Baby Nova გერმანული ბრენდია, რომელიც სპეციალიზდება ჩვილებისა და პატარებისთვის პროდუქტების შექმნაზე. ის დაარსდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში — მისი მთავარი მიზანი იყო მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ფუნქციური პროდუქტების წარმოება, რომლებიც მშობლებს ბავშვის მოვლაში დაეხმარებოდა.
ბეიბი ნოვას ძირითადი პრინციპები მოიცავს უსაფრთხოებას, კომფორტსა და ხარისხს. შესაბამისად, დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქტების მასალებსა და დიზაინს, რათა ბავშვის ჯანმრთელობასა თუ განვითრებას სრულად მოერგოს. ამიტომაცაა, რომ ყველა პროდუქტი დამზადებულია BPA-ისა და მავნე ქიმიკატებისგან თავისუფალი მასალებისგან.
Baby Nova-ს კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის გერმანულ ხარისხში და ხელმისაწვდომ ფასებში. ბრენდი ასევე დიდ აქცენტს აკეთებს ინოვაციურ დიზაინზე, რათა პროდუქტები იყოს პრაქტიკული, მარტივად გამოსაყენებელი და პატარებისთვის კომფორტული. ბეიბი ნოვამ დიდი პოპულარობა მოიპოვა საწოვარების, ბოთლების, დასაბანი საშუალებებისა და ბავშვის მოვლის სხვა პროდუქტების წარმოებაში, რადგან ისინი აკმაყოფილებს როგორც მშობლების, ისე ბავშვების მოთხოვნილებებს.
Baby Nova-ს პოპულარული პროდუქცია
- ბეიბი ნოვას ბოთლი — Baby Nova-ს საკვები ბოთლები გამოირჩევა მათი უსაფრთხო და კომფორტული დიზაინით, რომელიც გათვლილია ჩვილების მოთხოვნილებებსა და მშობლების კომფორტზე. ბოთლებს ორთოდონტიული საწოვარები აქვს, რაც ბავშვის პირის ღრუსა და ყბის სწორ განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, კვების პროცესში მინიმუმამდე ამცირებს ჰაერის ჩაყლაპვის რისკს — შესაბამისად, კოლიკის პრევენციასაც წარმოადგენს. საწოვარები მზადდება რბილი სილიკონისგან ან ლატექსისგან. ბოთლები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომასა და დიზაინში, რაც მათ მრავალფუნქციურს ხდის ბავშვთა კვების ამა თუ იმ ეტაპისთვის.
- ბეიბი ნოვას მატყუარა — Baby Nova-ს მატყუარები გამოირჩევა მათი უსაფრთხო და ანატომიური დიზაინით, რომელიც სპეციალურად შექმნილია ბავშვის ყბისა და კბილების ჯანმრთელი განვითარების უზრუნველსაყოფად. ორთოდონტიული ფორმა კბილებსა და ღრძილებზე წნევის სწორად გადანაწილებას უწყობს ხელს; ამცირებს არასწორი თანკბილვის რისკს. მატყუარები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სილიკონის ან ლატექსისგან — რბილი და კომფორტულია პატარებისთვის. არ შეიცავს BPA-სა და მავნე ნივთიერებებს. Baby Nova-ს მატყუარები ასევე გამოირჩევა ჰაერის ვენტილაციის სისტემით, რაც უზრუნველყოფს ჰაერის მიმოქცევას მატყუარას გარშემო და ამცირებს კანის გაღიზიანებისა თუ დისკომფორტის რისკს. ასევე, ბეიბი ნოვას საწოვარები ერგონომიული დიზაინისაა.
- ღრძილის მასაჟორები — Baby Nova-ს ღრძილის მასაჟორები გამოირჩევა დელიკატური და ეფექტური დიზაინით, რომელიც განკუთვნილია ბავშვის ღრძილების ტკივილისა თუ დისკომფორტის შესამსუბუქებლად. რბილი და მოქნილი მასალა, როგორიცაა სილიკონი, სრულიად უსაფრთხოა ღრძილებისთვის. ღრძილის მასაჟორები სპეციალურად შექმნილია მრავალფეროვანი ტექსტურით, რომელიც ნაზად ამასაჟებს და ამშვიდებს ბავშვის ღრძილებს. შედეგად, კბილების ამოჭრის პროცესში ტკივილიც მსუბუქდება. რა თქმა უნდა, Baby Nova-ს ღრძილის მასაჟორები არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, როგორებიცაა BPA და PVC. მათი ჰიპოალერგიული და მარტივად გასუფთავებადი მასალა კი საუკეთესო პირობებს ქმნის ბავშვის ყოველდღიური ჰიგიენისთვის.