
ფრანგული ბრენდი Topicrem 1993 წელს გამოჩნდა ბაზარზე, როდესაც დერმატოლოგების ჯგუფმა სპეციალურად მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის განკუთვნილი საშუალებების წარმოება გადაწყვიტეს. დაარსების დღიდან დღემდე ბრენდის მიზანია, შექმნას პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტიანი, არამედ უსაფრთხო და გამოსაყენებლად სასიამოვნოა. ამ მიდგომის წყალობით, ტოპიკრემმა მალევე მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა, ვინაიდან მომხმარებელთა საჭიროებებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
სიმარტივე, სისუფთავე და ეფექტიანობა ტოპიკრემის მთავარი კრედოა. ამიტომაც, ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს დერმატოლოგებთან და მეცნიერებთან, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა პროდუქტი იდეალურად შეესაბამება უახლეს მეცნიერულ კვლევებს. თანაც Topicrem ერთგულად მიჰყვება პრინციპს, თავის პროდუქტებში გააერთიანოს საუკეთესო ბუნებრივი ინგრედიენტები.
მთლიანობაში, Topicrem-ის პროდუქცია გამოირჩევა თავისი უნიკალური ფორმულებითა და პრაქტიკული დიზაინით. დამატენიანებელი კრემები, ლოსიონები და ავტორუჯები ეფუძნება როგორც კლასიკურ, ისე ინოვაციურ ინგრედიენტებს. თანაც პროდუქტების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი შექმნილია არა მხოლოდ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, არამედ კომფორტისა და სისუფთავის განსაცდელად.
საგულისხმოა, რომ ტოპიკრემი პროდუქციის რამდენიმე ხაზს აწარმოებს, რათა მომხმარებელთა ფართო არეალი დაფაროს და ბევრი ჩვენგანის საჭიროებები თუ სურვილები დააკმაყოფილოს. აქვე განვიხილავთ თითოეული მათგანის მახასიათებლებს.
ამ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია დამატენიანებელი შრატი.
ლიპიდების შემცველობით, Ultra Moisturizing ხაზი ეფექტურად აჯანსაღებს კანს და აუმჯობესებს ელასტიკურობას. მიუხედავად მისი ძლიერი დამატენიანებელი თვისებებისა, Ultra Moisturizing პროდუქტები არ ტოვებს ცხიმოვანს კვალს.
ამ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ულტრა დამატენიანებელი კრემი.
ამასთანავე, AC პროდუქტები ცხიმიანი კანის ბალანსის აღდგენაში მონაწილეობს — ამცირებს ზედმეტი ცხიმის გამოყოფას, რაც აკნეს გამწვავებასაც აფერხებს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხაზი ეფექტურად ებრძვის აკნეს გამომწვევ მიზეზებს, მისი ფორმულები ნაზია და არ იწვევს კანის გაღიზიანებას. შეიცავს დამამშვიდებელ ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის გაღიზიანების შემცირებასა და აღდგენას.
გარდა ამისა, AC პროდუქტები აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს ფორების ღრმა წმენდას.
ამ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია დასაბანი გელი.
ტოპიკრემის საბავშვო დამატენიანებელი, დასაბანი გელი თუ სხვა პროდუქტები ჰიპოალერგენური ფორმულებით გამოირჩევა, რაც ალერგიული რეაქციების რისკს ამცირებს. ასევე, ღრმად ატენიანებს კანს და აძლიერებს ბუნებრივ ბარიერს, რაც მნიშვნელოვანია პატარებისთვის.
საბავშვო ხაზი მოიცავს სხვადასხვა პროდუქტს, როგორიცაა დამატენიანებელი ლოსიონები, შამპუნები, საპნები და სველი ხელსახოცები. თითოეული მათგანი კი იდეალურად ერგება ბავშვების მოვლის რუტინას.
ამ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია გამწმენდი გელი.
DA ხაზის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აღადგენს და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს — შესაბამისად, ტენიანობის დონე არ იკლებს. ამავდროულად, კანს იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან, რაც აუცილებელია ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, პროდუქცია შეიცავს შიის კარაქს, გლიცერინს და ლინოლის მჟავას — ეს კომბინაცია აძლიერებს კანის სიმკვრივეს, ამცირებს ანთებას, აქრობს სიწითლესა და ქავილის შეგრძნებას.
ამ ხაზის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია ატოპიური კანის ბალზამი.