Pic დაარსდა 1945 წელს, საფრანგეთში და თავიდან სახელი გაითქვა ხარისხიანი სამედიცინო პროდუქტების წარმოებით. დღეისათვის კი პიკი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია პირადი ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქციის ფართო სპექტრში.
ბრენდის ფილოსოფია, პირველ რიგში, ეფუძნება მომხმარებელთა უსაფრთხოებას. Pic მიზნად ისახავს ადამიანების ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათ შორის ისეთი პროდუქტების შექმნით, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურია, არამედ მაქსიმალურად მარტივია გამოსაყენებლადაც.
Pic-ის პროდუქტები მოიცავს შპრიცებს, ღრძილების მოვლის საშუალებებს, სათვალეებსა და პირადი ჰიგიენის ნივთებს. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია იყოს ხარისხიანი და სანდო, ამიტომ კომპანიამ დიდძალი ინვესტიცია მოახდინა თანამედროვე ტექნოლოგიებში.
Pic გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით. რეგულარულად ატარებს კვლევებს, რათა გააუმჯობესოს არჩევანი და დააკმაყოფილოს მომხმარებლების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი Pic-ის საქმიანობაში. ბრენდი ცდილობს, რომ მისი წარმოება იყოს მდგრადი და გარემოსდაცვითი პრინციპების ერთგული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
Pic-ის პოპულარული პროდუქცია
- AirFamily ნებულაიზერი — პიკის ნებულაიზერი გამოირჩევა ეფექტურობით, კომფორტითა და გამოყენების სიმარტივით. ის იდეალურია სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის — თანაც ოჯახის ყველა წევრზეა მორგებული, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. მოწყობილობა ულტრატექნოლოგიური დიზაინით გამოირჩევა, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამისი მედიკამენტი მარტივად გამოიყოს ორთქლის სახით და შემდეგ პირდაპირ ფილტვებში ჩავიდეს. ამრიგად, სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეები ადვილად გვარდება. ამავდროულად, პიკის ნებულაიზერი ჩუმი რეჟიმით მუშაობს — ეს განსაკუთრებით კომფორტულია ბავშვებისთვის, რომელთაც უმეტესად აშინებთ ხმაურიანი მოწყობილობები.
- წნევის აპარატები — პიკის წნევის აპარატები გამოირჩევა სიზუსტით, მარტივად გამოსაყენებელი ტექნოლოგიითა და კომფორტით. თითოეული მათგანი ისეა შექმნილი, რომ სწრაფი და ზუსტი შედეგები მიაწოდოს მომხმარებლებს, რაც აუცილებელია როგორც ყოველდღიური, ისე სამედიცინო გამოყენებისთვის. ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, აღნიშნული მოწყობილობები ე. წ. ინტუიციური დიზაინითა და მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. ერთადერთი, რაც მომხმარებელმა უნდა გააკეთოს, მანჟეტის სწორად მორგება და ღილაკზე თითის ერთი დაჭერაა. ამგვარი მიდგომის წყალობით, პიკის წნევის აპარატების გამოყენება ასაკოვანი ადამიანებისთვისაც ძალიან მარტივია. გარდა ამისა, Pic-ის წნევის აპარატები ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს ეყრდნობა — მათ შორისაა Pulse Arrhythmia Detection (PAD), რომელიც არითმიას აფიქსირებს და მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას აწვდის პოტენციური პრობლემების შესახებ. აღნიშნული ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც რეგულარულ კონტროლს საჭიროებენ.
- ჰაერის დამატენიანებელი — Pic-ის ჰაერის დამატენიანებელი გამოირჩევა ინოვაციური დიზაინით, სიჩუმითა და მარტივად გამოყენების შესაძლებლობებით, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად; განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები ან ალერგიით დაავადებული ადამიანები ცხოვრობენ. მისი მთავარი მახასიათებელია უნარი, ეფექტურად გააკონტროლოს ჰაერის ტენიანობა.