PSP.GE

Doppelherz - დოპელჰერცი

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

Doppelherz უკვე საუკუნეზე მეტია, არსებობს — ის 1919 წელს დაარსდა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული გერმანული ბრენდი. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაყრდნობით, დოპელჰერცის პროდუქცია შესანიშნავად მოქმედებს იმუნური სისტემის გამყარებასა თუ ორგანიზმის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაზე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბრენდის დამფუძნებელმა, იოზეფ პიტერ ჰუბერმა, სპეციალური ენერგეტიკული ტონი შექმნა. ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებდა გულის სიჯანსაღეზე და ასევე, აუმჯობესებდა ზოგად ჯანმრთელობას. დროთა განმავლობაში დოპელჰერცს ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი ასორტიმენტი დაემატა — თითოეული მათგანი ყველაზე გავრცელებული გართულებების მოგვარებისკენაა მიმართული; მაგალითად, ბრენდის პროდუქციის მიღება ეფექტიანია იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად, გულთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ენერგიის გასაზრდელად და ა. შ.                                                            

აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან დღემდე დოპელჰერცი ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, წარმოებაში იყენებს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა მცენარეული ექსტრაქტები, ვიტამინები და მინერალები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ბრენდის პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა — შექმნილია სერტიფიცირებული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. თანაც დოპელჰერცი მუდმივი განახლების პროცესშია, რათა თანამედროვე მეცნიერული მიღწევები და ინოვაციები საკუთარი იდენტობის ნაწილად აქციოს. 

Doppelherz-ის პოპულარული პროდუქცია

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის მთავარი აქცენტი გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემის გაძლიერებაზეა, მისი წარმოება საკმაოდ ფართო ასორტიმენტს მოიცავს. ზოგიერთი პროდუქტი კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:

  1. Doppelherz Aktiv Omega-3დოპელჰერცის ომეგა-3 ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას, ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას და ეხმარება ტვინის ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ პროდუქტი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს (EPA და DHA), რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.

ამასთანავე, ომეგა-3 ამცირებს არტერიების ანთებას და ხელს უწყობს სისხლის წნევის დაბალანსებას — შესაბამისად, მცირდება გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.

გარდა ამისა, Doppelherz Aktiv Omega-3 აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებასა და კონცენტრაციას. ხოლო DHA მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, განსაკუთრებით თვალის ბადურის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ომეგა-3-ს ძლიერი ანტიანთებითი თვისებებიც გააჩნია — შედეგად, მისი მიღებისას ორგანიზმი უკეთ ებრძვის სხვადასხვა ანთებით პროცესს; მათ შორის ამცირებს ართრიტის სიმპტომებს. 

  1. Doppelherz Active Magnesium + Calcium + D3 — ეს კომპლექსი სამ ძირითად კომპონენტს შეიცავს: მაგნიუმს, კალციუმსა და ვიტამინ D3-ს. მათი კომბინაცია ორგანიზმის ძვლოვანი, კუნთოვანი და ნერვული სისტემების ჯანმრთელობისთვის. 

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, კალციუმი აუცილებელია მტკიცე ძვლებისა და კბილების ფორმირებისთვის; ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემაში.

მაგნიუმი აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის, კუნთების სიჯანსაღისა და ნერვული სისტემის რეგულაციისთვის. 

ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას და მის ძვლებში შეწოვას, რაც მნიშვნელოვანია ძვლის ქსოვილის სიმტკიცის შესანარჩუნებლად. ასევე, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და მონაწილეობს სისხლის ნორმის დაბალანსებაში.

  1. Doppelherz Vitamin C + Zincვიტამინი C და თუთია ძლიერ კომბინაციას წარმოადგენს, რაც იმუნურ სისტემას ძლიერებს და ორგანიზმს ინფექციებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. 

ვიტამინი C ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს და უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან იცავს; ხელს უწყობს  კანის, სისხლძარღვებისა და ქსოვილების რეგენერაციას. 

გარდა ამისა, ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც აუცილებელია კანის ელასტიკურობის, სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. თუთია კი ხელს უწყობს კანის გაჯანსაღებასა თუ ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  Doppelherz Vitamin C + Zinc განსაკუთრებით ეფექტურია სეზონური გაციებების, გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების დროს, რადგან ვიტამინი C ხელს უწყობს სასუნთქი სისტემის გაძლიერებასა და სწრაფ გამოჯანმრთელებას. თუთიასაც გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები — შესაბამისად, ორგანიზმს პათოგენებისგან იცავს.

ამავდროულად, თუთია, როგორც ძლიერი მინერალი, ხელს უწყობს უჯრედების გაყოფისა და ზრდის პროცესებს; ასევე, მხედველობის გაუმჯობესებასა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. ამ თვალსაზრისით, C ვიტამინიც მონაწილეობს ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის შემცირებაში. 

  1. Doppelherz Menopause — ეს არის ვიტამინებისა და მინერალების კომბინაცია, რომელიც მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმს სჭირდება. მთავარ ინგრედიენტებს შორისაა კალციუმი, მაგნიუმი, D ვიტამინი, B ჯგუფის ვიტამინები და სოიოს იზოფლავონები. ეს უკანასკნელი მენოპაუზის პერიოდში ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნება — შედეგად, მცირდება ჭარბი ოფლიანობა, გუნება-განწყობის ცვლილებები და სხვა თანმდევი სიმპტომები.

ხოლო კალციუმი და D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლების სიმტკიცისა და სტრუქტურის შენარჩუნებაში, რაც მენოპაუზის დროს განსაკუთრებით კრიტიკულია, რადგან ორგანიზმში ესტროგენის შემცირებასთან ერთად, ძვლოვანი მასის დაკარგვის რისკიც იზრდება.

  1. Doppelherz Hair + Skin + Nails — ვიტამინებისა და მინერალების სრული შემცველობით, იდეალურად ზრუნავს კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე. მის მთავარ ინგრედიენტებს შორისაა: 
  • ბიოტინი (ვიტამინი B7) — ცნობილი, როგორც „სილამაზის ვიტამინი“. ხელს უწყობს თმის სიმტკიცეს, კანის ჯანმრთელობასა და ფრჩხილების გამაგრებას;
  • თუთია — მნიშვნელოვანია კანის, თმისა და ფრჩხილების უჯრედების რეგენერაციისთვის;
  • ვიტამინი C — ხელს უწყობს კანის ელასტიკურობას, მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას;
  • სპილენძი — ეხმარება თმისა და კანის პიგმენტაციას, ასევე იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
სწრაფი მიწოდება
მიწოდება 1 საათის განმავლობაში
რჩეული ბრენდები
მსოფლიოს ნომერ პირველი ბრენდები
გარანტირებული ხარისხი
მხოლოდ რჩეული პროდუქცია
საუკეთესო კატალოგი
45 000+ დასახელების პროდუქცია