NUBY დაარსდა 1970-იან წლებში, აშშ-ში და დღეისათვის ცნობილია როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი, რომლის მიზანია შექმნას ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქტები მშობლებისა და ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ნუბის პროდუქტების სპექტრი მოიცავს ყველაფერს — დაწყებული ბავშვების საფენებიდან, სათამაშოებითა და კანის მოვლის საშუალებებით დამთავრებული. ბრენდი განსაკუთრებით ამაყობს ხარისხითა და უნიკალური დიზაინით, რომელიც გათვლილია უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
ნუბი იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და ფუნქციონალურობას. ბრენდის ძირითადი ფილოსოფია ასე გამოიყურება — „ბავშვების საჭიროებების სწორად გაგება და მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება“. ამასთანავე, NUBY-ის პროდუქტების შემუშავებისას ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ფუნქციონალურობას, არამედ ერგონომიულ დიზაინს, რომელსაც ერთვის სახალისო ელემენტები, რაც ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებასაც.
NUBY ასევე აქტიურად მუშაობს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე და ცდილობს, რომ მათი პროდუქტები ეკოლოგიურად მაქსიმალურად სუფთა იყოს. ბრენდის წარმატება განპირობებულია ხარისხისადმი ერთგულებით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველ ბრენდად აქცევს მშობლებისთვის.
ასე რომ, NUBY არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ეძებს ინოვაციებს და წლიდან წლამდე აუმჯობესებს პროდუქციის ხარისხს, რათა ზუსტად ასახოს მშობლებისა და ბავშვების საჭიროებები და სურვილები.
NUBY-ის პოპულარული პროდუქცია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნუბი საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს — ასე ვთქვათ, ყველაფერს, რაც კი შეიძლება ბავშვზე ზრუნვაში დაგვჭირდეს. ამიტომაც, რამდენიმე გამორჩეულ პროდუქტს აქვე განვიხილავთ.
- რძის ელექტრო გამოსაწველი — Nuby-ის ელექტრო რძის გამოსაწველი აპარატი გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიით, რასაც თან სდევს მისი გამოყენების სიმარტივე და კომფორტი. მოწყობილობის მთავარ უპირატესობას ავტომატიზებული პროცესი წარმოადგენს, რაც რძის უფრო მარტივ გამოყოფას უწყობს ხელს. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, თავად აირჩიო გამოწველის ინტენსივობა და სიჩქარე. მისი მრავალსაფეხურიანი რეჟიმები საშუალებას იძლევა, რომ თითოეულმა დედამ თავისი საჭიროებების შესაბამისად დაარეგულიროს პროცესი. ამავდროულად, მოწყობილობა პორტატიული და მარტივად სატარებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ მის „ჩუმ“ მუშაობაზე.
- NUBY Tritan Bottle — ნუბის Tritan ბოთლი გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მოსახერხებელი დიზაინით. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, დამზადებულია Tritan მასალისგან — მსუბუქი, გამჭვირვალე და ძალიან გამძლე პლასტიკისგან. თავის მხრივ, ეს მასალა არ შეიცავს BPA-ს და სხვა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რაც მას აბსოლუტურად უსაფრთხოს ხდის ბავშვებისთვის. ძალიან გამძლეში კი ის იგულისხმება, რომ თითქმის შეუძლებელია, დარტყმის ან სიმძიმის ზემოქმედებით ბოთლის დაზიანება.
- საწოვარას სტერილიზატორი — ალბათ, ყველა მშობლისთვის დამღლელ პროცესთან ასოცირდება საწოვარას სტერილიზაცია… როცა პატარები არცერთ შანსს არ უშვებენ ხელიდან, ნებისმიერი მიმართულებით მოისროლონ საწოვარა და შემდეგ მომენტალურად მოითხოვონ მისი დაბრუნება. ამიტომაც, ნუბის საწოვარას სტერილიზატორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია — ის სწრაფად და ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიებისა და მიკრობების 99,9%-ზე მეტს. მოწყობილობა ორთქლის სტერილიზაციას ეყრდნობა და პროცესი მხოლოდ რამდენიმე წამს გრძელდება. შესაბამისად, იდეალურია მშობლებისთვის, ვისაც სწრაფი და ეფექტური ჰიგიენური საშუალება ესაჭიროება. თანაც აპარატი არა მხოლოდ საწოვარისთვის, არამედ ბავშვის ბოთლებისა და სხვა მცირე ზომის ნივთებისა თუ აქსესუარების სტერილიზაციისთვისაც გამოიყენება.