
რა უპირატესობები აქვს ანსელის უპუდრო ხელთათმანს:
. ტალკი აღიზიანებს, აუხეშებს ხელის კანს, არის არაჰიგიენული განსაკუთრებით სტომატოლოგიური მანიპულაციების დროს, რადგან დიდია ალბათობა პაციენტის პირის ღრუში მისი მოხვედრის.
. მისი ყოველდღიური მოხმარების შედეგად ტალკი ჯდება ფრჩხილებში და საღამოს ექიმს უნდება ხშირად ჯაგრისით მისი მოშორება ხელის დაბანის დროს, რაც გარკვეულწილად ზრდის დენის და წყლის მოხმარებას, აკარგვინებს გარკვეულ დროს ექიმს პროცედურებზე.
. აგრეთვე ბევრ ექიმს ტალკიანი ხელთათამნის მოხმარების შემდეგ საღამოს სჭირდება შსაბამისი კრემით გაღიზიანებული ხელის კანის დამუშავება.
. დიდია ალბათობა მორგებისას ხელთათმანის გახევის, რაც კლინიკისთვის არაეკონომიურია, დამატებითი ფინანსური დანახარჯია და გარკვეულწილად ზრდის ხელთათმანის თვითღირებულებას.
. არ არის ალერგიული (თუ ექიმს კონკრეტულად არ აქვს ლატექსზე ალერგია), რადგან გარეცხილია რამოდენიმეჯერ და აქვს ქიმიური მინარევების და პროტეინების მინიმალური შემცველობა.
. შიგნიდან დაფარულია სილიკონის საცხით, რათა ექიმს გაუადვილდეს მისი მორგება.
. ტექსტურირებული ზედაპირი აადვილებს ინსტრუმენტის კარგად დაჭერას.
. საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც სჭირდება არალატექსის უტალკო ხელთათმანი. გამოიყენება ლაბორატორიაში, სტომატოლოგიაში, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცის დროს.
. 100%-ით სინთეტური ხელთათმანი, არ შეიცავს ნატურალურ რეზინის ლატექსს, რაც ამცირებს І და IV ტიპის ალერგიული რეაქციის და გაღიზიანების რისკს.
. ტალკის არარსებობა იცავს ჭრილობას, ლაბორატორიულ ნიმუშებს და ლაბორატორიულ ტესტებს დაბინძურებისაგან, არ იწვევს კანის სიმშრალეს, ამცირებს ტალკის ნაწილაკების არსებობას ჰაერში, საიმედო მდგრადობა ფართო სპექტრის ქიმიურ ნივთიერებებთან, მათ შორის ციტოსტატიკურ ნივთიერებებთან, კომფორტის მაღალი დონე.
. თერმოელასტიური მატერიალი ზუსტად შეესაბამება ხელის ფორმას, რაც ქმნის დამატებით კომფორტის შეგრძნებას
. ტექსტურირებული ზედაპირი უზრუნველყოფს ინსტრუმენტის კარგად დაჭერას
. შესაძლებელია საკვებ პროდუქტებთან გამოყენება
. აგრეთვე უზრუნველყოფს საუკეთესო ბარიერიულ დაცვას ნაჩხვლეტისა და ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრისგან, იგივე სისქის ვინილის ან ნატურალური ლატექსის ხელთათმანთან შედარებით.
. Micro-Touch® Nitrile არის თეთრი ფერის რაც აადვილებს დაბინძურების აღმოჩენას.
. Micro-Touch® Nitra-tex არის ლურჯი ფერის, რაც ქმნის სინათლის სხივის არეკვლის ე.წ. ბლიკების დაბალ ეფექტს.
. ტექსტურირებული ზედაპირი აადვილებს ინსტრუმენტის კარგად დაჭერას.
Micro-Touch® Nitrile და Micro-Touch® Nitra-tex არასტერილური ხელთათმანების გამოყენების სფერო:
. ყველა არასტერილური პროცედურა, რომლებიც ითხოვს ბარიერულ დაცვას
. ალერგიული რეაქციების დროს როგორც სამედიცინო მუშაკის ისე პაციენტის.
. Micro-Touch® Nitrile ხელთათმანი არის ლატექსის ხელთათმანის მსგავსად კომფორტული და მოსახერხებელი. შიდა პოლიმერული ფენა აადვილებს მის ჩაცმას ხელზე, ტალკის არარსებობა კი ამცირებს კანის გადახეხვას.
არასტერილური უტალკო დიაგნოსტიკური ვინილის ხელთათმანები Synsation არასტერილური უტალკო დიაგნოსტიკური ვინილის ხელთათმანები - ეკონომიური ალტერნატივა ნატურალური რეზინის ლატექსის ხელთათმანებთან შედარებით, ალერგიის დაბალი რისკით.
. 100%-ით სინთეტიკური ხელთათმანი, არ შეიცავს ნატურალურ რეზინის ლატექსს, რაც ამცირებს I და IV ტიპის ალერგიის რისკს.
ტალკის არარსებობა:
. იცავს ჭრილობას, ლაბორატორიულ ნიმუშებს და ლაბორატორიულ ტესტებს დაბინძურებისაგან
. არ იწვევს კანის სიმშრალეს
.ამცირებს ტალკის ნაწილაკების არსებობას ჰაერში
. ეკონომიური ალტერნატივა ნატურალური ლატექსთან შედარებით.
. Synsation არასტერილური უტალკო დიაგნოსტიკური ვინილის ხელთათმანები
. დამზადებულია პოლივინილ-ნიტროქლორიდისაგან, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას მინერალურ და სხვა ტიპის ზეთებთან.
. გამოყენება: შესაძლებელია ხანმოკლე პროცედურების დროს, სისხლთან და სხეულის სხვა სითხესთან შეხების გარეშე.