Biorepair არის იტალიური ბრენდი, რომელიც 2006 წელს დაარსდა ფოკუსირებულია პირის ღრუს ჰიგიენის პროდუქტებზე — განსაკუთრებით კბილის პასტებზე, რომლებიც კბილის ემალის აღდგენისკენაა მიმართული. ბრენდის შექმნის მიზანი მომხმარებლებისთვის ინოვაციური და ეფექტიანი გადაწყვეტების შეთავაზება იყო, რათა კბილების მოვლის რუტინა უფრო სასიამოვნო გამოცდილებად ექციათ.
ბრენდის ფილოსოფია და მთავარი პრინციპები ემყარება კბილის ემალის აღდგენასა და ღრძილების დაცვას. ამისათვის ბიორეპაირი იყენებს მიკრორეპარის ტექნოლოგიას, რომელიც შეიცავს ბიოაქტიურ მიკროქრისტალებს, რაც ხელს უწყობს კბილების დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას.
Biorepair-ის მიზანია, კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვისას მომხმარებლებს შესთავაზოს პრევენციული და აღდგენითი ეფექტი, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ გართულებები და შეინარჩუნონ ჯანსაღი ღიმილი.
Biorepair-ის პოპულარული პროდუქცია
- ბიორეპაირის კბილის პასტა Intensive — აღადგენს კბილის მინანქარს, ხურავს მილაკებს და ხელს უშლის თერმული სტიმულების შეღწევას კბილის ნერვში. MicroRepair არის ჰიდროქსიაპატიტისგან შემდგარი ნაწილაკები, რომელთა შემადგენლობა ძალიან ჰგავს კბილის მინანქარს. ეს მსგავსება microRepair-ს ანიჭებს ბიომიმეტურ თვისებას, რომლის წყალობითაც მიკრონაწილაკები ინტეგრირდება მინანქართან და დენტინთან, რაც იწვევს რემინერალიზაციისა და აღმდგენი აქტივობას.
- ბიორეპაირის პერიობიომა მუსი — ინოვაციური მუსის რბილი კონსისტენცია დელიკატურად ეკვრის გაღიზიანებული პირის ღრუს ლორწოვან გარსს, იდეალურია ღრძილებიდან სისხლდენის დროს, აქვს დამამშვიდებელი და დამცავი მოქმედება. ფორმულა შედგება უნიკალური microrepair ВIOMA ნაწილაკებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ღრძილებისა და ემალის აღდგენას, გამდიდრებულია პრობიოტიკებით, რომლებიც ხელს უწყობენ პირის ღრუს მიკრობიოტის ბალანსის აღდგენას.
- ბიორეპაირის პაროდონტგელი — ინტენსიური დამამშვიდებელი გელი უზრუნველყოფს ანთებითი და სისხლმდენი ღრძილების სწრაფ გამოჯანმრთელებას და აღდგენას, შეიცავს თუთიის PCA-ს რაც ანტიბაქტერიულ ეფექტით, ლაქტოფერინს - ანტიოქსიდანტური და რეგენერაციული, ჰიალურონის მჟავას კი დამატენიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით, რეკომენდებულია მგრძნობიარე ღრძილების, ორთოპედიული და ორთოდონტიული კონსტრუქციებით ღრძილების დაზიანებისას, გინგივიტი და პაროდონტიტის, დენტალური იმპლანტაციების დროს. არ შეიცავს SLS, პარაბენებს, ფტორს, აბრაზივებს.
- ბიორეპაირის პერიობიომა საღეჭი რეზინი — Biorepair PERIBIOMA PRO საღეჭი რეზინები, მათი ინოვაციური ფორმულით, ხელს უშლის გინგივიტის და პაროდონტიტის სიმპტომებს და მიზეზებს, პრობიოტიკები უზრუნველყოფს პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორას, ვიტამინი C და D3 კი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს გვაძლევს. ასევე შეიცავს microRepair ჰიდროქსიაპატიტის მიკროკრისტალები აღადგენს მინანქარს.
- ბიორეპაირის კბილის ჯაგრისი ღრძილების პათოლოგიისთვის — ბიორეპაირის კბილის ჯაგრისი კბილის ღრმა წმენდისთვის სპეციალურად ღრძილების პათოლოგიისა და იმპლანტებისთვის 9180 ჯაგრისულით. ჯაგრისი მოწყობილია სპეციალურად კბილების ვერტიკალური წმენდისთვის. გასამმაგებული ჯაგრულების ორმაგი განლაგება და პატარა თავი ხელს უწყობს კბილების ზედაპირიდან უფრო მეტი ნადების მოცილებას მინანქრისა და ღრძილის ხაზის დაზიანების გარეშე. დახრილი და მოძრავი ერგონომიული სახელური კბილის სწორად გახეხვის ტექნიკის დაცვის საშუალებას იძლევა.