Echosline იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მისი შექმნის მიზანი სტილისტებისთვის მაღალი ხარისხისა და ეფექტიანი პროდუქციის მიწოდება იყო — სილამაზესთან ერთად, თმის სიჯანსაღეზეც რომ ეზრუნათ. დაარსების დღიდან ბრენდი ეფუძნება ინოვაციას, რაც მუდმივ განვითარებასა და თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაზე მორგებაში გამოიხატება.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ეკოსლაინი ძირითადად ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაზე ფოკუსირდება — თმის მოსავლელად სამეცნიერო და კოსმეტიკური მიდგომების სინთეზს გვთავაზობს. შესაბამისად, ბრენდის პროდუქცია არა მხოლოდ ვიზუალური ეფექტებისთვის არის განკუთვნილი, არამედ რეალური შედეგების მიღწევაში ეხმარება მომხმარებლებს.
საგულისხმოა, რომ ეკოსლაინის პოპულარობას მეტწილად მისი ფართო ასორტიმენტი განაპირობებს — დაწყებული სტანდარტული პროდუქტებით (შამპუნები, კონდიციონერები, ნიღბები), დასრულებული სპეციალური ხაზებით, რომლებიც კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული; იქნება ეს თმის ცვენისთვის, ფერის დაცვისთვის თუ თმის აღდგენისთვის განკუთვნილი პროდუქცია.
მთლიანობაში, Echosline-ის პროდუქტები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და პროფესიონალების ნდობასაც იმსახურებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის პოზიციებს აძლიერებს.
ეკოსლაინის რამდენიმე პროდუქტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებსა და პროფესიონალ სტილისტებში.