწყობს ხელს; რომ აღარაფერი ვთქვათ ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებასა თუ დისკომფორტის შეგრძნების მოხსნაზე. მისი რეგულარული გამოყენებით, კანი გლუვი და ერთგვაროვანი ტექსტურის ხდება.
- Hydro გელ-კრემი — გამოირჩევა თავისი მსუბუქი, გამაგრილებელი გელის ტექსტურით, რომელიც შექმნილია კანის ღრმა დატენიანებისთვის, ყოველგვარი სიმძიმის შეგრძნების გარეშე. Village11-ის Hydro გელის ტექსტურა სწრაფად შეიწოვება კანში, რაც იდეალურია ცხიმიანი ან კომბინირებული კანის მქონე ადამიანებისთვის, რომელთაც დამატენიანებელი სჭირდებათ, მაგრამ არ სურთ ცხიმიანი ან სქელი კრემების წასმა. გელ-კრემი შეიცავს ჰიალურონის მჟავას და ტენიანობის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს. ასევე, მდიდარია ბუნებრივი ექსტრაქტებით — მათი კომბინაცია ასუფთავებს და ამშვიდებს კანს, მცირდება გაღიზიანების რისკი; კანის ბუნებრივი ბარიერი კი მეტად ძლიერდება.
- Youth შრატი — სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ Village11-ის Youth შრატს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, რომელიც კანის ელასტიკურობას აუმჯობესებს. მასში შემავალი პეპტიდები, ჰიალურონის მჟავა და კოლაგენი ღრმად აღწევს კანის სტრუქტურაში და ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას. ინტენსიური დატენიანების უნარით, შრატი ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს კანს და აღადგენს მის ბუნებრივ ბარიერს. გარდა ამისა, შრატის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს — ასე იღებს უფრო გლუვ, ბზინვარე იერს.