ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო სასურველი ხდება გარუჯვა და ხორბლისფერი სხეული, თუმცა, აუცილებელია, ჩვენი სასურველი ფერი მივიღოთ უსაფრთხოდ და ჯანსაღი გზებით. რუჯი არის კანის ბუნებრივი რეაქცია მზის ულტრაიისფერ (UV) გამოსხივებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუჯის მიღების მთავარი მიზეზი ესთეტიკური მხარეა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს რისკები. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დნმ-ის დაზიანება, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას, დამწვრობას და ზრდის კანის კიბოს წარმოქმნის რისკს.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ევროპული და კორეული ბრენდების 200-ზე მეტ პროდუქტს, რომელიც დაგეხმარება მიიღო კანის სასურველი ფერი უსაფრთხოდ. შენს სასურველ ბრენდებს შორისაა:
SPF
SPF აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. რეკომენდებულია, მინიმუმ SPF 30 გამოყენება, რათა თავიდან აიცილოთ დამწვრობა და კანი დარჩეს ელასტიკური წლების განმავლობაში. SPF 30 ბლოკავს ულტრაიისფერი სხივების 97%-ს და კანამდე აღწევს UV-ის მხოლოდ 1/30 (SPF 50 – 98%-ს, ხოლო SPF 100 – 99%-ს). ულტრაიისფერი სხივების ინდექსი ყველაზე მაღალი დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდეა, შესაბამისად, დღის ამ მონაკვეთში რუჯის მიღება სასურველი არ არის. გაიგე მეტი თუ რატომ არის აუცილებელი მზის დამცავსი გამოყენება ჩვენს ბლოგში.
SPF-ის გამოყენება მნიშვნელოვანია, როგორც რუჯის მიღებისას ისევე, ყოველდღიურად სახის კანის მოვლისას. კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
ბავშვებისთვის მზისგან დაცვა უმნიშვნელოვანესია მათი ნაზი კანის, ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან, დასაცავად. ბავშვთა კანი უფრო მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, რაც ზრდის მზის დამწვრობის, კანის დაზიანებისა და გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.
რა თქმა უნდა, აქაც ყველაზე მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი პროდუქტები. გადაანაწილეთ SPF ბავშვის კანზე, მათ შორის სახეზე, ყურებზე, კისერზე და სხვა უბნებზე, რომელიც არ არის დაფარული ტანსაცმლით. PSP.GE-ზე იპოვი სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილ მზისგან დამცავ საშუალებებს. ეს პროდუქტები სასურველია იყოს წყალგამძლე და რეკომენდებულია ყოველ ორ საათში ერთხელ წასმა.
გასარუჯი საშუალებები და ავტორუჯი
გასარუჯი საშუალებები შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ მზის აბაზანების დროს უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღოთ ერთგვაროვანი ხორბლისფერი რუჯი. ეს საშუალებები შეიცავს ინგრედიენტებს, როგორიცაა ტიროზინი, ამინომჟავები და მცენარეული ექსტრაქტები, რომელიც ასტიმულირებს მელანინის გამომუშავებას კანში, რაც იწვევს უფრო სწრაფ და ღრმა გარუჯვას. ზოგ გასარუჯ გელში ასევე შედის დამატენიანებელი და ვიტამინები, რაც კვებავს და ატენიანებს კანს, აძლიერებს გარუჯვის პროცესს.
მნიშვნელოვანია გასარუჯი ზეთისა და გელის გამოყენება პასუხისმგებლობით, მზისგან დამცავ საშუალებებთან ერთად.
ავტორუჯი არის პროდუქტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ რუჯის ეფექტი მზის გარეშე და შესაბამისად არის, სოლარიუმისა და მზეზე გარუჯვის უსაფრთხო და მოსახერხებელი ალტერნატივა. ეს პროდუქტები, როგორც წესი, შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, დიჰიდროქსიაცეტონს (DHA), რომელიც რეაგირებს კანის ზედა ფენის უჯრედებთან, რაც იწვევს ფერის ცვლილებას და კანს აძლევს გარუჯულ იერსახეს. ავტორუჯი არსებობს სხვადასხვა სახის, მათ შორის, ლოსიონი, კრემი, ქაფი და ა.შ., რომელიც მორგებულია სხვადასხვა პრეფერენციასა და კანის ტიპზე.
მაღალი ხარისხის ავტორუჯით, რომელსაც აქ აღმოაჩენ, მიიღებ მყისიერ ბუნებრივ რუჯსა და გლუვ კანს. წინასწარ დატენიანება კი, დაგეხმარება რუჯი გადანაწილდეს თანაბრად და შენარჩუნდეს დიდი ხნის განმავლობაში. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს. 100+ ლარიან შენაძენზე კი, ისარგებლებთ უფასო მიწოდებით.