Phyto ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც 1960-იან წლებში პატრიკ ალეს მიერ დაარსდა. ბრენდის შექმნის მიზანი იყო თმის მოვლისა და სამკურნალო პროდუქტების შეთავაზება, რომლებიც დაფუძნებული იქნებოდა ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტების გამოყენებაზე. პატრიკ ალესმა, რომელიც პროფესიონალი სტილისტი იყო, პირველად შეამჩნია ქიმიური პროდუქტების მავნე გავლენა თმაზე და სცადა, შეექმნა ალტერნატივა, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებით უზრუნველყოფდა თმის ჯანმრთელობას.
Phyto-ს ძირითადი პრინციპებია ბუნებრიობა, უსაფრთხოება და მეცნიერების მხარდაჭერა. ბრენდი იყენებს მცენარეული ინგრედიენტების უნიკალურ კომბინაციებს, რათა შეიმუშაოს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს თმის სიჯანსაღესა და ბზინვარებას, დაზიანების პრევენციასა და თმის ზრდის სტიმულირებას. ამიტომაც, ფიტოს ფორმულები ბუნებრივია და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა პარაბენები, სილიკონები და სულფატები.
ამავდროულად, ბრენდის ყველა პროდუქტი შექმნილია ისე, რომ იყოს ეკოლოგიურად სუფთა და მინიმუმამდე შეამციროს გარემოზე ზემოქმედება. მრავალწლიანი კვლევები და დერმატოლოგიური ტესტირება Phyto-ს პროდუქტებს მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას სძენს, რაც მას განსაკუთრებულად აქცევს თმის მოვლის სფეროში. Phyto ასევე გამოირჩევა თმის მკურნალობის პროდუქტების ფართო სპექტრით, რომელიც ეხმარება თმის ცვენის, სიმშრალის, დაზიანებისა და სხვა პრობლემების მოგვარებაში.
Phyto-ს პოპულარული პროდუქცია
- თმის ნიღაბი დაცვა — თმის ნიღაბი განკუთვნილია შეღებილი და მელირებული თმისთვის. პეპტიდების კომპლექსი უზრუნველყოფს ფერის ხანგრძლივ დაცვას ბზინვარებისა და ინტენსივობისთვის, აღადგენს შეღებვისას დასუსტებულ თმას. იცავს მავნე გარე ფაქტორებისგან და ხელს უშლის საღებავის ჩამორეცხვას. ინგრედიენტების 97% ბუნებრივი წარმოშობისაა. ბრინჯის პეპტიდების კომპლექსი იცავს ფერის ინტენსივობას. ფერს ბზინვარებას მატებს მცენარეული ტანინები და მზესუმზირას ყლორტების ექსტრაქტი. კარანჯის ზეთი კვებავს ფესვებიდან წვერებამდე. ორგანული თეთრი ბალბის ექსტრაქტი უზრუნველყოფს ბზინვარებას. პროდუქტი არ შეიცავს სილიკონებს, სულფატებს და საღებავებს.
- თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულა — განკუთვნილია პროგრესირებადი თმის ცვენის მკურნალობისთვის ქალებში. გამოიყენება ასაკთან, მემკვიდრულ ფაქტორთან ან მენოპაუზისთან დაკავშირებული თმის ცვენის დროს. დაპატენტებული ინოვაციის შედეგად Phytocyane-ის პროგრესირებადი თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება განკუთვნილია 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობის თმის ცვენის მქონე ქალებისთვის. გააჩნია ცვენის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს თმის ზრდას და სიმტკიცეს. ეს საშუალება ავლენს ეფექტს პირდაპირ ფესვზე, რათა ეფექტურად შეანელოს თმის ცვენა და ასტიმულირებს ზრდას. Phytocyane პროგრესული თმის ცვენის სამკურნალო ფორმულა შედგება 99% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან. შეიცავს ლუპინის ჰიდროლიზატს, რომელიც ებრძვის ფესვის განლევას და თმის შეთხელებას. ორგანული maca-ს ექსტრაქტი დადებითად მოქმედებს ზრდის თმის ციკლზე, აძლიერებს თმის ფესვს და ხელს უწყობს მის შენარჩუნებას ზრდის ფაზაში. ტიტების ექსტრაქტი აძლიერებს თმის სტრუქტურას. მარტივი გამოსაყენებელია, არ აქვს ცხიმიანობის და წებოვნების ეფექტი.
- თმის სპრეი აღმდგენი — იცავს თმის ღერებს მტვრევისგან 230°C-მდე სიმხურვალის ხელსაწყოს გამოყენებისას. აღადგენს და არბილებს თმის ღერის გარსს. ფორმულა შეიცავს ბიომიმეტურ კომპლექსს „კერატინი A18+“-ს: კერატინი, რომელიც შედგება 18 გაძლიერებული ამინომჟავისგან, მოქმედებს როგორც შიდა ბოჭკოვანი შემავსებელი, რათა ხელახლა შექმნას მასალა თმის გულში და აღადგინოს დაზიანებული ბოჭკო. შავი შვრიასა და ლუპინისგან დამზადებული მცენარეული კერატინი გაჯერებულია ამინომჟავებით და ბუნებრივად ჯანსაღი თმის სიძლიერის გარანტიას იძლევა. თეთრი ბალბის ექსტრაქციის წყალობით თმას ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას. არ შეიცავს სილიკონებსა და საღებავებს.
- PHYTOSQUAM შამპუნი — ფიტოს შამპუნი დამზადებულია შავი წიწაკისა და გაიანას ხის ექსტრაქტებით - მაღალი ხარისხის მცენარეული კომპლექსი ასუფთავებს სკალპს და თმას ქერტლისგან, იცავს თმისა და კანის ბარიერს. უნიკალური ფორმულა ერთდროულად ებრძვის ქერტლს და უზრუნველყოფს ლამაზ თმასთან. შამპუნი ატენიანებს და ხელს უწყობს ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას. განკუთვნილია 2 კვირის განმავლობაში გამოყენებისთვის.
- თმის საღებავები — ფიტოს თმის საღებავები გამოირჩევა მცენარეული და ნატურალური ინგრედიენტებისმაღალი შემცველობით, რაც უზრუნველყოფს თმის ნაზ და უსაფრთხო შეღებვას. თავისუფალია ისეთი მავნე ქიმიკატებისგან, როგორებიცაა სულფატები, პარაბენები და ამიაკი. შესაბამისად, შეღებვის დროს მცირდება თმის დაზიანების რისკი. Phyto-ს თმის საღებავები შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც თმის დატენიანებასა და გამოკვებას უწყობს ხელს — ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერის შეცვლისას. მდიდარია საზამთროს, ჟოჟობასა და ევკალიპტის ზეთებით. რაც შეეხება ფერს, საღებავის ეფექტი საკმაოდ მდგრადია და დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება მისი ბზინვარება.