
მასაჟორი და გელი კურასეპტი - Curasept
ბუნებრივი შემცველობის გელი შეიცავს გვირილას (ამცირებს ანთებით პროცესს) + ბალბას (ქმნის დამცავ ფენას ანთებულ არეზე, იცავს ბაქტერიებისგან და გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან. ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო და დამარბილებელი მოქმედება) + ჰიალურონის მჟავა ( ხელს უწყობს შეხორცების პროცესს). განკუთვნილია გაღიზიანებული და შეშუპებული ღრძილებისთვის. სწრაფად ხსნის ტკივილს, აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამცირებს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის შეშუპებას. 100% სილიკონის ღრძილის მასაჟორი ბავშვებისთვის სარძევე კბილების ამოსვლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის და ამასთან, წმენდს კბილებს, მასაჟორი იდეალურია გელის დასატანად. გელი არ შეიცავს ლოკალურ ანესთეტიკებს, შაქარს, ალკოჰოლს.
მასაჟორი მოათავსეთ თითზე, დაიტანეთ გელი და ნაზად დაამასაჟეთ ბავშვის ღრძილები.
Calendula Extract, Mallow Extract, Hyaluronic Acid
20 მლ.