Uriage არის ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც დაარსდა 1992 წელს და დაფუძნებულია უნიკალურ თერმულ წყლებზე, რომლებიც სათავეს იღებს ალპებიდან. მისი დაარსების მიზანი იყო ბუნებრივი ინგრედიენტებით შედგენილი კანის მოვლის ეფექტური საშუალებების შექმნა, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პრობლემას მოერგებოდა.
ურიაჟის თერმული წყლები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მათი დამამშვიდებელი და სამკურნალო თვისებების გამო. ის მდიდარია მინერალებით, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი და სილიციუმი. ურიაჟის ბრენდმა ეს ბუნებრივი რესურსი მეცნიერულად შეისწავლა და მისი ინტეგრაცია მოახერხა თავის პროდუქტებში.
ბრენდის ფილოსოფია ეყრდნობა სამ ძირითად პრინციპს: ბუნებრიობა, მეცნიერული კვლევებზე დაფუძნებული ეფექტურობა და უსაფრთხოება. მათი პროდუქცია, ძირითადად, ორიენტირებულია კანის გაჯანსაღებაზე, მისი ბუნებრივი ტენიანობის შენარჩუნებასა და გაღიზიანების შემცირებაზე. Uriage-ის მიზანია ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს კანის ბუნებრივ ბალანსს და კომფორტს ყოველდღიური გამოყენებისას.
ურიაჟი ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს მგრძნობიარე და დაზიანებული კანის მოვლას, ამიტომაც მისი კრემები და მალამოები ხშირად გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ბრენდის პროდუქცია არის ჰიპოალერგიული, არ შეიცავს პარაბენებს და დერმატოლოგიურად სრულად ტესტირებულია.
Uriage გამოირჩევა ეკოლოგიურად პასუხისმგებლობიანი მიდგომით. კომპანია არა მხოლოდ იყენებს თერმული წყლების უნიკალურ თვისებებს, არამედ ინარჩუნებს ამ წყლების სისუფთავესა და მდგრადობას.
Uriage-ის პოპულარული პროდუქცია
- თერმული წყალი — ურიაჟის თერმული წყალი უნიკალური მინერალური შემადგენლობით გამორჩევა, რომელიც ფრანგული ალპების სიღრმეებიდან მოდის. მისი მთავარი გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ სრულად შეესაბამება ადამიანის ორგანიზმის უჯრედულ ბალანსს. შესაბამისად, კანი მაქსიმალურად შეითავსებს, რათა ბუნებრივი ჰიდრაცია აღდგეს და არ ზედაპირზე წებოვანი ან ცხიმოვანი კვალი არ დარჩეს. ამავდროულად, ურიაჟის თერმული წყალი მდიდარია მინერალებითა და მიკროელემენტებით — შესაბამისად, ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტითა და დაცვის უნარით. ამიტომაცაა, რომ მგრძნობიარე, გაღიზიანებული ან გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის იდეალური პროდუქტია — ეფექტურად ამცირებს სიწითლეს, აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას და ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას. დამატენიანებელი და გამაგრილებელი ეფექტები ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, რაც Uriage Thermal Water-ს გამოარჩევს. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც ყოველდღიური დამატენიანებლის, მაკიაჟის ფიქსატორის ან დასამშვიდებელი საშუალების სახით — მაგალითად, კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ.
- ქსემოზი ტუჩის სტიკი — ურიაჟის ქსემოზი ტუჩის სტიკის ფორმულა სპეციალურად მშრალი და დაზიანებული ტუჩების დასაცავად/აღსადგენადაა შექმნილი. მისი მთავარი გამორჩეულობა მდგომარეობს ძლიერ დამატენიანებელ და დამამშვიდებელ თვისებებში, რაც Uriage-ის თერმული წყლისა და საგანგებოდ შერჩეული ინგრედიენტების კომბინაციითაა განპირობებული. კერძოდ, მასში შემავალი შიის კარაქი ინტენსიურად კვებავს მშრალ ტუჩებს, ვიტამინები C და E იცავს გარე აგრესიისგან, ანტიოქსიდანტური და თავისუფალი რადიკალების საწინააღმდეგო მოქმედების წყალობით. ჰიალურონის მჟავით გამდიდრებული მისი ფორმულა უზრუნველყოფს დატენიანებას ყოველი გამოყენებისას.
- ისეაკი გამწმენდი კრემი — ურიაჟის გამწმენდი კრემი ცხიმოვანი ბალანსის გარეშე წმენდს კანს. ის ზედმეტ ცხიმს აშორებს კანს და აკნეს განვითარებასაც უშლის ხელს. თერმულ წყალზე დაფუძნებული გამწმენდი გელი დამამშვიდებელი თვისებითაც გამოირჩევა — ამცირებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს კანის ბარიერის გაძლიერებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხიმიანი კანისთვის. გლიცერინი და სხვა დამატენიანებელი ინგრედიენტები კი კანის დატენიანებას უწყობს ხელს, რათა დაბანის შემდეგ ზედმეტად არ გამოშრეს. ბაქტერიოსტატიკური თვისებებით კი, ფორები იდეალურად სუფთავდება, ხოლო ანთების დონე მცირდება.
- როზელიანი CC SPF30 — ურიაჟის სახის კრემი განკუთვნილია მგრძნობიარე, სიწითლისადმი მიდრეკილი კანისთვის. ის ეფექტურად ფარავს სიწითლეს და ათანაბრებს კანის ტონს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ურიაჟის თერმული წყლის შემადგენლობით, ამშვიდებს და იცავს კანს — ამცირებს გაღიზიანებას და სიღრმისეულად ატენიანებს კანის შრეებს. ასევე, აძლიერებს ბუნებრივ ბარიერს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენსიტიური კანისთვის. ხოლო SPF 30-ის მზისგან დამცავი ფილტრი იცავს კანს UV გამოსხივებისგან — შესაბამისად, სიწითლის უფრო გამწვავების პრევენციასაც წარმოადგენს. მთლიანობაში, Uriage Roseliane CC Cream არის მრავალფუნქციური პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ტონალურ კრემს, დამატენიანებელსა და მზისგან დამცავ საშუალებას.
- ცხიმიანი კანის სტიკი — ურიაჟის ცხიმიანი კანის სტიკი აქრობს კანის ზედაპირზე არსებულ ანთებით ელემენტებს და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. აშრობს და აშუშებს გამონაყარს. ცალ მხარეს, გამწმენდი ლოსიონი აპლიკატორით აშრობს ნაკლოვანებას და მოქმედებს დაუყოვნებლივ. დაგეხმარებათ სუფთა კანის აღდგენაში. მეორე მხარეს, ფერიანი აპლიკატორი მალავს ყველა დეფექტს და სიწითლეს.