თავდაჯერებულობისა და სისუფთავის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საკუთარ სხეულზე, თმაზე და ჰიგიენაზე მუდმივი ზრუნვა. ქალისა და მამაკაცის ჰიგიენური საშუალებების ფართო ასორტიმენტს სწორედ აქ აღმოაჩენ. მათ შორისაა, სახის მოვლის (როგორიცაა დამატენიანებელი, გამწმენდი, ტონერი და შრატი), თმის მოვლის (როგორიცაა შამპუნები, კონდიციონერები, ნიღბები და სხვ.) და ტანის მოვლის საშუალებები (მათ შორის ტანის კრემი, დეოდორანტები და სხვ.).
დაათვალიერე 160-ზე მეტი ბრენდის პროდუქტი PSP.GE-ზე და აღმოაჩინე შენზე მორგებული ჰიგიენური საშუალებები.
ქალებისთვის
ქალის ჰიგიენა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენ გთავაზობთ აუცილებელი პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც შექმნილია სისუფთავის, კომფორტისა და თავდაჯერებულობისთვის ყველა ასაკის ქალისთვის. აქ აღმოაჩენ მენსტრუალური, ინტიმური ჰიგიენის პროდუქტებს და ყველა იმ წვრილმან ჰიგიენურ საშუალებებს, რომელიც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
მნიშვნელოვანია, სახის კანისა და თმის ჯანმრთელობა. მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული სახის კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად აღმოაჩენ შენზე მორგებულ პროდუქტებს.
ასევე, თმასაც ესაჭიროება განსაკუთრებული, აუცილებელი საკვები ნივთიერებები, თმის ნიღბები, ზეთები და შრატები, რათა შეინარჩუნოს სიჯანსაღე და ბზინვარება. აქვე იპოვი თმის მოვლის საშუალებებს ნებისმიერი ტიპის სკალპისთვის.
ბზინვარე თმა, ჯანმრთელი ფრჩხილები, გარუჯული, თუმცა დატენიანებული კანი არამხოლოდ ესთეტიკურია, არამედ სხეულის ჯანმრთელობას უსვამს ხაზს. ესენსი, ზიაია, მისშა, ავენი, კოდალი, ვიში - მცირე ჩამონათვალია მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისა, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი, როცა საქმე ჰიგიენასა და ჯანმრთელ სხეულს ეხება.
მამაკაცებისთვის
PSP.GE ზრუნავს, როგორც ქალების, ისევე მამაკაცების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე. მამაკაცის ჰიგიენაზე ზრუნვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წვერისა და თმის მოვლაა. თმის სწორი მოვლა მოიცავს შამპუნთან ერთად, კონდიციონერის, და სხვა თმის ტიპზე მორგებული პროდუქტის, მოხმარებას, რათა შენარჩუნდეს სუფთა სკალპი და თმა გამოიყურებოდეს ჯანსაღად.
თმის მსგავსად წვერიც მოითხოვს რეგულარულ დაბანას, კონდიცირებასა და მოვლის ყოველდღიურ რუტინას, რის საშუალებასაც ევროპული ბრენდების წვერის მოვლის პროდუქტები მოგცემთ. წვერის ზეთი ან ბალზამი კი დაგეხმარებათ წვერის დატენიანებასა და ჯანსაღ ზრდაში. ეს პროდუქტები, როგორც წესი, შეიცავს მკვებავ ინგრედიენტებს.
*მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თქვენი წვერის სისუფთავე, ხშირმა დაბანამ შეიძლება წვერს ჩამოაშოროს ბუნებრივი ზეთები და გამოიწვიოს სიმშრალე და გაღიზიანება.
აქვე იპოვი საპარს და პარსვის შემდგომ საშუალებებს იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც წვერს არ ატარებენ. 100-მდე პროდუქტს შორის შეძლებ შეარჩიო შენს კანზე მორგებული პროდუქტი, რომელიც შეუწყობს ხელს კანის დამშვიდებასა და დატენიანებას. გარდა ამისა, სახის კანის ინტენსიური მოვლისთვის შეგიძლია გამოიყენო რიტუალსის, ჰისის, რესიფის, და სხვა წამყვანი ბრენდების მოვლის საშუალებები.
იშოპინგე PSP–სთან ერთად და იზრუნე სილამაზეზე, ჯანმრთელობასა და ჰიგიენაზე. ასაკისა და სქესის მიუხედავად, აქ აღმოაჩენ შენზე მორგებულ სახის, ტანის, თმის თუ თვალების მოვლის პროდუქციას. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.