

იტალიური თმის მოვლის ბრენდი Kaypro 1980-იან წლებში გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. დაარსების დღიდან დღემდე ბრენდის ამოსავალი წერტილი პროფესიონალური პროდუქტების წარმოებაა — მისი შამპუნები, კონდიციონერები თუ სამკურნალო საშუალებები მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
იტალიური თმის მოვლის ბრენდი Kaypro 1980-იან წლებში გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. დაარსების დღიდან დღემდე ბრენდის ამოსავალი წერტილი პროფესიონალური პროდუქტების წარმოებაა — მისი შამპუნები, კონდიციონერები თუ სამკურნალო საშუალებები მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ზოგადად, კეიპროს ხედვა სწორედ ხარისხსა და ინოვაციაზეა დაფუძნებული. ბრენდის წარმომადგენლები ცდილობენ, შექმნან პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურია კონკრეტული საჭიროებებისთვის, არამედ აჯანსაღებს და ალამაზებს თმას. ამიტომაც, კეპრო უდიდეს ყურადღებას უთმობს კვლევასა და განვითარებას — ასე იქმნება ფორმულები, რომლებიც ყველა ტიპის თმისთვის ეფექტიანია.
Kaypro-ს წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯანსაღი თმა არის არა მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არამედ მნიშვნელოვანი ასპექტი საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. ამისათვის კი მხოლოდ ხარისხიანი, პროფესიონალური პროდუქტების გამოყენებაა საჭირო. ხოლო იმისათვის, რომ ამა თუ იმ პროდუქტს შესაბამისი ეფექტი ჰქონდეს, აუცილებელია, ინდივიდუალურად დადგინდეს თმის ტიპი თუ საჭიროებები.
ბრენდი საკმაოდ მრავალფეროვან, სხვადასხვა სახის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს. დაწყებული შამპუნებით, დასრულებული კონდიციონერებითა და ნიღბებით, თითოეული მათგანი იდეალურად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შამპუნების pH დონე სპეციალურად არის მორგებული თმისა და თავის კანის ბუნებრივ ბალანსზე. ამავდროულად. კეიპროს შამპუნების უმეტესობა ისეა შემუშავებული, თმას გარემოს მძიმე გავლენისგან იცავს — როგორც დაბინძურებისგან, ისე UV სხივებისგან.
მთლიანობაში, კეიპროს კონდიციონერები უზრუნველყოფს თმის ღერის დატენიანებას. ასევე, ბევრი მათგანი თმას სხვადასხვა გარემოფაქტორებისგან იცავს — მათ შორის ტემპერატურული ცვლილებებისა და დაბინძურებისგან.
გარდა ამისა, კეიპროს საღებავები წარმოდგენილია როგორც ხანგრძლივი მოქმედებისთვის, ისე გადაუდებელი საჭიროებისთვის (თხევადი). თითოეული მათგანი კი ცნობილია მდგრადობით.
საგულისხმოა, რომ Kaypro არა მხოლოდ ქალებისთვის უშვებს აღნიშნულ პროდუქტებს, არამედ მამაკაცებისთვისაც.