
ჩვენება:თავბრუსხვევის (ვერტიგო),ყურებში ხმაურის (ტინიტუსი),მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.
მორესერკი 24 მგ 30 ტაბლეტი
მწარმოებელი: Merkez Pharmaceutical
მორესერკი გამოიყენება: - თავბრუსხვევის (ვერტიგო) - ყურებში ხმაურის (ტინიტუსი) - მენიერის დაავადების მქონე ადამიანებში სმენის დაქვეითების სამკურნალოდ.
პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ ეს დანართი ფურცელი
- შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ და ამიტომ არ უნდა გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები წააგავს თქვენსას.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენას, რომელიც ამ დანართ ფურცელში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ამ დანართ ფურცელში:
1. რისთვის გამოიყენება მორესერკის გელი?
2. მორესერკის გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ მორესერკი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. მორესერკის შენახვის პირობები
6. დამატებითი ინფორმაცია
მორესერკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ბავშვებში. მორესერკის მიღების შეწყვეტა არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, სანამ ექიმი არ გირჩევთ ამას. იმ შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ გრძნობთ, მკურნალობის საბოლოო ეფექტისათვის შესაძლოა ექიმმა გირჩიოთ მკურნალობის გაგრძელება გარკვეული დროით.
მორესერკის საჭიროზე მეტი დოზის მიღება თუ მიიღეთ მორესერკის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
თუ დაგავიწყდათ მორესერკის მიღება
თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება დაიცადეთ შემდეგი დოზის მიღებამდე. არ მიიღოთ მეტი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, მორესერკის ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა ადამიანში.
მორესერკით მკურნალობისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის
გვერდითი მოვლენები:
ზოგადი გვერდითი მოვლენები მორესერკის მიღებისას: გულისრევა და დისპეფსია, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ანაფილაქსიური რეაქციები), მსუბუქი ჩივილები კუჭის მხრივ (ღებინება, ტკივლი კუჭ-ნაწლავის არეში, მუცლის შებერვა), თავის ტკივილი, კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ მომატებული მგრძნობელობის რეაქციები განსაკუთრებით ანგიონევროზული
შეშუპება, ურტიკარია, გამონაყარი და პრურიტუსი. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ გამოგივლინდათ ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
5. მორესერკის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ ბლისტერზე და შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
გამოუსადეგარი ტაბლეტები არ ჩააგდოთ საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში. წაუღეთ წამალი უკან ფარმაცევტს, რომელიც გაანადგურებს მას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს გარემოს.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მორესერკის ტაბლეტები
მოქმედი ნივთიერება (პრეპარატის ძირითადი ნივთიერება) არის ბეტაჰისტინის დიჰიდროქლორიდი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 24მგ მოქმედ ნივთიერებას.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი DC, ჰიდროქსი პროპელ-ცელულოზა, ტალკი, კოლოიდური უწყლო კვარცი.
მორესერკის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა:
მორესერკის 24მგ ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, ერთ მხარეს ღარით.
ხელმისაწვდომი შეფუთვა მოიცავს 30, 100 ტაბლეტს.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.