

Huggies მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია საფენების, სველი ხელსახოცებისა და სხვა საბავშვო პროდუქტების წარმოების კუთხით. მისი ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ, Kimberly-Clark Corporation–მა, სფეროში რევოლუციის მოხდენა გადაწყვიტა.
Huggies მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია საფენების, სველი ხელსახოცებისა და სხვა საბავშვო პროდუქტების წარმოების კუთხით. მისი ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც ამერიკულმა კომპანიამ, Kimberly-Clark Corporation–მა, სფეროში რევოლუციის მოხდენა გადაწყვიტა.
ჰაგისის პირველმა საფენმა გამოსვლისთანავე დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა ინოვაციური დიზაინის ხარჯზე. ბრენდმა მალევე ჩაანაცვლა იმ დროისთვის გავრცელებული, უფრო უხეში და ნაკლებად კომფორტული ალტერნატივები.
ჰაგისის ძირითადი ფილოსოფია ეფუძნება მშობლების მხარდაჭერას და ბავშვების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ბრენდი ითვალისწინებს, რომ ბავშვის მოვლა ზოგჯერ ძალიან დამღლელია, ამიტომ მისი მიზანია, მშობლებისთვის შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამ პროცესს უფრო მოსახერხებელს და სასიამოვნოს გახდის.
კომპანია ძალიან ბევრ კვლევას ატარებს, რათა უკეთესად შეიცნოს მშობლებისა და ბავშვების საჭიროებები და სურვილები. ისინი აქტიურად ითვალისწინებენ მომხმარებელთა აზრებს და მუდმივად აუმჯობესებენ პროდუქციას.
ჰაგისის საფენები გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური თვისებით. პირველ რიგში, აღსანიშნავია დიზაინი. ბრენდი ცდილობს, რომ პროდუქტი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელი — თხელი და ელასტიკურია რაც ბავშვების მოძრაობას არ აფერხებს.
ჰაგისი მონაწილეობს მრავალ სოციალურ პროექტსა და კამპანიაში, რომლებიც განკუთვნილია ბავშვის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს, რომ მაქსიმალურად შეამციროს გარემოზე ზეგავლენა. ამისათვის იყენებს ბიოდეგრადირებად მასალებს და მდგრადი წარმოების მიდგომებს.
ჰაგისი გამოირჩევა თავისი უნიკალური მიდგომით. სარეკლამო კამპანიებში ყოველთვის ასახულია ბავშვებისა და მშობლების თბილი ურთიერთობა. ბრენდის პოპულარობა და სანდოობა განპირობებულია იმით, რომ ისინი რეგულარულად ახდენენ ინვესტიციას კვლევებსა და განვითარებაში. მათი პროდუქტები კი ხშირად კონკურენტებთან შედარებით უფრო მაღალი ხარისხისაა, რაც მას მომხმარებლისთვის ერთ-ერთ ფავორიტ ბრენდად აქცევს.
ჰაგისი ბავშვთა ჰიგიენისთვის აუცილებელ ბევრ პროდუქტს აწარმოებს, თითოეული მათგანი კი პატარების საჭიროებებს იდეალურად ერგება. დაწყებული ბავშვის საფენებით, დასრულებული სველი ხელსახოცებით, ყველაფერი მეცნიერული კვლევების საფუძველზეა შემუშავებული. რამდენიმე განსაკუთრებით პოპულარულ და მოთხოვნად პროდუქტს კი აქ განვიხილავთ.