Caudalie ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც პირველად 1995 წელს გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე. კოსმეტიკურ სამყაროში მისი უნიკალური და გამორჩეული მიმართულება ვაზის თვისებებს ეფუძნება. ამიტომაცაა, რომ კოდალის პროდუქციის მთავარი ინგრედიენტები ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ყურძნისა და ვაზის ექსტრაქტებიდან მიიღება.
ვაზის შთაგონებით შექმნილი პროდუქცია და „სუფთა სილამაზე“
1993 წელს კოდალის დამფუძნებლებმა, ცოლ-ქმარმა, მატილდა და ბერტრან ტომასებმა აღმოაჩინეს, რომ ყურძნის მარცვლები და ვაზის წიპწები ძლიერ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს შეიცავს. როგორც დადგინდა, ამ ნივთიერებებს დაბერებისა და ნაოჭების საწინააღმდეგო უნარი გააჩნია — შესაბამისად, ეფექტურად ებრძვის ნაოჭების წარმოქმნასა და სხვა დეგენერაციულ პროცესებს.
გარდა ამისა, ვაზის ნაყენი და ყურძნის მარცვლების ექსტრაქტები შეიცავს რესვერატროლსა და ვიტამინ E-ს, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს კანის რეგენერაციასა თუ ელასტიკურობას. ამავდროულად, ყურძენი განსაკუთრებით ეფექტიანია ანტიოქსიდანტური დაცვის თვალსაზრისით.
სწორედ ეს აღმოჩენა იქცა Caudalie-ის ფილოსოფიის საფუძვლად და ბრენდის პროდუქციის მიმართულებაც ასე განისაზღვრა: ნატურალური და ეფექტიანი კოსმეტიკა, რომელიც ყურძნისგან მიღებულ ინგრედიენტებს კანის სიჯანსაღის, სილამაზის შესანარჩუნებლად იყენებს.
ისიც აღსანიშნავია, რომ კოდალი ცნობილია, როგორც „clean beauty“ ბრენდი, რომელიც იყენებს ბუნებრივ ინგრედიენტებს და არ შეიცავს ისეთ ქიმიურ ელემენტებს, როგორებიცაა პარაბენები, მინერალური ზეთები თუ სხვადასხვა ფერადოვანი მჟავა. დაარსებიდან დღემდე, კოდალის ძირითადი ორიენტირი ნატურალურ და ორგანულ კოსმეტიკურ პროდუქტებზეა, რომლებიც ატენიანებს, აღადგენს და იცავს კანს დაბერებისგან.
მთლიანობაში, Caudalie-ის ფილოსოფია ემყარება ბუნებას, ლამაზ და ჯანსაღ კანს და მდგრად განვითარებას, რაც მას გლობალურად პოპულარულ ბრენდად აქცევს. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ კოდალი ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებს, მათი პროდუქტები კლინიკურად შემოწმებულია და ეფექტურობის მაღალი დონით გამოირჩევა.
კოდალის პოპულარული პროდუქცია
საგულისხმოა, რომ Caudalie-ის პროდუქცია საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით — განსაკუთრებით სუფთა, ნატურალური და ეთიკური კოსმეტიკის მოყვარულ მომხმარებელთა შორის. ბრენდი 45-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოშიც. თანაც კოდალის პროდუქტებს ხშირად იყენებენ ცნობილი ვარსკვლავები და ინფლუენსერები, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ბრენდის პოპულარობას.
Caudalie-ის სახის მოვლის პროდუქტების მრავალფეროვანი ხაზი მოიცავს სხვადასხვა საჭიროების შესაბამის საშუალებებს, რომლებიც იდეალურად მოქმედებს კანის განსხვავებულ ტიპებსა და პრობლემებზე.
ეს პროდუქცია გამოირჩევა ბუნებრივი ინგრედიენტებით, განსაკუთრებით ყურძნის ექსტრაქტებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური და კანის სიჯანსაღის გამაძლიერებელი თვისებებით.
- Vinoperfect — ეს არის ბრენდის ერთ-ერთი გამორჩეული ხაზი, რომლის ფორმულაც შექმნილია პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ. ძირითად პროდუქტებს წარმოადგენს შრატი, დამატენიანებელი და ესენცია. თითოეული მათგანი ანათებს კანს, მეტ ბზინვარებს სძენს და ებრძვის პიგმენტურ ლაქებს.
