Omron იაპონური ბრენდია, რომელიც 1933 წელს დააარსა კაზუმა ტატესიშმა — მისი მთავარი მიზანი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის განკუთვნილი პროდუქტების წარმოება იყო. დროთა განმავლობაში კომპანიის სახელს დაუკავშირდა სისხლის წნევის საზომის, ნებულაიზერების, თერმომეტრებისა და სხვა სახის სამედიცინო მოწყობილობების წარმოება. ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია კი საკმაოდ მოკლე ვადაში მოიპოვა.
ომრონის ძირითადი პრინციპები ინოვაციას, საიმედოობასა და მაღალ ხარისხს უკავშირდება, ბრენდი ცდილობს, მომხმარებლებისთვის შექმნას აპარატები, რომლებიც ზუსტ და საიმედო შედეგებს უზრუნველყოფს. „ჯანსაღი ცხოვრება“ ომრონის მთავარი ამოსავალი წერტილია — მის მიღმა კი ხელმისაწვდომობასა და კომფორტსაც გულისხმობენ.
ზოგადად, Omron-ის კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს მის სიზუსტესა და ტექნოლოგიურ ინოვაციებში. მათი პროდუქცია განკუთვნილია არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვისაც, რათა საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგი სახლის პირობებში შეძლონ.
Omron-ის პოპულარული პროდუქცია
- ომრონის ნებულაიზერი — ნებულაიზერები ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი სიზუსტითა და გამოყენების სიმარტივით გამოირჩევა. მოწყობილობა ისეა შემუშავებული, რომ სასუნთქ გზებს სწრაფად მიაწოდოს მედიკამენტები. ომრონის ნებულაიზერი სხვადასხვა რესპირატორულ პრობლემას აგვარებს — მათ შორის ასთმას, ბრონქიტსა და სხვა. ამავდროულად, მათში გამოყენებულია ულტრაბგერითი და კომპრესორის ტექნოლოგიები, რის შედეგადაც მედიკამენტები უფრო ღრმად აღწევს ფილტვებში. მოწყობილობები უმეტესად დაბალ ხმაზე მუშაობს, მარტივია ასაწყობად თუ გასაწმენდად. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის კომფორტულია მათი გამოყენება — მით უმეტეს მაშინ, როცა პატარებს ხმაურიანი მოწყობილობები აშინებთ.კიდევ ერთ გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს პორტატიულობა. ომრონს აქვს მცირე ზომის მოდელებიც, რომლებიც მარტივად სატარებელია.
- ომრონის წნევის აპარატი — ომრონის წნევის აპარატები IntelliSense ტექნოლოგიას ეყრდნობა, რათა მაჯის ან მკლავის მანჟეტი ზუსტად მოერგოს მომხმარებელს. ასევე, მათ მრავალფუნქციური ეკრანები აქვს, რომლებიც არა მხოლოდ წნევის მაჩვენებლებს ასახავს, არამედ გულისცემის სიხშირესა და არითმიის შესაძლო გამოვლენასაც. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დროულად აღმოაჩინონ არარეგულარული გულისცემა და შესაბამისი ზომები მიიღონ. კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია მონაცემების მეხსიერების ფუნქცია — აპარატი წნევის გაზომვის ისტორიას ინახავს.
- ომრონის თერმომეტრი დრეკადი Flex Temp Smart — Omron Flex Temp Smart თერმომეტრი გამოირჩევა მოქნილი და კომფორტული დიზაინით, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის ზუსტად და სწრაფად გაზომვას. კერძოდ, მას მოქნილი წვერი აქვს — განსაკუთრებით კომფორტულია ბავშვების შემთხვევაში, რადგან ამგვარი დიზაინის წვერი ადვილად ერგება სხეულის კონტურებს და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას. ეს ციფრული თერმომეტრი ზუსტად ზომავს ტემპერატურის დონეს როგორც ორალურად, ისე რექტალურად ან იღლიაში. თანაც შედეგების სანახავად მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო. თერმომეტრს ასევე აქვს მეხსიერების ფუნქცია, რომელიც ბოლო მონაცემს ინახავს — შედეგად, უფრო ადვილია ტემპერატურის ცვლილების კონტროლი. წყალგაუმტარი დიზაინი მისი გაწმენდის პროცესს ამარტივებს, რათა ჰიგიენა მაქსიმალურად იქნას დაცული.