Dr. Brown's არის ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს, მისურის შტატში, დოქტორ კრეიგ ბრაუნის მიერ. ბრენდი ცნობილი გახდა თავისი ინოვაციური პროდუქციის წყალობით, რომელიც შექმნილია ბავშვთა კვების პროცესის გაუმჯობესებისთვის და პატარების ჯანმრთელობის დასაცავად. შესაბამისად, ბრენდის ძირითადი ფილოსოფია ორიენტირებულია ჯანმრთელობასა და კომფორტზე.
Dr. Brown's-ის პროდუქცია, თავიანთი უნიკალური მახასიათებლებით, შექმნილია ისე, რომ ამცირებს კოლიკის, გაზებისა და მუცლის შებერილობის პრობლემებს, რაც ხშირია ახალშობილთა კვების პროცესში.
Dr. Brown's-ის წყლის ბოთლის მთავარი უპირატესობა მისი ვენტილაციის სისტემაა, რომელიც ბოთლს ჰაერისგან ათავისუფლებს, რაც ხელს უშლის გაზების წარმოქმნას ბავშვის მუცელში. ეს თავისთავად განაპირობებს პროდუქტის ფართო გამოყენებას მშობლების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ბრენდი არა მხოლოდ ბოთლების ხაზითაა ცნობილი, არამედ მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. ესენია: საწოვრები, სტერილიზატორები, ბავშვის საკვების კონტეინერები და სხვადასხვა აქსესუარი, რომლებიც მშობლების ყოველდღიურობას ამარტივებენ.
დოქტორ ბრაუნი გამოირჩევა თავისი სამედიცინო საფუძვლებზე დაფუძნებული მიდგომითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით, რაც ბავშვის კვების პროცესში ნამდვილად უნიკალური დამხმარე საშუალებაა მშობლებისთვის.
Dr. Brown's-ის პოპულარული პროდუქცია
- საკვების ბოთლი — Dr. Brown's-ის ბავშვის საკვები ბოთლები გამოირჩევა მათი უნიკალური ვენტილაციის სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის კვების დროს ჰაერის ჩაყლაპვის მინიმიზაციას. ეს სისტემა პატარას ეხმარება, თავიდან აიცილოს კოლიკის, გაზებისა და მუცლის დისკომფორტის განვითარება, რაც ხშირად დაკავშირებულია ჰაერის გადაჭარბებულ ჩაყლაპვასთან. ამასთან, ბოთლები უმაღლესი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული, რომელიც სრულიად უსაფრთხო და გამძლეა. არ შეიცავს BPA-ის ან სხვა მავნე ქიმიკატებს, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბავშვის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
- მატყუარა — დოქტორ ბრაუნის მიერ წარმოებული მატყუარა ორთოდონტიული და ბავშვის პირის ღრუს განვითარებისთვის ოპტიმალური დიზაინით გამოირჩევა. შედეგად, პატარების ყბისა და კბილების სწორ ფორმირებას უწყობს ხელს. ამასთან, ბუნებრივის წოვის რეფლექსის დაკმაყოფილებასაც უზრუნველყოფს. მატყუარები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან, რაც უზრუნველყოფს რბილ და კომფორტულ შეგრძნებას. გამოირჩევა ჰაერის ვენტილაციის მექანიზმითაც — ხელს უშლის წნევის წარმოქმნასა და ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას. მატყუარები არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა BPA, PVC, ან ფტალატები.
- ღრძილის მასაჟორი — Dr. Brown's-ის ღრძილის მასაჟორები გამოირჩევა უსაფრთხო და ბავშვისთვის კომფორტული დიზაინით, რომელიც შექმნილია სპეციალურად პატარების მტკივნეული ღრძილების დასამშვიდებლად და კბილების ამოჭრის პროცესის გასამარტივებლად. მათი მთავარი გამორჩეულობა არის ორთოდონტიული ფორმა, რომელიც იდეალურად ერგება ბავშვის პირს. მასაჟორები დამზადებულია სილიკონის რბილი და მოქნილი მასალისგან, რაც პატარებს საშუალებას აძლევს, კომფორტულად და უსაფრთხოდ გამოიყენონ კბილების ამოსვლის პროცესში. ეს მასალა არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა BPA, PVC და ფტალატები, რაც დამატებით უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას. Dr. Brown's-ის ღრძილის მასაჟორები ასევე გამოირჩევა ტექსტურირებული ზედაპირით, რომელიც ეფექტურად ამასაჟებს ღრძილებს და ამცირებს ტკივილს. მათი კომპაქტური და ადვილად დასაჭერი დიზაინი კი ბავშვებს ეხმარება, მარტივად მოარგონ მასაჟორები პირის ღრუს ფორმას და დამოუკიდებლად გამოიყენონ.