- Vinosource-Hydra — კოდალის ნაკრები განკუთვნილია ინტენსიური დატენიანებისა და კანის ბალანსის აღსადგენად. აქ წარმოდგენილი ძირითადი პროდუქტებია შრატი, კრემი და დამატენიანებელი ნიღაბი.
ამ შემთხვევაში, ყურძნის წყლისა და ჰიალურონის მჟავის შემცველობით, აღნიშნული პროდუქტები ღრმად ატენიანებს და ამშვიდებს კანს. თავის მხრივ, ეს მსუბუქი და გამაგრილებელი ეფექტის მქონე პროდუქცია იდეალურია მშრალი თუ დეჰიტრირებული კანისთვის.
- Vinopure — შესანიშნავია ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის. ამ ხაზში წარმოდგენილი დასაბანი გელი, ტონერი და შრატი ასუფთავებს ფორებს, არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ეფექტურად ებრძვის აკნესა და სიწითლეს. ბუნებრივი სალიცილის მჟავის შემცველობა დადებითად მოქმედებს აკნეს დროს მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ.
- Resveratrol-Lift — შრატი, დღის კრემი და თვალის კრემი კანის გამკვრივებისა და ნაოჭების შემცირებაზეა ფოკუსირებული. თითოეული ეს პროდუქტი შთამბეჭდავად ებრძვის კანის დაბერებას, ამცირებს ნაოჭებს და ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ აღნიშნული ხაზის პროდუქცია შეიცავს რესვერატროლს, რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.
- Premier Cru — ამ ხაზის მიზანია პრემიუმ ანტიასაკობრივი მოვლა და, ასე ვთქვათ, მასში შემავალი პროდუქცია ყველა ასაკობრივ ნიშანს ებრძვის. თვალის კრემის, სახის კრემი და შრატი ანტიასაკობრივი მოქმედებების ნაზავს წარმოადგენს — თითოეული მათგანი ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს, ამცირებს ნაოჭებს და აღადგენს კანის ბზინვარებას. საგულისხმოა, რომ ეს ხაზი შეიცავს კოდალის ექსკლუზიურ ტექნოლოგიას, რომელიც აერთიანებს რესვერატროლსა და ვაზის ნაერთებს.
- VineActive — ეს არის ანტიოქსიდანტური დაცვა და ანტიასაკობრივი მოქმედება სტრესული და დაღლილი კანისთვის. დამატენიანებელი კრემი 3-1-ში კანს ბზინვარებას ანიჭებს, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ამცირებს ნაოჭებს.
- Caudalie Grape Water — ჰიდრატაცია და დამამშვიდებელი მოქმედება კოდალის ყურძნის წყლის მთავარი მახასიათებლებია. ეს სპრეი კანს მთელი დღის განმავლობაში ატენიანებს, და, რა თქმა უნდა, სრულად ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს.
- კოდალის ზეთები — აღსანიშნავია, რომ ბრენდს რამდენიმე სახის ზეთი აქვს, რომლებიც სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. ძირითადად, ესენია:
- Divine Oil — მრავალფუნქციური ზეთი, რომელიც თმისთვის, სხეულისა და სახის კანისთვისაა განკუთვნილი. ის იდეალურია დასატენიანებლად დაა ბზინვარების მისანიჭებლად. უმეტესად მშრალი კანისა და თმისთვის იყენებენ;
- VineActive Overnight Detox Oil — ღამის ზეთი ასუფთავებს და აღადგენს კანს ძილის დროს, კერძოდ, ზრუნავს დეტოქსიკაციაზე. ასევე, აქვს ანტიასაკობრივი მოქმედება და ტენიანობის შენარჩუნება. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია დაღლილი კანისთვის;
- Moisturizing Oil Elixir — სახის, ტანისა და თმის დასატენიანებლად განკუთვნილი ზეთი საოცრად კვებავს სხეულს. ეს არის ინტენსიური დატენიანებისთვის განკუთვნილი, ანტიასაკობრივი მოქმედების მქონე ხაზი;
- Soleil des Vignes — კოდალის ზეთი თმისა და კანისთვის გამოირჩევა თავისი უნიკალური კომბინაციით და მრავალფუნქციური თვისებებით. ის შესანიშნავად ატენიანებს კანს; ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თმის ბოლოებზე და მშრალ უბნებზე, რათა სათანადოდ გამოიკვებოს თმა.
თავის მხრივ, თითოეული პროდუქტის შემთხვევაში კოდალის მოხმარების წესები განსხვავებულია — უშუალოდ შეფუთვებზეა დატანილი, რა ინტენსივობით ან რა სახით უნდა გამოიყენოთ ისინი.