Dodie არის ფრანგული ბრენდი, რომელიც დაარსდა 1957 წელს. ის სპეციალიზებულია ახალშობილებისთვის განკუთვნილი პროდუქტების შექმნაში. Dodie ცნობილია იმით, რომ ის ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც შექმნა სპეციალური ანატომიური საწოვარა. ეს ინოვაცია გახდა ბრენდის წარმატების საფუძველი და დღემდე ითვლება მის უპირატესობად.
ბრენდის ძირითადი ფილოსოფია ემყარება ბავშვისა და დედის კომფორტის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს უსაფრთხო, ბუნებრივი და მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტების წარმოებას. დოძიე ცდილობს, გააუმჯობესოს მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება, რისთვისაც იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს, თანამედროვე დიზაინსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბრენდი წარმოებისას იცავს მკაცრ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უმაღლეს დონეს.
Dodie-ის მთავარი უპირატესობაა მისი ისტორიული გამოცდილება და მუდმივი ინოვაციები. ბრენდი მუდმივად აუმჯობესებს პროდუქციას, იმისათვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლების მოთხოვნები. ბრენდი აწარმოებს ბოთლებს, საწოვარებს, სველ ხელსახოცებს, საფენებსა და ჰიგიენის საშუალებებს. მათი პროდუქცია ცნობილია გამძლეობით. Dodie-ის ბოთლები და საწოვარები ამცირებენ გაზების, კოლიკისა და მუცლის შებერილობის რისკს.
ბრენდი ყურადღებას აქცევს უმცირეს დეტალებსაც, რითაც ძალიან დიდ ნდობას იმსახურებს მშობლების მხრიდან, რასაც მოწმობს მისი გრძელვადიანი ყოფნა ბაზარზე და დადებითი გამოხმაურებები მომხმარებლებისგან.
Dodie-ის პოპულარული პროდუქცია
- საკვების ბოთლები — დოძიეს საკვების ბოთლები გამოირჩევა სპეციალურად შემუშავებული ორთოდონტიული საწოვრებით, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს სწორ განვითარებას. ამასთან, იმეორებს დედის ძუძუს ფორმას, რაც ბუნებრივი წოვის პროცესს უზრუნველყოფს. შესაბამისად, განკუთვნილია როგორც ლაქტაციის, ისე ბოთლით კვების კომბინაციისთვის — ასე პატარები ადვილად ერგებიან კვების ორივე სტილს. Dodie-ის ბოთლები ასევე გამოირჩევა ანტიკოლიკის ვენტილაციის სისტემით, რომელიც ამცირებს ჰაერის ჩაყლაპვას კვების დროს. ეს მექანიზმი ხელს უწყობს ბავშვის მუცლის დისკომფორტის, გაზებისა და კოლიკის პრევენციას. ბოთლები დამზადებულია უსაფრთხო და მავნე ქიმიკატებისგან თავისუფალი მასალებით (BPA-ს გარეშე). მათი ერგონომიული დიზაინი კი ადვილად გამოსაყენებელს ხდის ბავშვებისთვის.
- მატყუარა — დოძიეს მატყუარებიც ორთოდონტიული დიზაინით გამოირჩევა, რომელიც ბავშვის პირის ღრუსა და ყბის სწორი განვითარებისთვისაა შექმნილი. საწოვარები ფართო, ასიმეტრიული ფორმისაა და ბავშვის პირის ბუნებრივ ანატომიას ერგება, რაც კბილებზე ზეწოლასაც ამცირებს. ასევე, ხელს უწყობს ღრძილებს ჯანმრთელობას. ამასთან, დოძიეს მატყუარები დამზადებულია მაღალი ხარისხის სილიკონისკან. არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, BPA-სა და სხვა ქიმიკატებს. ბოთლების მსგავსად, მატყუარებსაც ჰაერის ვენტილაციის მექანიზმი აქვს. განკუთვნილია როგორც ახალშობილებისთვის, ისე უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის. მათი სხვადასხვა ზომა კი პატარების პირის განვითარების ეტაპების შესაბამისადაა შემუშავებული.
- ქოლდ კრემი — Dodie-ის Cold Cream გამოირჩევა თავისი დელიკატური და დამამშვიდებელი ფორმულით, რომელიც განკუთვნილია ბავშვის მგრძნობიარე კანის დაცვისა და მოვლისთვის. აერთიანებს ინტენსიურ დამატენიანებელ და დამცავ თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის კანის ბარიერის გაძლიერებას, განსაკუთრებით მშრალ და გამაღიზიანებელ გარემო პირობებში. აღნიშნული კრემი შეიცავს ბუნებრივ ინგრედიენტებს, როგორებიცაა ზეთები და ცვილი — ისინი ღრმად ატენიანებს კანს და ხელს უშრობს მის გამოშრობას. სწრაფად შეიწოვება, არ ტოვებს წებოვნების ან ცხიმიანობის შეგრძნებას. კრემი იდეალურია მშრალი, გაღიზიანებული ან მგრძნობიარე კანის მოსავლელად. განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა კანი დამატებით დაცვას საჭიროებს ქარის, სიცივის ან სხვა გამაღიზიანებელი გარემო პირობებისგან. მისი ჰიპოალერგიული ფორმულა ქმნის დამატებით უპირატესობას, რადგან ის მინიმუმამდე ამცირებს ალერგიული რეაქციების რისკს.